სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
ჰიპერტონული დეჰიდრატაციის მკურნალობისათვის რომელი საინფუზიო ხსნარების გამოყენებაა რეკომენდებული? 1. 5%-იანი გლუკოზის ხსნარი; 2. 0,9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი; 3. 5%-იანი ფრუქტოზის ხსნარი; 4. რინგერ-ლაქტატის ხსნარი.
იზოტონური დეჰიდრატაციის კორეგირებისთვის ინიშნება: 1. იზოტონური ელექტროლიტური ხსნარები; 2. უპირატესად ელექტროლიტური ხსნარები; 3. ვოლემიური (მოცულობის შემავსებელი) ხსნარები; 4. 20% ალბუმინის ხსნარი.
იზოტონური ჰიპერჰიდრატაციისას სიმპტომად ვერ ჩაითვლება: 1. სხეულის შეშუპება; 2. ფილტვის შეშუპება; 3. პლაზმის ნორმალური ოსმოლარობა; 4. პლაზმის ოსმოლარობის მატება.
იზოტონური ჰიპერჰიდრატაციის დროს არამიზანშეწონილია: 1. ძირითადი დაავადების მკურნალობა; 2. ნატრიუმის და წყლის უარყოფითი ბალანსის შექმნა; 3. ცილოვანი დეფიციტის კომპენსაცია; 4. ოსმოდიურეზული და სალურეზული საშუალებების დანიშვნა; 5. შაქრიანი ხსნარების გამოყენება.
ჰიპოტონური ჰიპერჰიდრატაციის მიზეზად ითვლება: 1. არაელექტროლიტური ხსნარების ჭარბი რაოდენობით შეყვანა; 2. ელექტროლიტური ხსნარების ჭარბი რაოდენობით შეყვანა; 3. ტრავმული შოკი; 4. პერორალურად სითხით დატვირთვა.
წყლით მოწამვლის მნიშნელოვან სიმპტომად ითვლება: 1. სისუსტე, გონების დაბნელება, კომა; 2. ღებინება; 3. პოლიურია, გარდამავალი ოლიგო და შემდგომ ანურია; 4. ფილტვის შეშუპება.
ჰიპოტონური ჰიპერჰიდრატაციის მკურნალობის ძირითადი პრინციპები ემყარება:1. ძირითადი დაავადების მკურნალობას, რომელიც იწვევს წყლის შეკავებას ორგანიზმში; 2. წყლის უარყოფითი ბალანსის შექმნას ორგანიზმში; 3. ფორსირებულ დიურეზს მანიტოლის გამოყენებით; 4. სისხლის ულტრაფილტრაციას.
ჩამოთვლილი პასუხებიდან რომელია სავარაუდოდ სწორი პაციენტებისათვის, რომელებსაც აქვთ სისხლის PH 7,8: 1. მძიმე ღებინების შედეგად დეკომპენსირებული მეტაბოლური ალკალოზი; 2. გამოხატული ჰიპერვენტილაციის შედეგად დეკომპენსირებული სუნთქვითი ალკალოზი; 3. ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ჭარბი რაოდენობით შეყვანის შემდეგ განვითარებული დეკომპენსირებული მეტაბოლური ალკალოზი; 4. დიაბეტური კეტოაციდოზი.
ფუძეების დეფიციტის მომატების საფუძველი არ შეიძლება იყოს: 1. მძიმე ღებინება; 2. ჰემორაგიული შოკი; 3. ჰიპოქსია; 4. სისხლში ჰიდროკარბონატის დონის შემცირება; 5. დიაბეტური კომა.
ფუძეების სიჭარბის გაზრდა თავს იჩენს ძირითადად: 1. კუჭის შიგთავსის მუდმივი ევაკუაციის დროს; 2. პლაზმაში ქლორის შემცველობის შემცირებისას; 3. ფორსირებული დიურეზის დროს; 4. გლუკოზის იზოტონური ხსნარის ვენაში შეყვანისას.
მეტაბოლური აციდოზის კომპენსაცია ხდება თირკმლის გზით შემდეგი ნივთიერებების ექსკრეციის დროს: 1. H+ იონების; 2. თავისუფალი მჟავების; 3. ამონიუმის მარილების; 4.HCO3--ის იონების.
მოზრდილი, საშუალო წონის ადამიანისათვის კალიუმის მოხმარების დღე-ღამური დონე შეადგენს:
ნატრიუმის დღე-ღამური მოთხოვნილება მოზრდილი, საშუალო წონის ადამიანისათვის შეადგენს:
კალიუმის დეფიციტის დროს რეკომენდებულია: 1. 1%-იანი KCl-ის ხსნარი; 2. 7,5%-იანი KCl-ის ხსნარი; 3. 10%-იანი KCl; 4. KCl 4% ხსნარი 20-40 მლ/სთ
კალიუმის ქლორიდის ვენაში შეყვანის ჩვენებად ითვლება: 1. ნებისმიერი წარმოშობის ოლიგურია ან ანურია; 2. ჰიპერკალიემია; 3. მძიმე მწვავე დეჰიდრატაცია; 4. დეკომპენსირებული მეტაბოლური ალკალოზი.
შოკის საწინააღმდეგო მკურნალობის დროს დიურეზული საშუალებები გამოიყენება: 1. ყველა შემთხვევაში; 2. როდესაც სავარაუდოა პოსტრენული ანურია; 3. არ გამოიყენება; 4. როცა მოცირკულირე სისხლის მოცულობის, ცენტრალური ვენური წნევისა და არტერიული წნევის სტაბილიზაციის მიუხედავად არ აღსდგა სპონტანური დიურეზი.
რომელია ინფუზური საშუალებები, არ გამოიყინება ვოლემიის შესავსებად: 1. დექსტრანები; 2. ერითროციტული მასა; 3. პლაზმა; 4. იზოტონური ელექტროლიტური ხსნარები.
ერითროციტული მასის გადასხმის შესაძლო გართულებები: 1. ალერგიული რეაქციები; 2.იმუნიტეტის დეპრესია; 3. ვირუსული ინფიცირების საშიშროება; 4. ჰიპოალბუმინემია.
რომელ საინფუზიო ხსნარს აქვს შემადგენლობა, რომელიც უახლოვდება უჯრედგარეთა ნივთიერების შემადგენლობას:
გართულებებს, რომლებიც ვითარდება კუჭის წვენის დაკარგვის შედეგად, განეკუთვნება: