QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ინფექციური სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ინფექციური სალიცენზიო

2141 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

361

ჩამოთვლილიდან რომელი დაავადებების დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება კანის ალერგიული სინჯი:

362

ავადმყოფის კლინიკური გამოკვლევით დადგენილი იყო კლინიკური ნიშნების შემდეგი შერწყმა: ცხელება, მიალგია, სიყვითლე. ჩამოთვლილიდან რომლის არსებობაა ყველაზე მეტად სავარაუდო ამ შემთხვევაში:

363

ავადმყოფის კლინიკური გამოკვლევით დადგენილი იყო შემდეგი კლინიკური ნიშნების შერწყმა: ცხელება, ქოშინი, სისხლიანი ღებინება. ჩამოთვლილიდან რომლის არსებობაა ყველაზე მეტად სავარაუდო ამ შემთხვევაში:

364

ავადმყოფის გამოკვლევით გამოვლინდა შემდეგი კლინიკური ნიშნების შერწყმა: ცხელება, მიალგია, სიყვითლე. ჩამოთვლილიდან რომლის არსებობაა სავარაუდო:

365

ავადმყოფის გამოკვლევით დადგინილი იყო ნერვული სისტემის მხრივ შემდეგი ცვლილება: ავადმყოფი სრულ გონზეა, კუნთთა მუდმივ ტონურ კრუნჩხვასთან ერთად პერიოდულად უნვითარდება კლონური კრუნჩხვა. ჩამოთვლილიდან ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად სავარაუდოა:

366

ავადმყოფის კლინიკური გამოკვლევით დადგენილი იყო დაავადების ძირითადი კლინიკური ნიშანი – თავის ტკივილი დასაწყისში ლოკალიზებული იყო კეფის არეში, რამდენიმე საათში გაძლიერდა და გახდა აუტანელი. ანალგეტიკების მიღება ტკივილზე არ მოქმედებს. ჩამოთვლილიდან რომელი დიაგნოზია ყველაზე მეტად სავარაუდო ამ შემთხვევაში:

367

ავადმყოფის კლინიკური გამოკვლევით გამოვლინდა ეიფორია, აჟიტირება, შეუსაბამობა ცხელების მაღალ ციფრებსა და დამაკმაყოფილებელ საერთო მდგომარეობას შორის. ჩამოთვლილიდან რომლის არსებობაა ყველაზე მეტად სავარაუდო ამ შემთხვევაში:

368

ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომლის დროსაა რეკომენდებული პენიცილინის დასაწყისი დოზა 300-400 ათასი კგ. წონაზე \დღეში:

369

ავადმყოფს აღენიშნება ეგზანთემა. იგი გაჩნდა დაავადების 15-20 სთის შემდეგ, გამონაყარი უხვია, უსწორო ფორმის პეტექიების დანეკროზების სახით. ლოკალიზებულია უპირატესად კიდურებსა და დუნდულებზე. კანი ფერმკრთალია, ციანოზური. ჩამოთვლილიდან რომელი დაავადებაა ყველაზე მეტად სავარაუდო ამ შემთხვევაში:

370

ავადმყოფს წერტილოვანი, უხვი გამონაყარი დაავადების პირველსავე დღეს განუვითარდა. გამონაყარი უხვია, ჰიპერემიული კანის ფონზე. განლაგებულია გულ-მკერდის გვერდით და კიდურების მომხრელ ზედაპირებზე, იღლიებში, საზარდულში. დერმოგრაფიზმი თეთრია, მყარი. გამონაყარი არ არის ცხვირ-ტუჩის სამკუთხედში. რომელი დიაგნოზია ყველაზე მეტად სავარაუდო ამ შემთხვევაში:

371

რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი კლინიკური ფორმები შეიძლება განვითარდეს ქრონიკული ბრუცელოზის დროს:

372

ავადმყოფს დაესვა ბრუცელოზის დიაგნოზი. ქვემო ჩამოთვლილიდან რომელია ნაკლებად მოსალოდნელი ამ შემთხვევაში:

373

ჩამოთვლილიდან რომელი მოსაზრება არ არის მართებული ბრუცელოზზე:

374

რომელი სინდრომით შეიძლება გამოვლინდეს ქრონიკული ბრუცელოზი:

375

ჩამოთვლილიდან რომელი გზითაა სავარაუდო ბრუცელოზის გავრცელება:

376

ჩამოთვლილიდან რომელია ტიპიური ჰემოგრამა მწვავე ბრუცელოზის დროს:

377

ავადმყოფს დაესვა ლეგიონელოზის დიაგნოზი, რომელია ყველაზე ნაკლებად სავარაუდო ამ შემთხვევაში:

378

ჩამოთვლილიდან რომელი ჰემოგრამაა ტიპიური ლეგიონელოზისთვის:

379

ჩამოთვლილიდან რომელია ლეგიონელოზის გადაცემის მექანიზმი:

380

წითელი ქარის დროს ინფექციის ძირითადი წყაროა:

განმარტებები