QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია

2373 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1441

ალბუმინის ინფუზია იწვევს: 1. სისხლის ონკოზური წნევის მატებას; 2. სითხის მობილიზაციას სისხლძარღვთა სისტემაში; 3. 1გ ალბუმინი იკავშირებს 18 მლ სითხეს; 4. სისხლის არტერიული წნევის შემცირებას.

1442

ალბუმინს აქვს ყველა ჩამოთვლილი თვისება, გარდა:

1443

პარენტერალური კვებისათვის გამოიყენება ყველა ჩამოთვლილი ხსნარები, გარდა:

1444

არტერიული ჰიპოქსემიის პირობებში პარენტერალური კვებისათვის არჩევის საშუალებაა:

1445

სრულ პარენტერალურ კვებაზე მყოფი ავადმყოფის ცილებით კვების ადექვატურობა ყველაზე ზუსტად განისაზღვრება:

1446

რომელია მართებული პარენტერალური კვების მიმართ: 1. სასურველია გამოვიყენოთ ენტერალურ კვებასთან კომბინირებულად; 2. რაც შეიძლება ადრე უნდა გადავიდეთ სრულ ენტერალურ კვებაზე; 3. სრული პარენტერალური კვების დროს აუცილებელია ვიტამინებისა და მიკროელემენტების ჩართვა; 4. პარენტერალური კვება არ ახდენს გავლენას ინფუზურ-ტრანსფუზული თერაპიის ტაქტიკაზე.

1447

ცხიმოვანი ემულსიებით პარენტერალური კვების შედარებითი უკუჩვენებაა: 1. შაქრიანი დიაბეტი; 2. ჰიპერჰიდრატაცია; 3. ემბოლია; 4. ხანდაზმული ასაკი.

1448

სტრესული წყლულები განიხილება როგორც: 1. პირველადი დაავადება; 2. კუჭ- ნაწლავის ლორწოვანი გარსის იშემია; 3. ქლორწყალბადმჟავის ჰიპერპროდუქცია; 4. წყლულოვანი დაავადების გართულება.

1449

სტრესული წყლულებიდან სისხლდენის პროფილაქტიკის პრინციპად მიღებულია: 1. კუჭის შიგთავსის PH კონტროლი; 2. ანტაციდების დანიშვნა; 3. H2 ბლოკატორების დანიშვნა; 4. 5% გლუკოზის ხსნარის შეყვანა კუჭში და ენტერალური კვების დაწყება;

1450

გასტროპროტექტორები( მაგ: სუკრალფატი): 1. არ ცვლიან კუჭის წვენის PH-ს; 2. ამცირებენ კუჭის წვენის PH -ს; 3. ამაღლებენ კუჭის წვენის PH-ს; 4. პოლიმერიზდებიან კუჭში და წარმოქმნიან წებოვან ნივთიერებას, რომლებიც ფარავენ ლორწოვანს.

1451

ქლორწყალბადმჟავა: 1. საჭმლის მონელების პროცესში ასრულებს მნიშვნელოვან როლს; 2. აქვს გამოხატული ანტიბაქტერიული თვისებები; 3. ნორმალურ პირობებში ქლორწყალბადმჟავა ქმნის კუჭის PH-ს 2,5-3,5 ფარგლებში.

1452

ბაქტერიის ტრანსლოკაციის მიზეზია: 1. კუჭის ლორწოვანის დაზიანება;2. ჰემოდინამიკისა და მიკროცირკულაციის დარღვევა; 3. კუჭის წვენის მჟავიანობის მომატება.4. ნაწლავური ბარიერის დარღვეა

1453

ჰოსპიტალური დიარეის ადრეული სიმპტომებია: 1. ფეკალური მასები > 200 გ/24სთ; 2. სითხის განლევა; 3. 4 და მეტი დეფეკაციური აქტი, თხიერი განავლოვანი მასებით 24 საათში; 4. ჰოსპიტალური დიარეის ძირითადი ნიშანია - თხევადი ფეკალური მასები.

1454

ოსმოსური დიარეის მიზეზებია: 1. ანტიბიოტიკები; 2. მაგნიუმის სულფატი და მაგნიუმის სხვა პრეპარატები (პერ ოს); 3. საფაღარათო საშუალებების დანიშვნა; 4. ზონდით ენტერალური კვების ოსმოლარობა.

1455

სეკრეტორული დიარეის ხშირი მიზეზია: 1. ფსევდომემბრანოზული კოლიტი; 2. ანტიბიოტიკები, თეოფილინი; 3. წვრილი ნაწლავის იშემია; 4. საფაღარათო საშუალებები და ნაღვლის მჟავები.

1456

ექსუდაციური დიარეის ხშირი მიზეზია: 1. ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი; 2. წვრილი ნაწლავის იშემია 3. ნაწლავის ანთებითი დაავადებები.

1457

ჰიპერტონული დეჰიდრატაცია ვითარდება: 1. ჰიპერთერმიის დროს; 2. ქოშინის დროს; 3. უშაქრო დიაბეტის დროს; 4. დიარეის შედეგად.

1458

რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში ანტიბიოტიკებით გამოწვეული ფაღარათის დროს: 1. შეწყდეს მათი მიღება (ამინოგლიკოზიდების გამოკლებით), განხორციელდეს პაციენტის იზოლაცია და სანიტარული დამუშავება; 2. აღებულ იქნას განავლის ანალიზი Clostridium Difficileს ტოქსინზე; 3. დაინიშნოს მეტრონიდაზოლი (500მგ ყოველ 6 სთ); 4. დაინიშნოს ქოლესტირამინი (4გ ყოველ 8 სთ).

1459

რომელი ფაქტორები განაპირობებენ ოსმოსური დიარეის განვითარებას ზონდით კვებაზე მყოფ პაციენტებში: 1. საკვების ჰიპეროსმოლარობა ან ლიპიდების მაღალი შემცველობა; 2. წვრილ ნაწლავში საკვები ხსნარების ბოლუსური სახით შეყვანა; 3. წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ატროფია; 4. ჰიპოალბუმინემია.

1460

ჰოსპიტალური დიარეის მკურნალობის პრინციპებია: 1. ოსმოლარობის, კალორიულობის და საკვები ნივთიერებების მოცულობის გაზრდა; 2. საკვები ნარევის კუჭში შეყვანა; 3. საკვები ნარევის შეყვანის დროებით შეწყვეტა; 4. საკვები ნარევის შეყვანის სიჩქარის შემცირება.

განმარტებები