სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
ზოგადი ანესთეზიის დაწყებამდე ანესთეზიოლოგი დარწმუნებული უნდა იყოს: 1. სამედიცინო აპარატურის არსებობასა და გამართულად მუშაობაში; 2. გამართული სათადარიგო აპარატურის არსებობაში; 3. აპარატურის ძირითადი ტექნიკური მაჩვენებლების სიზუსტეში; 4. ყველა აუცილებელი მედიკამენტის არსებობაში.
ანესთეზიოლოგის მიერ ავადმყოფობის ისტორიაში აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს: 1. ანესთეზიოლოგის წინასაოპერაციო ჩანაწერი; 2. ზოგადი ანესთეზიის რუქა; 3. ზოგადი ანესთეზიის ოქმი; 4. ინფუზიურტრანსფუზიული თერაპიის რუქა.
ანესთეზიოლოგის წინასაოპერაციო ჩანაწერში უნდა დაფიქსირდეს: 1. დეტალურად უნდა ჩაიწეროს ლაბორატორიული მონაცემების შედეგები; 2. ზოგადი ანესთეზიის წინასწარი გეგმა და პრემედიკაცია; 3. ოპერაციის ინფუზიურ-ტრანსფუზიული თერაპიის დეტალური აღწერა; 4. მედიკამენტური აუტანლობა ან დამოკიდებულება.
ანესთეზიოლოგის წინასაოპერაციო ჩანაწერში უნდა დაფიქსირდეს: 1. ავადმყოფის ზოგადი სომატური მდგომარეობა; 2.ზოგადი ანესთეზიის რისკ-ფაქტორები; 3. ზოგადი ანესთეზიის რისკის განსაზღვრა; 4. ავადმყოფის ჰემოდინამიკური პროფილი.
პრაქტიკულად ჯანმრთელ პაციენტებში გეგმური ამბულატორიული ოპერაციული ჩარევის ანესთეზიოლოგიური უზრუნველყოფისთვის, ჩამოთვლილთაგან რომელი ლაბორატორიული გამოკვლევებია აუცილებელი 1. ელექტროლიტები სისხლის შრატში; 2. სისხლის საერთო ანალიზი; 3. შარდის ანალიზი; 4. კოაგულოგრამა; 5. სისხლის ბიოქიმიური ანალიზი
ზოგადი ანესთეზიის დროს: 1. დიაფრაგმის ფუნქცია შენარჩუნებულია უფრო ხანგრძლივად, ვიდრე გულმკერდის კუნთების ფუნქცია; 2. თუ გაზთა ნარევი შეიცავს N2O-ს, უფრო მეტია ატელექტაზის წარმოქმნის საშიშროება; 3. ერთი და იგივე მინიმალური ალვეოლური კონცენტრაციისა იზოფლურანი უფრო იწვევს სუნთქვის დათრგუნვას, ვიდრე ჰალოტანი. 4. სუნთქვის ცენტრის რეაქცია CO2-ის მომატებაზე უფრო დათრგუნულია, ვიდრე ჰიპოქსიაზე.
ჟანგბადი: 1. ხელს უწყობს წვის პროცესს; 2. კრიტიკული ტემპერატურაა 85 გრად. ცელს.; 3. მისი წარმოება ხდება ჰაერის დისტილირების გზით; 4. ინახება რუხი ფერის ბალონებში.
ნახშირორჟანგთან მიმართებაში არასწორია:
აირის ნაკადის სიჩქარე სანათურში დამოკიდებულია: 1. სიბლანტის კოეფიციენტზე; 2. სიმკვრივეზე; 3. მოლეკულურ წონაზე; 4. სანათურის დიამეტრზე.
თავდაცვის უნივერსალური ზომები ნიშნავს: 1. ყველა პაციენტი ითვლება ინფიცირებულად; 2. გამოყენებული უნდა იყოს დამცავი ხალათი ინფიცირებული სითხის შესხურების თავიდან აცილების მიზნით; 3. გულისხმობს დამცავი სათვალეებისა და ნიღბების გამოყენებას. 4. ითვლება, რომ პაციენტთან ნებისმიერი კონტაქტისას გამოყენებული უნდა იქნეს ხელთათმანი.
საოპერაციოში სტატიკური ელექტრული მუხტის დაგროვების პროფილაქტიკისათვის აუცილებელია: 1. რეზინის ნაწარმის გამოყენება, მათი ანტისტატიკური თვისებების გამო; 2. სანარკოზე აპარატისა და საოპერაციო მაგიდის დამიწება; 3. საოპერაციო პერსონალის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი არ უნდა იყოს დამზადებული სინთეზური მასალისაგან; 4. პერსონალისაგან სტატიკური მუხტის მოსახსნელად აუცილებელია მათი შეხება დამიწებულ საგნებთან.
ადსორბენტში ნახშირორჟანგის ადსორბციის ეფექტურობა დამოკიდებულია: 1. ადსორბენტის მოცულობაზე; 2. ნატრონის კირის მასაზე; 3. ამოსუნთქულ ჰაერში წყლის ორთქლის რაოდენობაზე; 4. წინააღმდეგობაზე, რომელსაც ადსორბენტი უქმნის ჰაერის ნაკადს.
აირი გამტარ მემბრანაში დიფუნდირდება: 1. მეტი მოცულობის უბნიდან ნაკლები მოცულობის უბანში; 2. ნაკლები მოცულობის უბნიდან მეტი მოცულობის უბანში; 3. დაბალი წნევის არიდან მაღალი წნევის არეში; 4. მაღალი წნევის არიდან დაბალი წნევის არეში.
არარევერსიულ სუნთქვის კონტურებს ეკუთვნის: 1. ქანქარისებრი; 2. დახურული; 3. ნახევრად დახურული; 4. ნახევრად ღია.
ნახევრად დახურული სისტემა ნიშნავს:
დახურულ სისტემას ნახშირორჟანგის აბსორბციით აქვს შემდეგი უპირატესობა: 1. ხდება აირების ეკონომიური მოხმარება; 2. იზრდება ნახშირორჟანგის გამოდევნა; 3. მცირდება სითბოს დანაკარგი; 4. მცირდება სანარკოზე ნაზავის ტენიანობა.
რა არის ნახევრად ღია კონტური:
როტამეტრში აირის ნაკადის სიჩქარე დამოკიდებულია:
აზოტის ქვეჟანგის ხსნადობა აზოტის ხსნადობაზე მეტია:
მიკრობული დაბინძურებისაგან სანარკოზე - სასუნთქი აპარატურის და შემაერთებელი ელემენტების გაუვნებელყოფის პროცესს ეწოდება: