სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
48 წლის მეხანძრე, რომელსაც ანამნეზში აქვს ჰიპერტენზია, ხანძრის ჩაქრობიდან 1 სთ-ის შემდეგ. უჩივის თავის ტკივილს და თავბრუსხვევას. პაციენტი გონებაზეა, დამწვრობა არა აქვს. პულსოქსიმეტრიის მონაცემები ოთახის ტემპერატურაზე 99%. სხვა სასიცოცხლო მონაცემები და ფუნქციები ნორმის ფარგლებშია. ნიღბით მას აძლევენ ჟანგბადის დიდ ნაკადს და იმყოფება დაკვირვების ქვეშ 30 წთ. სიმპტომები უკუვითარდება და პაციენტს უშვებენ სამსახურში. 4 სთ-ის შემდეგ ის ბრუნდება კლინიკაში ძლიერი თავის ტკივილით და სიმძიმის გრძნობით ეპიგასტრიუმის მიდამოში. ეკგ-ზე აღენიშნება ხშირი პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები, მაგრამ მიოკარდიუმის იშემიის ნიშნები არ არის. რა ახსნა შეიძლება მიეცეს მეხანძრის მდგომარეომას?
რომელი ჩამოთვლილთაგანი წარმოადგენს "ჰიპოქსიური ვენტილაციის~ მიზეზს სიმაღლეზე სწრაფი ასვლის დროს?
სტრესულ წყლულის, მიმართ სამართლიანია შემდეგი მტკიცება?
როგორია ლაბორატორიული მაჩვენებლების დინამიკა დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომის დროს?
ჩამოთვლილი პათოლოგიური მდგომარეობებიდან რომლის დროს არის ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი სისხლდენის დროის გაზრდა?
71 წლის მამაკაცი პარამედიკების მიერ მიყვანილ იქნა კლინიკაში სუნთქვის მწვავე დარღვევით. მიუხედავად იმისა, რომ ტრაქეის ინტუბაციის გაძნელებას ჰქონდა ადგილი, მაინც მოხერხდა მისი ჩატარება მესამე ცდით, გამოყენებულ იქნა რა საგანგებო თანმიმდევრული მეთოდიკა. ჰოსპიტალიზაციის შემდეგ მედდა შენიშნავს, რომ პაციენტს აქვს გამოხატული შემოფარგლული მოძრაობები ზემო კიდურებში. სხვა მხრივ ნევროლოგიური სტატუსი უცვლელია. დაავადება, რომელიც ყველაზე მეტად სარწმუნო შემთხვევაში იძლევა ამ სიმპტომებს, არის:
სტაბილურ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს დიაბეტური კეტოაციდოზით, თერაპიის დაწყებიდან 3 სთ-ში განუვითარდა გულის გაჩერება. განვითარებული მდგომარეობის ყველაზე უფრო სარწმუნო მიზეზი არის:
ბავშვებში, რომელთაც არა აქვთ შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოკალიემიის ყველაზე უფრო ხშირ მიზეზს წარმოადგენს:
53 წლის მამაკაცს, რომელსაც აწუხებს ალკოჰოლიზმი, ასციტი, შეშუპები და ღვიძლის დაავადების ტერმინალური სტადია, ბოლო ათი დღის განმავლობაში, აღენიშნება ცნობიერების დარღვევა. სისხლისმიმოქცევა სტაბილურია, სხეულის ტემპერატურა არ მატულობს. ჩივილები არა აქვს, შეწყვიტა დიურეტიკების მიღება და ისევ დაიწყო ალკოჰოლის მოხმარება. ობიექტური გამოკვლევებით გამოვლინდა ნატრიუმის დონე 112 მმოლ/ლ; ჩამოთვლილიდან რომელი წარმოადგენს ჰიპონატრიემიის ადექვატურ მკურნალობას ამ პაციენტის შემთხვევაში?
თირეოტოქსიური კრიზი შეიძლება დიფერენცირებულ იქნას თირეოტოქსიკოზისაგან შემდეგი ნიშნებით:
ჩამოთვლილიდან რომელი ახასიათებს ყველაზე უფრო მეტად "delirium tremens"?
რომელი ჩამოთვლილი არტერიის დახშობა იძლევა "ჩაკეტილი ადამიანის" სინდრომს?
ავადმყოფი უჩივის, რომ რამდენიმე ხნის წინ მას განუვითარდა დიპლოპია და ფტოზი, შემდეგ თანდათანობით სხეულის და კიდურების დამბლა. პაციენტს არ აღენიშნება სხეულის ტემპერატურის მომატება, ცხვირხახა შეცვლილი არ არის, შენახულია კისრის მოძრაობა, აღენიშნება ხელებისა და ფეხების სისუსტე. ედროფონიუმის (ტენზილენის) შეყვანაზე რეაქცია არ აღენიშნება. კანის ცვლილებები არ ვლინდება. რა არის ყველაზე უფრო მეტად ამ პაციენტში დამბლის მიზეზი:
ჩამოთვლილიდან რომელი მიუთითებს ჩვეულებრივი კრუნჩხვითი შეტევის არსებობის (ფსევდოეპილეფსიური) სასარგებლოდ ნამდვილი ეპილეფსიისაგან განსხვავებით?
35 წლის მამაკაცი, პირიდან ალკოჰოლის სუნით და ტრავმის ხილული ნიშნების გარეშე. უკონტაქტოა, რეაგირებს მხოლოდ მტკივნეულ გაღიზიანებაზე გაურკვეველი ლუღლუღით და გასინჯვის დროს იშორებს ექიმს. ჩამოთვლილიდან რომელი ახასიათებს აღნიშნული პაციენტის ცნობიერებას?
ჩამოთვლილიდან რომელია სარწმუნო ცოფთან მიმართებაში?
"გულის გაჩერების" შემთხვევაში არ გამოიყენება:
კორტიკოსტეროიდებს არ ახასიათებს:
დეჰიდრატაციულ თერაპიას ბავშვის ნეიროტოქსიკოზის დროს იწყებენ:
ჰიპერთერმიული სინდრომის ფიზიკური მეთოდებით მკურნალობისას არ გამოიყენება: