QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია

2373 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

961

თავის ტვინზე ოპერაციის შემდეგ ფ.ხ.ვ-ის ჩვენებებია: 1. კომატოზური მდგომარეობა; 2. არტერიული ჰიპოტენზია; 3. არაადექვატური სუნთქვა; 4. დიურეზი 70-100 მლ/წთ-ში.

962

ნეიროქირურგიული ოპერაციების შემდეგ ავადმყოფებს პარენტერალური კვება ენიშნებათ: 1. ცხიმოვანი ემულსიებით; 2. მარტო ამინომჟავებით; 3. ნაწლავების პერისტალტიკის ფონზე; 4. ნაწლავების პარეზის ფონზე.

963

თავის ქალაზე ოპერაციების დროს არმირებული საინტუბაციო მილების ხმარებისას: 1. შესაძლებელია თავის პოზიციის შეცვლა, სასუნთქი გზების გამავლობის დარღვევის გარეშე; 2. გრძელი მილი იწვევს ჰიპოქსიას და ჰიპერკაპნიას; 3. თავის მოხრის დროს მილი შეიძლება მოხვდეს მარჯვენა ბრონქში; 4. არასაკმარისი რიგიდობის გამო მილი არ იხმარება მართვითი სუნთქვის დროს.

964

არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტებიდან რომელი იწვევს ინტრაკრანიალური წნევის მომატებას: 1. ტუბოკურარინი; 2. პიპეკურონიუმი; 3. ატრაკურიუმი; 4. სუქცილინქოლინი.

965

ნეიროქირურგიული ოპერაციების დროს "ფარული" ჰიპერთერმიის მიზეზები შეიძლება იყოს: 1. ჰიპოვოლემია; 2. დეჰიდრატაცია; 3. არასაკმარისი ანალგეზია; 4. ნეიროლეპტანალგეზია.

966

თავის ტვინზე ოპერაციის შემდეგ მაღალსიხშირიანი მოცულობითი ფ.ხ.ვ.:

967

ნეიროქირურგიული ოპერაციისშემდგომ უახლოეს პერიოდში, სპონტანური სუნთქვის პირობებში, კრუნჩხვითი სინდრომის კუპირებისათვის უნდა გაკეთდეს ყველაფერი, გარდა: 1. მიდაზოლამი 0,07 მგ/კგ; 2. დიაზეპამი 0,12 მგ/კგ; 3. გლუკოზა ინტრავენურად; 4. ნატრიუმის თიოპენტალი 5მგ/კგ-ზე.

968

თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვების ანევრიზმის გამო წარმოებული ოპერაციების ანესთეზიოლოგიური უზრუნველყოფის დროს მისაღებია: 1. სრულფასოვანი პრემედიკაცია; 2. მართვითი ჰიპოტონია; 3. ნეიროპროტექტორული ტაქტიკა; 4. ინტუბაციის წინ ესმოლოლის შეყვანა.

969

მუცელზე მწოლიარე ნეიროქირურგიულ ავადმყოფებში მოსალოდნელია შემდეგი "პოზიციასთან დაკავშირებული" გართულებები: 1. ვენტილაციურ-პერფუზიული თანაფარდობის შემცირება; 2. ცენტრალური ვენური წნევის გაზრდა; 3. ლიქვორის წნევის მომატება; 4. გულის წუთმოცულობის გაზრდა.

970

კომის დროს, შენარჩუნებული სპონტანური სუნთქვის პირობებში, ვენტილაციის ადექვატურობა ჩამოთვლილთაგან ყველაზე ზუსტად ფასდება:

971

ნევროლოგიურ ავადმყოფებში, რომლებიც ხანგრძლივად იმყოფებოდნენ ფ.ხ.ვ.-ზე, აღადგინეს სპონტანური სუნთქვა და საჭიროებენ რესპირატორული მხარდაჭერის შეწყვეტას, გამოიყენება დამხმარე ფ.ხ.ვ.-ს შემდეგი რეჟიმები: 1. ფილტვების სინქრონული იძულებითი გარდამავალი ვენტილაცია (SIMV); 2. სპონტანური სუნთქვა დადებითი წნევით სუნთქვის ორივე ფაზაში (CPAP); 3. ფილტვების იძულებითი ვენტილაცია დადებითი წნევით სუნთქვის ორივე ფაზაში (BIPAP); 4. ფილტვების იძულებითი ვენტილაცია (CMV).

972

ჩამოთვლილთაგან რომელი მიუთითებს ტვინის სიკვდილზე: 1. რქოვანას რეფლექსის არარსებობა; 2. დადებითი აპნოეს ტესტი; 3. დადებითი ოკულოცეფალური ტესტი; 4. სისხლის მიმოქცევის გაჩერება.

973

თავის ტვინის სიკვდილის კრიტერიუმებია: 1. თავის ტვინის სტრუქტურული დაზიანება; 2. არეაქტიულობა - ძლიერ მტკივნეულ გაღიზიანებაზე მამოძრავებელი რეაქციების არარსებობა; 3. აპნოე; 4. "თოჯინის თვალის " უარყოფითი სინჯი.

974

თავის ტვინის სიკვდილის კრიტერიუმებია: 1. ზურგის ტვინის რეფლექსების შენარჩუნება; 2. კუნთების მომატებული ტონუსი; 3. სიცივის სინჯზე თვალის მოძრაობის არარსებობა; 4. ძლიერი მტიკივნეული გაღიზიანებისას ელექტროენცეფალოგრამაზე აქტივობის გამოვლენა.

975

თავის ტვინის სიკვდილის კრიტერიუმების განსაზღვრისას უნდა გამოირიცხოს: 1. ჰიპერვენტილაცია; 2. პრეპარატების პოსტმედიკაციური ეფექტი; 3. ჰიპოთერმია; 4. ეგზო- და ენდოგენური ინტოქსიკაცია.

976

თავის ტვინის სიკვდილის კრიტერიუმების განსაზღვრისას აუცილებელია: 1. სხეულის ტემპერატურა უნდა იყოს მეტი 32 გრად. ცელს; 2. კლინიკური და პარაკლინიკური პარამეტრების დინამიკაში დაკვირვება; 3. PaCO2 უდრის 60 მმჰგ - არ არის სპონტანური სუნთქვა; 4. კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ანგიოგრაფიის ჩატარება.

977

რა არის ვეგეტატიური მდგომარეობა:

978

ვეგეტატიური მდგომარეობა ვლინდება: 1. შემეცნებითი ქცევის სრული დაქვეითებით; 2. ძილისა და ღვიძილის მონაცვლეობის შენარჩუნებით; 3. სპონტანური სუნთქვის შენარჩუნებით; 4. გულის მუშაობისა და სტაბილური ჰემოდინამიკის შენარჩუნებით.

979

ვეგეტატიური მდგომარეობის განვითარების მიზეზებია: 1. თავის ტვინის გლობალური იშემია; 2. დიფუზური სისხლჩაქცევა, ტვინის ინფარქტი; 3. ც.ნ.ს.-ის ინფექციები, ეგზო- და ენდოგენური ინტოქსიკაციები; 4. თავის ტვინის ტრავმული დაზიანებები.

980

ვეგეტატიური მდგომარეობის დიაგნოსტიკური კრიტერიუმებია: 1. მხედველობით, სმენით, ტაქტილურ და მტკივნეულ გაღიზიანებაზე მიზანმიმართული ქცევითი რეაქციების არარსებობა; 2. მეტყველების არარსებობა; 3. ჰიპოთალამუსის და ღეროს აქტიური ფუნქციების შენარჩუნება; 4. კრანიალური და სპინალური რეფლექსების შენარჩუნება.

განმარტებები