QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია

2373 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

501

საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებების ამაორთქლებელი შეიძლება მდებარეობდეს: 1. ჩასუნთქვის სარქვლამდე; 2. უშუალოდ ცირკულაციის წრეში; 3. ამოსუნთქვის სარქვლის შემდეგ; 4. როტამემტრამდე.

502

სად უნდა იყოს განლაგებული სანარკოზე აპარატში ვოლუმეტრი:

503

ენდოტრაქეული საინტუბაციო მილების სახეებია: 1. უმუფთო მილები; 2. მუფთიანი მილები; 3. არმირებული მილები; 4. ლარინგეული ნიღაბი.

504

ჩამოთვლილი საინტუბაციო მილებიდან რომელი იწვევს ტრაქეის უფრო მეტ კომპრესიას:

505

სანარკოზე აპარატში სად უნდა მდებარეობდეს სასუნთქ გზებში წნევის განმსაზღვრელი მანომეტრი:

506

სანარკოზე აპარატის სასუნთქ კონტურში სად უნდა მდებარეობდეს დამცავი სარქველი:

507

სანარკოზე აპარატში, რევერსიული კონტურის დროს, სად უნდა მდებარეობდეს სასუნთქი პარკი:

508

სანარკოზე აპარატებში ყველაზე მეტად გავრცელებული შემდეგი ტიპის რესპირატორები:

509

შეიძლება თუ არა ფ.ხ.ვ.-ის დროს ჩასუნთქვის ფაზაში ჟანგბადის სწრაფი მიწოდება:

510

სასუნთქი კონტურის ჰერმეტულობის დარღვევა უხშირესად ვლინდება:

511

ფ.ხ.ვ.-ს დროს ჩასუნთქვისას პიკური წნევის მომატება მიუთითებს: 1. ბრონქოსპაზმზე; 2. სასუნთქი გზების ობსტრუქციაზე; 3. მაღალ სუნთქვით მოცულობაზე; 4. ჩასუნთქვის სარქვლის გაუმართაობაზე.

512

ფ.ხ.ვ.-ს დროს ჩასუნთქვისას პიკური წნევის მომატება მიუთითებს: 1. ბრონქოსპაზმზე; 2. სასუნთქი გზების ობსტრუქციაზე; 3. მაღალ სუნთქვით მოცულობაზე; 4. გაზთა ახალი ნარევის ძალიან მაღალ ნაკადზე.

513

ანესთეზიის სიღრმის მონიტორინგი: 1. ელექტროენცეფალოგრამა გამოიყენება ანესთეზიის სიღრმის განსაზღვრისათვის; 2. გამოწვეული სომატოსენსორული პოტენციალებით ხდება ანესთეზიის სიღრმის შეფასაბა; 3. საყლაპავის ქვედა ნაწილის შეკუმშვის მიხედვით შეიძლება შეფასდეს ადექვატური არის თუ არა მიორელაქსაცია; 4. არასაკმარისი ანალგეზიისას, შესაძლებელია გამოხატული იყოს კანი სინოტივე

514

მიჩნეულია, რომ ბისპექტრული ინდექსი (BIS) არის ნარკოზის სიღრმის ერთ-ერთი მახასიათებელი. როგორი უნდა იყოს BIS მაჩვენებელი მცირე ზედაპირული ოპერაციის განმავლობაში, თუ ანესთეზია ტარდება პროპოფოლით?

515

კუჭის რეზექციის ოპერაციის დაწყების მომენტში ბისპექრტული ანალიზის მონიტორი აჩვენებს, რომ BIS=70. როგორია ამ დროს ტაქტიკა? 1. საჭიროა რელაქსანტის დაუყოვნებლივი შეყვანა; 2. საჭიროა ნარკოზის სიღრმის შემსუბუქება; 3. საჭიროა ჰიპნოტიკის დოზის გაზრდა; 4. საჭიროა სუნთქვის წუთმოცულობის გაზრდა; 5. ნარკოზის დონე დამაკმაყოფილებელია, კორეგირება საჭირო არ არის.

516

ანესთეზიის პირობებში ჰემოდინამიკისა და მოცირკულირე სისხლის მოცულობის ზოგადი შეფასება ხდება შემდეგი მაჩვენებლების საფუძველზე: 1. პერიფერიული პულსითა და არტერიული წნევით; 2. სისხლის Gჟანგბადით გაჯერებით; 3. მიკროცირკულაციით; 4. დიურეზით.

517

სტაბილური ინტრაოპერაციული მდგომარეობის დროს რა სიხშირით არის საჭირო არტერიული წნევის არაინვაზიური მონიტორინგი:

518

არტერიული წნევის არაინვაზიური მეთოდით გაზომვის დროს მხარზე მანჟეტის დადების უკუჩვენებაა: 1. იგივე კიდურზე ინტრავენური საინფუზიო კათეტერის არსებობა; 2. იგივე კიდურზე არტერიო-ვენური ფისტულის არსებობა; 3. იგივე კიდურზე არტერიული წნევის ინვაზიური მეთოდით განმსაზღვრელი კათეტერის არსებობა; 4. ზემო კიდურის სისხლძარღვების დაზიანება.

519

დამოკიდებულია თუ არა გაზომილი არტერიული წნევა მანჟეტის ზომებზე:

520

სისხლის არტერიული წნევის ინვაზიური მონიტორინგის ჩვენებებია: 1. მართვითი ჰიპოტონია; 2. პათოლოგიები, რომლებიც საჭიროებენ ზუსტ და მუდმივ ინფორმაციას არტერიული წნევის შესახებ; 3. არტერიული სისხლის გაზური შემადგენლობის ხშირი კონტროლის აუცილებლობა; 4. რეინოს სინდრომი.

განმარტებები