სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
კრისტალოიდურ ხსნარებს (ნატრიუმის ქლორიდის, რინგერ-ლაქტატს ახასიათებთ: 1. უჯრედგარეთა სითხის დეფიციტის ლიკვიდაციის უნარი; 2. ფიზიოლოგიურია, რადგან მისი შემადგენლობა უახლოვდება პლაზმას; 3. ზომიერი ჰემოდინამიური ეფექტი; 4.მასიური ინფუზიისას იწვევენ ჰიპერქლორემიულ მეტაბოლურ აციდოზს
ავადმყოფის ჰიპერჰიდრატაციის შემთხვევაში საუკეთესო საშუალებაა: 1. ლაქტასოლი; 2. მანიტოლი; 3. ალბუმინი; 4. სალურეტიკები.
ამინოგლიკოზიდების ჯგუფს მიეკუთვნება: 1. სტრეპტომიცინი; 2. მონომიცინი; 3. კანამიცინი; 4. გენტამიცინი.
ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის გაღრმავება შეიძლება გამოიწვიოს: 1. გენტამიცინმა; 2. კანამიცინმა; 3. დოქსაციკლინმა; 4. ამიკაცინმა.
ოტოტოქსიური ეფექტი ახასიათებს შემდეგ ანტიბიოტიკებს, გარდა: 1. გენტამიცინი; 2. კანამიცინი; 3. ნეტრომიცინი; 4. ლინკომიცინი.
პენიცილინები არაეფექტურია ყველა ჩამოთვლილი ინფექციების გამომწვევის მიმართ, გარდა:
მაკროლიდების ჯგუფს მიეკუთვნება: 1. ტეტრაციკლინი; 2. ამიკაცინი; 3. გენტამიცინი; 4. ერითრომიცინი.
ტუბერკულოზის ჩხირის მიმართ ეფექტურია შემდეგი ანტიბაქტერიული პრეპარატები: 1. ტეტრაციკლინ-ჰიდროქლორიდი; 2. რიფამპიცინი; 3. ლინკომიცინი; 4. იზონიაზიდი.
სულფანილამიდური პრეპარატების ანტიმიკრობული ეფექტებია: 1. მიკრობული უჯრედის მიერ ცილის ბიოსინთეზის დათრგუნვა რიბოსომების დონეზე; 2. გამრავლების ფაქტორების წარმოშობის მოშლა, რომელთა შემადგენლობაში შედის პარაამინობენზოის მჟავა; 3. ბაქტერიების უჯრედოვანი მემბრანის ბიოსინთეზის ინჰიბირება.
სოკოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკებია: 1. კეფზოლი; 2. ფლუკონაზოლი; 3. რიფამპიცინი; 4. სტრეპტომიცინი; 5. ლინკომიცინი.
ტიენამი განეკუთვნება:
ბაქტერიოსტატული ანტიბიოტიკებია: 1. ამინოგლიკოზიდები; 2. ცეფალოსპორინები; 3. სტრეპტომიცინი; 4. ტეტრაციკლინი.
ბაქტერიოციდული ანტიბიოტიკებია: 1. ამინოგლიკოზიდები; 2. სულფანილამიდები; 3. პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკები; 4. ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები.
Pseudomonas aureginosa -ს მიერ გამოწვეული ინფექციის დროს, სტაბილურ პაციენტებში, პირველი რიგის არჩევის პრეპარატია:
ამინოგლიკოზიდების ხანგრძლივი გამოყენება მიზანშეწონილი არ არის, ვინაიდან მათ უპირატესად გამოხატული აქვთ: 1. ნეფროტოქსიური მოქმედება; 2. ძვლის ტვინზე ტოქსიური ზემოქმედება; 3. ოტოტოქსიური მოქმედება; 4. ჰეპატოტოქსიური მოქმედება.
პენიცილინზე ალერგიულობასთან მიმართებაში, ჩამოთვლილთაგან რომელი დებულებებია ჭეშმარიტი? 1. პენიცილინზე ალერგია ვლინდება პაციენტთა 20%-ში; 2. რეაქცია უფრო სწრაფად ვლინდება ინტრავენური შეყვანისას ინტრამუსკულურთან შედარებით; 3. ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკებთან ახასიათებს მაღალი ჯვარედინი რეაქტიულობა; 4. პრემედიკაციაში ანტიჰისტამინური და სტეროიდული პრეპარატების გამოყენება ამცირებს ანაფილაქსიური შოკის სიმწვავეს; 5. პენიცილინის "ტესტ" დოზა ამცირებს ანაფილაქსიის სიმწვავეს.
ჩამოთვლილი ანესთეტიკებიდან რომელი განიცდის ექსტრაჰეპატურ მეტაბოლიზმს? 1. პრილოკაინი; 2. ლიგნოკაინი; 3. როპივაკაინი; 4. პროკაინი.
ანესთეზიოლოგიაში ხშირად გამოყენებული პრეპარატებიდან რომელი იწვევს ავთვისებიან ჰიპერთერმიას? 1. პროპოფოლი 2. კეტამინი 3. იზოფლურანი 4. ატროპინი 5. პიპეკურონიუმი
ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელია ეფექტური პოსტოპერაციული გულისრევისა და ღებინების კუპირებისთვის? 1. ონდანსეტრონი (ზოფრანი) 2. დექსამეტაზონი 3. დროპერიდოლი 4. მეტოკლოპრამიდი
რომელი პრეპარატი არ უნდა იქნეს გამოყენებული პაციენტზე, რომელსაც დადგენილი აქვს ავთვისებიანი ჰიპერთერმია?