QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია

2373 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

781

მწვავე დესტრუქციული პანკრეატიტისათვის არ არის დამახასიათებელი: 1. პლაზმის მოცულობის გამოხატული დეფიციტი; 2. პლაზმის ცილების გამოხატული დეფიციტი; 3. სისხლის კოაგულაციურ-ლიტიური თვისების დარღვევა; 4. ჰიპერვოლემია; 5. ჰემოდინამიკური დარღევები.

782

მწვავე პანკრეატიტის დროს განვითარებული თირკმლის მწვავე უკმარისობის ეტიოლოგიური მიზეზია: 1. სისტემური ვაზოდილატაცია და ჰიპერტენზია; 2. სისტემური ვაზოდილატაცია და ჰიპოტენზია; 3. თირკმლის სისხლძარღვების დილატაცია; 4. თირკმლის სისხლძარღვების კონსტრიქცია.

783

მწვავე პანკრეონეკროზის მკურნალობის ძირითადი პრინციპები გულისხმობს: 1. ჰიპოვოლემიის მკურნალობას; 2. წყალ-ელექტროლიტური ბალანსის მწვავე მოშლილობის და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის კორექციას; 3. ტკივილის სინდრომის კუპირებას; 4. ანტიბიოტიკების და ანტიფერმენტული პრეპარატების აუცილებელ დანიშვნას დანიშვნას.

784

პერიტონიტიან ავადმყოფს მუცლის ღრუს რევიზიისთვის ზოგადი ანესთეზია შეიძლება ჩაუტარდეს: 1. ატარალგეზიით ; 2. ბალანსირებული ანესთეზია ლარინგეალური ნიღბის გამოყენებით 3. ზოგადი ანესთეზია მხოლოდ ჰალოტანით.4. დაბალანსებული ზოგადი ანესთეზიით სასუნთქი გზების პროთეზირებით;

785

მწვავე აპენდიციტით განპირობებული პერიტონიტის დროს კომბინირებული ანესთეზია სპონტანური სუნთქვის შენარჩუნებით შესაძლოა ჩატარდეს: 1. ავადმყოფთან, გამოხატული ენდოკრინული დარღვევებით; 2. მსუქან ავადმყოფთან; 3. ავადმყოფთან, სასუნთქი ორგანოების მძიმე თანმხლები პათოლოგიით; 4. კატეგორიულად არ შეიძლება რომ ჩატარდეს.

786

კუჭის წყლულის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაციის დროს პერიტონიტის რეაქტიული ფაზა განპირობებულია:

787

კუჭის წყლულის პერფორაციის დროს პერიტონიტის ტოქსიურ ფაზას ახასიათებს: 1. ბრადიკარდია; 2. ნაწლავის პარეზი; 3. საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირება; 4. ქოშინი.

788

გულის წუთმოცულობის შენარჩუნება პერიტონიტის მეორე ფაზაში განპირობებულია:

789

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაციით გამოწვეული პერიტონიტის ტერმინალურ ფაზას ახასიათებს: 1. ცნს-ის ტოქსიური დაზიანება; 2. ფუნქციური გაუვალობის განვითარება; 3. დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომის განვითარება; 4. ღვიძლის და თირკმლის უკმარისობის განვითარება.

790

პერიტონიტის ტერმინალურ ფაზაში შესაძლოა მუცლის მხრივ არ აღინიშნებოდეს ადგილობრივი მოვლენები, რაც ანესთეზიოლოგს ავალდებულებს აწარმოოს პერიტონიტის დიფერენცირება: 1. მიოკარდიუმის ინფარქტთან; 2. ტოქსიკოინფექციასთან; 3. ღვიძლის და თირკმლის უკმარისობასთან; 4. გასტრო-ინტესტინურ სისხლდენასთან.

791

კუჭის წყლულის პერფორაციით დაავადებულს, პერიტონიტის მეორე ფაზაში აღენიშნებოდა ჰიპოვოლემია, რაც განპირობებულია: 1. ღებინებით; 2. ნაწლავის სანათურში სისხლის თხიერი ნაწილის გაჟონვით; 3. წვრილი ნაწლავის კედელში სითხის დაგროვებით; 4. სითხის პერსპირაციული დანაკარგით.

792

პერიტონიტის დროს დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომის განვითარება განპირობებულია: 1. სისხლის ფორმიანი ელემენტების ადჰეზიით და აგრეგაციით; 2. თრომბოციტებიდან და ერითროციტებიდან კოაგულაციური ფაქტორების გამოთავისუფლებით; 3. მიკროცირკულაციის დარღვევით; 4. მიკროსისხლძარღვების კედლების განვლადობის დარღვევით.

793

პერიტონიტის რეაქტიულ ფაზაში ოპერაციისწინა პერიოდის ხანგრძლვიობა საშუალოდ უდრის:

794

პერიტონიტის ტერმინალურ ფაზაში, ოპერაციისწინა მოსამზადებელ პერიოდში უნდა ჩატარდეს: 1. ცენტრალური ვენის კათეტერიზაცია; 2. ანტიბიოტიკოთერპაია; 3. ელექტროლიტური ბალანსის კორექცია; 4. მხოლოდ ჰიპოვოლემიის კორექციის შემდეგ არის შესაძლებელი პაციენტის საოპერაციოში შეყვანა.

795

მიუთითეთ მდგომარეობები, როდესაც მოსალოდნელია მეტაბოლური აციდოზის განვითარება: 1. სწორი ნაწლავის სიმსივნე.; 2. სიგმური ნაწლავის შემოგრეხა; 3. წვრილნაწლავ-კოლინჯის ფისტულა; 4. წვრილი ნაწლავის მაღალი სტრანგულაციური გაუვალობა.

796

ავადმყოფი საოპერაციოა კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაციის შედეგად განვითარებული პერიტონიტის გამო. ოპერაციისწინა მომზადება შეიძლება შეფასდეს არადამაკმაყოფილებლად, თუ: 1. აღინიშნება არტერიული წნევის მატების ტენდენცია; 2. გულის კუმშვადობის სიხშირე შემცირდა; 3. დიურეზი არანაკლებ 0,8-1,2 მლ/წთ; 4. ცენტრალური ვენური წნევა უდრის 20 სმ. წყ. სვ.; 5. ტემპერატურული გრადიენტის მცირდება.

797

კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაციის გამო წარმოებული ოპერაციის დროს ყველაზე ოპტიმალური ანესთეზიის ვარიანტია: 1. აზოტის ქვეჟანგი+ნეიროლეპტანალგეზია; 2. აზოტის ქვეჟანგი+ატარალგეზია; 3. აზოტის ქვეჟანგი+ჟანგბადი+კეტამინი+ცენტრალური ანალგეზია მორფინით; 4. ზოგადი ბალანსირებული ანესთეზია, სასუნთქი გზების პროთეზირებით.

798

ნაწლავთა გაუვალობის დროს ნაწლავთა კედელში მიკროცირკულაციის დარღვევა განპირობებულია: 1. რეაბსორბციის დარღვევით; 2. ნაწლავთა პერისტალტიკის შესუსტებით; 3. ალდოსტერონის გამოყოფის გაძლიერებით; 4. ნაწლავთა მარყუჟში წნევის მატებით.

799

ნაწლავთა გაუვალობის დროს აღინიშნება სითხეების და ელექტროლიტების დანაკარგი, რაც განპირობებულია: 1. რეაბსორბციის დაქვეითებით; 2. ღებინებით; 3. ქოშინით; 4. სეკვესტრაციით ნაწლავთა სანათურში.

800

ნაწლავთა მაღალი გაუვალობის დროს კალიუმის დაკარგვის მიზეზს წარმოადგენს: 1. ღებინება; 2. ნაწლავის კედლის მიკროცირკულაციის დარღვევა; 3. კუჭის შიგთავსის მუდმივი ასპირაცია; 4. მეტაბოლური აციდოზის განვითარება.

განმარტებები