სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ლაბორატორიული სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ლაბორატორიული სალიცენზიო
ნაყოფის ერითრობლასტოზი მიმდინარეობს ანემიის შემდეგი ტიპით:
ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომელს ახასიათებს ნაყოფის ერითრობლასტოზის მსგავსი ცვლილებები პერიფერიულ სისხლში:
ძვლის ტვინის პუნქტატში შემცირებულია უჯრედული ელემენტების რაოდენობა. მიელოკარიოციტები თითქმის არ გვხვდება. არ აღინიშნება სტრომის რეტიკულური უჯრედები, ლიმფოციტები, პლაზმური უჯრედები. ასეთი სურათი დამახასიათებელია:
52 წლის მამაკაცი უჩივის ძვლების ტკივილს. სისხლში აღენიშნება მონოციტოზი (20%) ედს-ი - 80მმ/სთ/ რენტგენოგრამაზე თავის ქალაზე აღენიშნება მრავლობითი წვრილ-წვრილი დეფექტები. მკერდის ძვლის პუნქტატში პლაზმური უჯრედების რაოდენობა მომატებულია 50%-მდე, სავარაუდო დიაგნოზად შეიძლება მივიჩნიოთ:
10 წლის ბიჭი მოთავსებული იქნა კლინიკაში მწვავე ლეიკოზზე საეჭვო დიაგნოზით, მძიმე მდგომარეობაში. კანი მკრთალი მოყვითალო, სკლერები იქტერული, კოშკისებური თავი, მაგარი სასა მაღალი მდებარეობის. ღვიძლი და ელენთა გადიდებული. სისხლის სურათში: გამოხატული ნორმოქრომული ანემია, მიკროანიზოციტოზი, რეტიკულოციტოზი - 8%, ლეიკოციტები - 19*10**/ლ, გადახრა მიელოციტებამდე - 3%, თრომბოციტები ნორმაში მიელოგრამაში განსაკუთრებული ცვლილებები არ აღინიშნება. სავარაუდო დიაგნოზად შეიძლება ჩაითვალოს:
ავადმყოფი 22 წლის, აღენიშნება მწვავე მუცლის კლინიკა. სისხლის ანალიზი: ჰემოგლობინი - ცოტათი შემცირებულია, ედს-ი ნორმის ფარგლებში, ლეიკოციტები - 25*10**9/ლ, ლეიკოციტურ ფორმულაში ბლასტური უჯრედები - 87%. ასეთი სისხლის სურათი დამახასიათებელია:
6 წლის ავადმყოფი ბიჭი მოთავსებული იქნა კლნიკაში მძიმე მდგომარეობაში. კანზე აღენიშნებოდა ჰემორაგიები. ავადმყოფი კახექსიური, ადინამიური, აპათიური. სისხლის სურათში ჰემოგლობინი - საგრძნობლად დაქვეითებული ედს-ი - 40 მმ/სთ-ში. ლეიკოციტები - 6*10**9/ლ, თრომბოციტები - 60*10**9/ლ. ლეიკოციტურ ფორმულაში ბლასტური უჯრედები - 27%. სავარაუდო დიაგნოზად შეიძლება ჩაითვალოს:
ავადმყოფს პერიფერიულ სისხლში აღენიშნება ჰიპერლეიკოციტოზი 200*10**9/, ლეიკოგრამაში მკვეთრი გადახრით მარცხნივ. სავარაუდო დიაგნოზად შეიძლება ჩაითვალოს:
ძვლის ტვინში ლეიკოერითრობლასტური შეფარდების ინდექსი არის 10/1. რაზე შეიძლება ვიფიქროთ:
ავადმყოფს პერიფერიულ სისხლში აღენიშნება ლეიკოგრამაში მკვეთრი გადახრა მარცხნივ, ეოზინოფილებისა და ბაზოფილების მომატება ჰიპერლეიკოციტოზის ფონზე. სავარაუდო დიაგნოზად შეიძლება მივიჩნიოთ:
ავდამყოფს ძვლის ტვინის ტრეპანატში აღენიშნება მიელოფიბროზი, დიდი რაოდენობით მიელოკარიოციტები. სავარაუდო დიაგნოზად შეიძლება ჩაითვალოს:
რომელი დაავადების დიაგნოსტიკისათვის არის უფრო ინფორმატიული ტრეპანობიოფსია, ვიდრე ძვლის ტვინის პუნქტატის გამოკვლევა?
55 წლის ავადმყოფს ჰიპერლეიკოციტოზის ფონზე ლეიკოგრამაში აღენიშნება მაღალი ლიმფოციტოზი, მათ შორის პროლიმფოციტებიც და იშვიათად ლიმფობლასტები. სავარაუდო დიაგნოზად შეიძლება ჩაითვალოს:
60 წლის ავადმყოფს აღენიშნება პანციტოპენია პერიფერიულ სისხლში, დიდი რაოდენობით ლიმფოციტები, რომელთაც აქვთ ექსცენტრულად განლაგებული წაგრძელებული ბირთვი, ციტოპლაზმაზე დამახასიათებელი წანაზარდებით. რა დაავადებაზე შეიძლება ვიფიქროთ?
ალეიკემიური ფორმის მწვავე ლეიკოზის დიაგნოსტიკაში ჩამოთვლილი მეთოდებიდან უფრო ინფორმატიულად ითვლება:
სხივური დაავადების დროს იცვლება მორფოლოგია:
სხივური დაავადების დროს ძვლის ტვინში აღინიშნება:
სხივური დაავადების დროს სისხლში იცვლება:
მწვავე სხივური დაავადების დროს ცილოვანი ცვლის მაჩვენებლებიდან უფრო დამახასიათებელია:
სხივური დაავადების დროს კუნთოვანი ქსოვილის დაზიანება ხასიათდება ყველა ჩამოთვლილის ცვლილებებით, გარდა: