სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
ფილტვების ქირურგიული პათოლოგიის მქონე ავადმყოფებში, კალციუმის ანტაგონისტები გულის უკმარისობისას გამოიყენება: 1. მიოკარდიუმის მიერ ჟანგბადის მოხმარების დასაქვეითებლად; 2. გულის კუნთის დიასტოლაში მოდუნების გასაზრდელად; 3. საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის შესამცირებლად; 4. ანტიარითმიული მოქმედებისათვის.
ეკგ-ზე P კბილის არარსებობა გვხვდება: 1. წინაგულების ფიბრილაციის დროს; 2. სინოატრიალური ბლოკადის დროს; 3. სინუსური ტაქიკარდიის დროს; 4. ფილტვების ემფიზემის დროს; 5. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის დროს.
ორსულობის დროს ეკგ-ზე დასაშვებია ყველა, გარდა 1. სინუსური ტაქიკარდია; 2. ექსტრასისტოლური არითმია; 3. Tკბილის და ST სეგმენტის არასპეციფიური ცვლილებები; 4. გულის ელექტრული ღერძის მარჯვნივ გადახრა; 5. ჩანაცვლებითი იდიოვენტრიკულური ან ატრიოვენტრიკულური რითმი.
ეკგ-ზე კბილების დაბალი ვოლტაჟი გვხვდება: 1. ტექნიკური მიზეზი, არასწორი კალიბრირება 2. ფილტვების ემფიზემა 3. სიმსუქნე 4. პერიკარდიუმის სეპარაცია 5. მიქსედემა 6. ჰიპერკალციემია
სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომის ვარიანტებია: 1. გამოხატული სინუსური ბრადიკარდია; 2. ,,მუნჯი" წინაგულის სინდრომი; 3. მოციმციმე არითმიის ბრადისისტოლური ფორმა; 4. ჰისის კონის მარჯვენა ფეხის სრული ან არასრული ბლოკადა; 5. სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა ჩანაცვლებული პარკუჭოვანი რითმით.
პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დროს აღინიშნება: 1. მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია; 2. ფუნქციონალური მდგომარეობა განპირობებულია დეფექტის ზომით და არა მდებარეობით; 3. შესაძლოა გულის მარჯვენა ნახევრის მოცულობითი გადაძაბვა. 4. ჰისის კონის მარცხენა ფეხის სრული ან არასრული ბლოკი 5. რითმის მოშლა.
მწვავე მიოკარდიტის ეკგ ნიშნებია: 1. სინუსური ტაქიკარდია ან სხვა სახის არითმია; 2. I, II ან III ხარისხის. ატრიოვენტრიკულური ბლოკადა; 3. QRS კომპლექსის გაფართოება; 4. QRS კომპლექსის ფორმის შეცვლა; 5. ST სეგმენტის დეპრესია ან ელევაციაგანხრებში რეგიონის გარეშე; 6. T კბილის ინვერსია;
მწვავე პერიკარდიტისათვის მართებულია ყველა ჩამოთვლილი ეკგ კრიტერიუმი გარდა:
ნაადრევი რეპოლარიზაციის სინდრომის მიმართ მართებულია: 1. სპეციფიური კრიტერიუმია ელექტროკარდიოგრამაზე RS-თ სეგმენტის იზოლირებული ელევაცია; 2. ის წარმოადგენს მხოლოდ ეკგ ნიშანს და არ ახლავს სხვა კლინიკური გამოვლინება; 3. RS-თ სეგმენტის ელევაციის ხარისხი დინამიკაში იცვლება და დამოკიდებულია გულისცემის სიხშირეზე; 4. დიაგნოზი ვერიფიცირებისთვის საჭიროა დატვირთვის ტესტის ჩატარება; 5. განპირობებულია დეპოლარიზაციის აჩქარებით და შესაბამისად გულის მწვერვალის და პარკუჭთაშუა ძგიდის ეპიკარდიუმის ნაადრევი რეპოლარიზაციით.
ვოლფ-პარკინსონ-უაითის სინდრომის მიმართ მართებულია: 1. P-R ინტერვალის დამოკლება < 0,12 წმ; 2. ეკგ-ზე არსებული ცვლილებები განპირობებულია ანომალური გზების: კენტის, ჯეიმსის და მაჰაიამას კონების არსებობით; 3. კენტის კონა გაცილებით სწრაფად ატარებს იმპულსს, ვიდრე A-V კვანძი, ამიტომ პარკუჭების აგზნება იწყება უშუალოდ წინაგულების დეპოლარიზაციის შემდეგ; 4. მანიფესტირებული WPW სინდრომის ძირითადი ეკგ კრიტერიუმია დელტა ტალღის არსებობა და დეფორმული და გაფართოებულია QRS კომპლექსი; 5. რეპოლარიზაციის პროცესის დარღვევა ვლინდება RS-თ სეგმენტის დისკორდინატული ცდომით და თ კბილის პოლარობის შეცვლით, რაც იწვევს მიოკარდიუმის იშემიის ნიშნების მასკირებას და ჰიპოდიაგნოსტიკას.
ამერიკის კარდიოლოგიური ასოციაციის (AHA) რეკომენდაციებით, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიისას, როდესაც ჰემოდინამიკა არასტაბილურია, არჩევის მეთოდს წარმოადგენს:
ამერიკის კარდიოლოგიური ასოციაციის (AHA) რეკომენდაციებით, პარკუჭოვანი ტაქიკარდიისას, როდესაც არ არის პულსი და ჰემოდინამიკა არასტაბილურია, არჩევის მეთოდს წარმოადგენს:
ამერიკის კარდიოლოგიური ასოციაციის (AHA) რეკომენდაციებით, პარკუჭოვანი ტაქიკარდიისას, როდესაც არტერიული წნევა სტაბილურია, არჩევის მეთოდს წარმოადგენს:
რომელი სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიისას არის სინქრონული კარდიოვერსია ყველაზე ეფექტური:
ე.კ.გ.-ზე ფართო QRS-კომპლექსებიანი გაურკვეველი ეტიოლოგიის ტაქიკარდიისას მიზანშეწონილია შემდეგი პრეპარატის გამოყენება:
ადრეულ პოსტოპერაციულ პერიოდში აღმოცენებული მოციმციმე არითმიის სიხშირის კონტროლისთვის ეფექტურია შემდეგი პრეპარატები: 1. დიგოქსინი; 2. ობზიდანი; 3. კორგლიკონი; 4. ვერაპამილი.
ზოგადი ანესთეზიის დროს სუპრავენტრიკულური არითმიების აღმოცენების მიზეზებია: 1. WPW სინდრომი; 2. ჰიპოქსემია და ჰიპერკაპნია; 3. ელექტროლიტური დარღვევები და ჰიპერმეტაბოლური მდგომარეობები; 4. მიოკარდიტი და პერიკარდიტი.
გულის მწვავე უკმარისობის განვითარების პათოფიზიოლოგიურ მექანიზმებს წარმოადგენს: 1. "მცირე გადმოსროლის" სინდრომი; 2. "რეპერფუზიული" სინდრომი; 3. იშემიური მდგომარეობა; 4. თირკმლის მწვავე უკმარისობა.
მიუთითეთ მარცხენა პარკუჭის უკმარისობის ნიშნები:
მიუთითეთ მორფინის რომელი ეფექტების გამო გამოიყენება იგი მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობის მკურნალობაში: 1. პერიფერიული; 2. ადრენობლოკატორული; 3. ოპიატომიმეტური; 4. ქოლინომიმეტური.