სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
CO2 უკეთ გადის ალვეოლო-კაპილარულ მემბრანაში, ვიდრე O2. ამის მიზეზია:
რომელი დებულებაა არასწორი: 1.ჰემოგლობინი სისხლის მთავარი ბუფერია; 2. ოქსიჰემოგლობინი, როგორც მჟავა, აღდგენილ ჰემოგლობინზე ძლიერია; 3. აღდგენილი ჰემოგლობინი ოქსიჰემოგლობინზე ძლიერია, როგორც ფუძე; 4. ნახშირბადანჰიდრაზას კონცენტრაცია მეტია პლაზმაში, ვიდრე უჯრედში.
აორტული და კაროტიდული ზონის ქემორეცეპტორები ახდენენ ზეგავლენას:
აორტული და კაროტიდული ზონის პრესორეცეპტორები ახდენენ ზეგავლენას ყველა ჩამოთვლილზე, გარდა:
კაროტიდული ზონის ბარორეცეპტორების გაღიზიანება იწვევს:
აორტის რკალის ქემორეცეპტორების გაღიზიანება იწვევს:
ფილტვის არარესპირატორულ ფუნქციებს მიეკუთვნება: 1. თერმომარეგულირებელი; 2. ფიბრინოლიზური, ანტიკოაგულაციური; 3. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ცვლა; 4. სისხლის მიმოქცევის სისტემაში სისხლის ბუფერული რეზერვუარის ფუნქცია.
ფილტვების მეტაბოლურ ფუნქციას წარმოადგენს: 1. ანგიოტენზინ II - ის სინთეზი; 2. ბრადიკინინის ინაქტივაცია; 3. იმუნოგლობულინების სინთეზი;
ფილტვების სასიცოცხლო მოცულობა დამოკიდებულია: 1. ასაკზე; 2. ფილტვების დაავადებებზე; 3. გულმკერდის თანდაყოლილ დეფორმაციაზე; 4. სიმსუქნეზე.
ბრონქიოლოსპაზმის დროს გვაქვს: 1. გაძნელებული ამოსუნთქვა; 2. ფილტვებში ხიხინი; 3. ფსიქომოტორული აგზნება; 4. ტაქიკარდია.
ფილტვის შეშუპება შეიძლება განვითარდეს: 1. სასუნთქი გზების გამტარებლობის დარღვევის დროს; 2. ნარშირჟანგით მოწამვლისას; 3. კოლაბირებული ფილტვის სწრაფი გაშლის დროს; 4. წყლით ინტოქსიკაციისას.
კომპენსირებულ რესპირატორულ ალკალოზს თან ახლავს: 1. ტვინის სისხლძარღვების და კორონარების გაფართოება; 2. არტერიული წნევის დაქვეითება; 3. ჰიპოკაპნია; 4. ოქსიჰემოგლობინის დისოციაციის მრუდის გადახრა მარჯვნივ.
ნორმაში ქლორიდების დონე სისხლში შეადგენს:
ნორმაში სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობა შეადგენს:
ნორმაში სისხლის პლაზმაში ნატრიუმის შემცველობა შეადგენს:
როგორ იცვლება შრატში კალიუმის კონცენტრაცია მეტაბოლური აციდოზისა და მეტაბოლური ალკალოზის დროს:
სისხლის ცილოვანი აზოტი არ მოიცავს: 1. შარდოვანას აზოტს; 2. ამინომჟავების აზოტს; 3. კრეატინინს; 4. სისხლში გახსნილ აზოტს.
ნორმალურად ნაკვები ჯანმრთელი მამაკაცის საერთო წყლის შემცველობა შეადგენს:
მოზრდილი ადამიანის მოცირკულირე სისხლის მოცულობა საშუალოდ შეადგენს:
მოზრდილი ადამიანის პლაზმის მოცულობა საშუალოდ შეადგენს: