QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია

2373 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1181

ამბულატორულ პირობებში ზოგადი ანესთეზიის შესაძლო გართულებებია: 1. ღებინება; 2. სუნთქვის დეპრესია; 3. კოლაფსი; 4. ალერგიული რეაქცია.

1182

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებში ზოგადი ანესთეზიის ჩატარების ძირითადი პრინციპებია: 1. ადექვატური ოქსიგენაცია; 2. გულის წუთმოცულობის შენარჩუნება; 3. მიოკარდის ჟანგბადით უზრუნველყოფა; 4. ჰიპოტონური ანესთეზიის გამოყენება.

1183

აღნიშნეთ სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების არსებობაზე: 1. ქოშინი; 2. ტკივილი გულმკერდის არეში; 3. ტაქი- ან ბრადიკარდია; 4. ქვედა კიდურების შეშუპება ან გარდამავალი კოჭლობა.

1184

გულის იშემიური დაავადების მქონე ავადმყოფთა პრემედიკაცია გულისხმობს: 1. ატროპინი მაღალი დოზებით; 2. ბენზოდიაზეპინები; 3. ნეიროლეპტიკები; 4. ჩვეული კარდიოლოგიური პრეპარატების მიღება.

1185

გულის იშემიური დაავადების მქონე ავადმყოფთა ეკგ-ის მონიტორინგი ტარდება: 1. ზოგადი ანესთეზიის წინ; 2. ოპერაციისა და ზოგადი ანესთეზიის დროს; 3. პოსტოპერაციულ პერიოდში.

1186

გულის იშემიური დაავადების მქონე ავადმყოფთა ინდუქცია გულისხმობს: 1. ნატრიუმის თიოპენტალისა და ფენტანილის შეყვანას; 2. პროპოფოლისა და ფენტანილის შეყვანას; 3. პროპოფოლისა და სუქცინილქოლინის შეყვანას; 4. დიაზეპამისა და ფენტანილის შეყვანას.

1187

გულის იშემიური დაავადების მქონე ავადმყოფებში მიზანშეწონილია შემდეგი მიორელაქსანტების გამოყენება: 1. სუქცინილქოლინი; 2. ატრაკურიუმი; 3. ტუბარინი; 4. ვეკურონიუმი.

1188

გულის იშემიური დაავადების მქონე ავადმყოფებში პოსტოპერაციული ანალგეზიის ყველაზე მისაღები მეთოდია: 1. ანალგეზია "მოთხოვნილებისამებრ"; 2. ელექტროანალგეზია; 3. ნარკოტიკული ანალგეტიკების პროგრამული შეყვანა; 4. ავადმყოფის მიერ კონტროლირებული ანალგეზია.

1189

გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში ზოგადი ანესთეზიის რომელი მეთოდი არის უფრო ოპტიმალური: 1. დაბალანსებული ზოგადი ანესთეზია; 2. ტოტალური ინტრავენური ანესთეზია კეტამინის გამოყენებით; 3. სპინალური ანესთეზია; 4. ზოგადი ანესთეზიის რეცეპტში დროპერიდოლის მაღალი დოზების გამოყენება.

1190

ადექვატური ანალგეზიის პირობებში არსებული ინტრაოპერაციული ჰიპერტენზიის კუპირება შეიძლება: 1. ლაბეტოლოლი 0,25 მგ/კგ ბოლუსურად; 2. ნიფედიპინი 10 მგ ენისქვეშ; 3. გლიცერინტრინიტრატი 1- 5 მგ/სთ ი.ვ.; 4. ჰიდრალაზინი 0,5 მგ/კგ ბოლუსურად.

1191

ზოგადი ანესთეზიის მსვლელობაში აღმოცენებული არითმიის მიზეზი შეიძლება იყოს: 1. ჰიპოქსემია; 2. ჰიპერკაპნია; 3. მიოკარდის კატექოლამინებისადმი სენსიბილიზაცია; 4. ჰიპოკალიემია.

1192

სტაბილური მოციმციმე არითმიით დაავადებული ავადმყოფის წინასაოპერაციო მომზადებისათვის დასაშვებია გაკეთდეს ყველაფერი, გარდა:

1193

როდესაც აღინიშნება ჰიპერკოაგულაცია ან მაღალია თრომბოემბოლიური გართულებების რისკი, ოპარაციის შემდგომი ინტენსიური თერაპია მოიცავს: 1. ჰეპარინიზაციას; 2. ქვემო კიდურების ელასტიური ბანდით შეხვევას; 3. ტრენტალის დანიშვნას ამპულირებული ან ტაბლეტირებული ფორმით; 4. მცირე დოზებით ბეტა ადრენობლოკატორების დანიშვნას.

1194

ჩამოთვლილი სიმპტომებიდან, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ფილტვების ფუნქციური დარღვევების განსაზღვრისათვის: 1. ხიხინი; 2. ხველა; 3. ნახველის არსებობა; 4. ქოშინი.

1195

ფილტვების თანმხლები დაავადებების მქონე ავადმყოფთა წინასაოპერაციო მომზადება მოიცავს: 1. გულმკერდის რენდგენოგრაფიას; 2. ეკგ-ს; 3. სისხლის საერთო ანალიზს; 4. სისხლის გაზური შემადგენლობისა და 1წმ-ში ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობის განსაზღვრას.

1196

ფილტვების თანმხლები დაავადებების მქონე ავადმყოფთა პრემედიკაციაში არ უნდა გამოვიყენოთ: 1. მეტოპროლოლი; 2. მორფინი; 3. კოდეინი; 4. ატროპინი.

1197

ბრონქული ასთმით დაავადებულ ავადმყოფებში გეგმური ოპერაცია უნდა ჩატარდეს: 1. კონტროლირებადი ბრონქული ასთმის დროს; 2. სტეროიდული პრეპარატების მაღალი დოზებით კონტროლირებადი ბრონქული ასთმის დროს; 3. ბეტა2-ადრენორეცეპტორების აგონისტებით კონტროლირებადი ბრონქული ასთმის დროს; 4. ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორებით კონტროლირებადი ბრონქული ასთმის დროს.

1198

ბრონქული ასთმით დაავადებულ ავადმყოფებში ოპერაციის დროს ბრონქოობსტრუქციული სინდრომი შეიძლება განვითარდეს: 1. ტრაქეის ინტუბაციის დროს; 2. თიოპენტალის ინტრავენური შეყვანის დროს; 3. ტუბარინისა და სუქცინილქოლინის ინტრავენური შეყვანის დროს; 4. ჰალოგენშემცველი ინჰალაციური საშუალებების გამოყენებისას.

1199

პიპეკურონიუმის გამოყენება ბრონქული ასთმით დაავადებულ ავადმყოფებში:

1200

ბრონქული ასთმით დაავადებულ ავადმყოფებში უკუნაჩვენებია ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის შემდეგი რეჟიმები: 1. ფილტვების იძულებითი ვენტილაცია დადებითი წნევით სუნთქვის ორივე ფაზაში (BIPAP); 2. ფ.ხ.ვ. ინვერსირებულ რეჟიმში ინსპირატიო/ეხსპირატიო 2:1, სუნთქვითი მოცულობა 600მლ, სუნთქვის სიხშირე 20 წუთში; 3. ფილტვების იძულებითი ვენტილაცია დადებითი წნევით ამოსუნთქვის ბოლოს ( PEEP).

განმარტებები