QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია

2373 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1481

ვენტილაციურ-პერფუზიული თანაფარდობის დარღვევისას ფილტვებში წარმოიქმნება სამი ვარიანტი. ორგანიზმისათვის ყველაზე სახიფათოა:

1482

ჩასუნთქულ ჰაერში ნახშირორჟანგის 8-10%-იანი შემცველობისას აღინიშნება: 1. ქალასშიდა წნევის მომატება; 2. ფილტვების ვენტილაციის გაზრდა; 3. სისტოლური წნევის მომატება; 4. ჰიპერკაპნიური კომა.

1483

ფილტვის წილის რეზექციის დროს სუნთქვითი ფუნქცია დაახლოებით ქვეითდება:

1484

1 წმ-ში, ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობის შესახებ დაახლოებით წარმოდგენას გვაძლევს ამოსუნთქული ჰაერით ასანთის კოლოფის წაქცევის ტესტი. ავადმყოფისაგან რა მანძილზე უნდა იყოს დაშორებული ცხვირ-ტუჩიდან ასანთის კოლოფი:

1485

ფილტვების ფორსირებული სასიცოცხლო ტევადობის რომელი მაჩვენებლის დროს არის შეუძლებელი ხველა:

1486

ფილტვების ვენტილაციის ობსტრუქციულ დარღვევებს იწვევს: 1. ტრაქეაში და ბრონქებში უცხო სხეულის არსებობა; 2. სურფაქტანტის შემცირება; 3. ბრონქიოლების ლორწოვანის სპაზმი და შეშუპება; 4. ფილტვების ინტერსტიციული შეშუპება.

1487

ჰემურ ჰიპოქსიას ადგილი აქვს: 1. ანემიისას; 2. CO-თი მოწამვლისას; 3. მასიური ჰემოლიზის შემთხვევაში; 4. კოლაფსის დროს.

1488

ფუნქციური მკვდარი სივრცე ყველაზე მეტად იზრდება: 1. ატელექტაზის დროს; 2. გულის შეგუბებითი უკმარისობის დროს; 3. ფილტვის არტერიის მასიური ემბოლიის დროს; 4. ქრონიკული ბრონქიტების დროს; 5. სისხლის შუნტირებისას მარჯვნიდან მარცხნივ.

1489

ღია პნევმოთორაქსის დროს სისხლში ჟანგბადის პარციალური წნევის დაცემის მიზეზია: 1. ჩასუნთქულ ჰაერში ჟანგბადის შემცველობის შემცირება; 2. ფილტვის კოლაფსი; 3. სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა; 4. არტერიოვენური შუნტი.

1490

ფილტვების ემფიზემას ახასიათებს: 1. ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის შემცველობის შემცირება ალვეოლებსა და სისხლში; 2. ჟანგბადის შემცველობის შემცირება და ნახშირორჟანგის შემცველობის გაზრდა ალვეოლურ ჰაერში; 3. PaCO2 და PaO2-ის მატება; 4. PaO2-ის მატება და PaCO2-ის შემცირება;

1491

ქრონიკულ ემფიზემას არ ახასიათებს: 1. ფილტვების გადაბერვა და ალვეოლების გაფართოება; 2. საერთო სუნთქვითი ზედაპირის შემცირება; 3. ნარჩენი მოცულობის შემცირება; 4. ფილტვების სასიცოცხლო მოცულობის შემცირება; 5. ფორსირებული ამოსუნთქვის შენელება.

1492

ფილტვის შეშუპებას ჩვეულებრივ არ ახასიათებს: 1. ტაქიკარდია; 2. ტაქიპნოე; 3. ქაფისებური ნახველი; 4. სკლერაში სისხლჩაქცევა; 5. კისრის ვენების გადაბერვა და ციანოზი.

1493

ფილტვების შეშუპება მაღალი ჰიდროსტატიკური წნევით თერაპიის ძირითადი პრინციპებია: 1. ფილტვის სისხლძარღვებში მაღალი წნევის შემცირება; 2. პლაზმის ონკოზური წნევის ნორმალიზება; 3. ვოლემიის მოწესრიგება;4. კრისტალოიდური ხსნარების გადასხმა.

1494

მოზრდილთა რესპირატორული დისსტრეს სინდრომის გამომწვევი მიზეზია: 1. სეფსისი (ნებისმიერი ეტიოლოგიის); 2. ექსტრაკორპორული სისხლისმიმოქცევა; 3. პანკრეატიტი; 4. ცხიმოვანი ემბოლია.

1495

მოზრდილთა რესპირატორული დისსტრეს სინდრომის ადრეული კლინიკური გამოვლინებაა: 1. ქოშინი; 2. ოქსიგენოთერაპიისადმი რეზისტენტული ჰიპოქსემია; 3. ფილტვების ბილატერალური ინფილტრაცია რენდგენოგრამაზე; 4. ხისტი ბრონქული სუნთქვა;

1496

ჩამოთვლილთაგან რომელი რთულდება ყველაზე იშვიათად მოზრდილთა რესპირატორული დისსტრეს სინდრომით? 1. ტრავმა, რომელსაც თან ახლავს მასიური ტრანსფუზია; 2. სეფსისი; 3. კუჭის შიგთავსის ასპირაცია; 4. ჰოსპიტალური პნევმონია ან ტუბერკულოზი; 5. პანკრეატიტი.

1497

მოზრდილთა რესპირატორული დისტრესს სინდრომის (მრდს) განვითარების საწყის ეტაპზე რომელ პათოლოგიასთან არის გაძნელებული მისი დიფერენციაცია? 1. პნევმონია; 2. გულის უკმარობა; 3. ფილტვების ტუბერკულოზი; 4. მიოკარდიუმის ინფარქტი; 5. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია.

1498

მოზრდილთა რესპირატორული დისსტრეს სინდრომის და ფილტვების ჰიდროსტატიური შეშუპების დიაგნოსტიკაში როგორია ჰიპოქსემიის და რენდგენოლოგიური კვლევის მნიშვნელობა? 1. ფილტვების კარდიოგენული შეშუპების პროცესში, დაავადების საბოლოო სტადიის ჩათვლით, ჰიპოქსემია, როგორც წესი, უფრო მძიმეა ვიდრე მრდს შემთხვევაში; 2. ფილტვების კარდიოგენული შეშუპების პროცესში, დაავადების საბოლოო სტადიის ჩათვლით, ჰიპოქსემია, როგორც წესი, მნიშვნელოვნად მსუბუქია, ვიდრე მრდს შემთხვევაში; 3. მრდს საწყის პერიოდში ჰიპოქსემია უფრო გამოხატულია, ვიდრე რენდგენოლოგიური სიმპტომატიკა; 4. მრდს საწყის პერიოდში ჰიპოქსემია ნაკლებადაა გამოხატულია, ვიდრე რენდგენოლოგიური სიმპტომატიკა;

1499

მოზრდილთა რესპირატორული დისსტრეს სინდრომის დროს კაპილართა განვლადობის მომატების გამო განვითარებული ფილტვების შეშუპებისთვის დამახასიათებელია: 1. რენდგენოგრამაზე ვლინდება: "მოზაიკა" (ინფილტრაციული გენეზის), გამჭვირვალობის დაქვეითება ფილტვის კარის უბანში, ე.წ. "კერლის" ხაზები და ქვედა უბნების დაჩრდილვა,; 2. ფილტვის კაპილარების ჩაჭედვის წნევა (ფკჩწ) დაქვეითებულია; 3. კლინიკური წინმსწრები ფონი: მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, გამოხატული არტერიული ჰიპოტონია, თირკმლის უკმარობა; 4. გვიანი ჰიპოქსემია.

1500

მოზრდილთა რესპირატორული დისსტრეს სინდრომის დიაგნოზი ისმება შემდეგი მდგომარეობების ერთობლიობისას: 1.ბილატერალური ინფილტრატების არსებობა გულმკერდის რენტგენოგრამაზე; 2. მწვავე დასაწყისი; 3. კარდიოგენური მიზეზის არ არსებობა; 4.ფილტვის არტერიაში კაპილარული ჩაჭირხვნის მაღალი წნევა.

განმარტებები