QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ლაბორატორიული სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ლაბორატორიული სალიცენზიო

2702 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

461

ავადმყოფს, რომელსაც პერიოდულად აქვს შემცივნებები t-ის კრიტიკული მომატებით, სისხლის სურათში აღენიშნება ზომიერი ლეიკოციტოზი, ზომიერი ჰიპოქრომული ანემია, ედს-ის მომატება. ღვიძლი და ელენთა მცირედ გადიდებულია. ამ ავადმყოფის სისხლის შეყვანით, ზღვის გოჭები დაავადნენ. შეიძლება ვიფიქროთ:

462

ორი წლის ავადმყოფ ბავშვს აღენიშნება მკვეთრად გამოხატული ჰეპატოსპლენომეგალია ტემპერატურის მომატებით, ზოგჯერ უეცარი შემცივნებით. პერიფერიულ სისხლში - ანემია, ლეიკოპენია, ედს-ის მკვეთრი მომატება, შეფარდებითი ლიმფოციტოზი, ძვლის ტვინის გამოკვლევით აღმოჩენილი იქნა მცირე ზომის (2-4 მკმ) პარაზიტები. სავარაუდოა:

463

ვისცერული ლეიშმანიოზით დაავადებულის სისხლის სურათში აღინიშნება:

464

ვისცერული ლეიშმანიოზით დაავადებულის სისხლის სურათში აღინიშნება:

465

შარდის ნალექის გამოკვლევისას შეიძლება აღმოვაჩინოთ კვერცხები:

466

დუოდენალურ შიგთავსში აღმოჩენილია ცოცხალი, პატარა აქტიური ლარვები:

467

ავადმყოფს ფეკალიებში, გამდიდრების მეთოდით აღმოჩენილია ღვიძლის ორპირას კვერცხები მომწიფების სხვადასხვა სტადიაში. ამ შემთხვევაში აუცილებელია:

468

სტრონგილოიდოზზე საეჭო შემთხვევაში ფეკალიები გამოკვლევული უნდა იქნას დეფეკაციიდან:

469

დუოდენალური შიგთავსის გამოკვლევით, შეიძლება აღმოვაჩინოთ შემდეგი ჰელმინთების კვერცხები:

470

ლაბორატორიაში გამოსაკველევად მიტანილია ნახევრადგაფორმებული ახლადგამოყოფილი ფეკალიები ამებიაზის მწვავე პერიოდის ჩამთავრების დროს. ამ მასალაში შეიძლება აღმოჩნდეს:

471

ავადმყოფს, გამოხატული ჰიპოქრომული ანემიით, ფეკალიებში აღმოაჩნდა ოვალური ფორმის კვერცხები ჰელმინთებისა, გამჭვირვალე გარსით მომრგვალებული ბოლოებით, კვერცხი შეიცავს 4 ბლასტომერს. შეიძლება ვიფიქროთ:

472

საბავშვო ბაღში ბავშვების გამოკვლევით პერანალურ ნაცხში აღმოაჩინეს მოგრძო, რამდენადმე ასიმეტრიული, გამჭვირვალე, თხელი ორკონტურიანი გარსით დაფარული კვერცხები, რომლის შიგნით ჩანს ლარვა. აღმოჩენილი კვერცხი მიეკუთვნება:

473

რომელ ნემატოდას ახასიათებს სხვადასხვა სიდიდის და ზომის კვერცხი ყავისფერი მაქმანისებური გარსით?

474

ფეკალიებში აღმოჩენილია მრგვალი და ოვალური ფორმის კვერცხები, როომელთაგან ზოგს აქვს მაქმანისებური გარსი, მუქი ყვითელი ან ყავისფერი, ზოგიერთს - გლუვი, ორკონტურიანი, უფერო და გამჭვირვალე. აღმოჩენილი კვერცხები ეკუთვნის ნემატოდას:

475

რომელ ნემატოდას შეიძლება ჰქონდეს 4 სახის კვერცხი? განაყოფიერებული ცილოვანი გარსით და ცილოვანი გარსის გარეშე, გაუნაყოფიერებელი ცილოვანი გარსით და ცილოვანი გარსის გარეშე:

476

გამონაყოფები (ნაწლავის) გამოკვლევულია ფლოტაციის მეთოდით. ჭიქის ფსკერიდან აღებულ მასალაში აღმოჩენილია სხვადასხვა ფორმის და ზომის კვერცხები გლუვი გარსით, მსხვილმარცვლოვანი შენებით მომწვანომოყვითალო ან ნაცრისფერი. აღმოჩენილია ასკარიდის კვერცხები:

477

ფეკალიებში აღმოჩენილია ლიმონის ფორმის კვერცხები, ბოლოებში საცობებით, მომწვანო-მოყავისფრო შეფერილობის. ფეკალიებში აღმოჩენილი კვერცხები მიეკუთვნება:

478

ავადმყოფი უჩივის მუდმივად პროგლოტიდების გამოყოფას, დეფეკაციის გარეშე. პროგლოტიდები გამოიყოფა რამოდენიმე ერთად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს. შეიძლება ვიფიქროთ:

479

ბავშვს, განმეორებითი ანალიზით, განავალში აღმოაჩნდა მრგვალი ფორმის, უფერო, გამჭვირვალე კვერცხები ორკონტურიანი გარსით. გარსებს შორის ჩანს დახვეული ძაფები-ფილამენტები. ცენტრში მდებარეობს კაუჭების 3 წყვილი. აღმოჩენილი კვერცხები მიეკუთვნებიან:

480

ავადმყოფს განავლის გარეცხვით, დეჰელმინთიზაციის შემდეგ აღმოაჩნდა 3 მ სიგრძის ცესტოდა. მაკროსკოპული გამოკვლევით პარაზიტის თავზე აღმოჩენილია 4 მისაწოვარი და კაუჭების გვირგვინი (22-23 კაუჭი). ამ ავადმყოფს ჰქონდა:

განმარტებები