სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
ფეოქრომოციტომა:1). თან სდევს ფარისებრი ჯირკვლის მედულარულ კარცინომას;2). თან სდევს ნეიროფიბრომატოზს;3). თან სდევს მსხვილი ნაწლავის პოლიპოზს;4). შეიძლება ლოკალიზდეს თირკმელზედას გარეთ დაახლოებით შემთხვევათა 10%-ში;5). დაკავშირებულია ჰიპოფიზის ჰიპერპლაზიასთან.
ფეოქრომოციტომა:1). გამოვლინდება პაროქსიზმული ტაქიკარდიით;2). სეკრეტირდება ნორადრენალინისგან;3). ითვლება ურგენტულ მდგომარეობად, რაც საჭირეობს ქირურგიულ ჩარევას 24 საათის განმავლობაში;4). შეიძლება გამოვიყენოთ ფენოქსიბენზამინის ინტრავენური შეყვანა;5). კლინიკური გამოვლინების მომენტში მას ჩვეულებრივ თან სდევს ჰიპერვოლემია.
ელექტრული დენი:1). ადვილად გადის სველი კანის გზით;2). გარეგანი ზემოქმედებისას 100 MA-ზე მაღალი დენი იწვევს კრუნჩხვით შეკუმშვას;3). მოფუნქციე სისხლძარღვში კათეტერის არსებობისას შეიძლება პირდაპირ გატარდეს მიოკარდში;4). იწვევს კანის ზედაპირის დიდ ფართობის დამწვრობას;5). ნაკლები ალბათობით გენერირდება ტენიან გარემოში.
ნამგლისებურ-უჯრედოვანი დაავადება:1). გადაეცემა, როგორც რეცესიული დაავადება, რომელიც შეჭიდულია X ქრომოსომასთან;2). ხშირია ხმელთაშუაზღვისპირის მოსახლეობაში;3). უზრუნველყოფს პრაქტიკულად სრულ დაცვას ელვისებური მალარიისაგან;4). შეიძლება თანაარსებობდეს სხვა ჰემოგლობინოპათიებთან;5). გამოვლინდება სიცოცხლის პირველი თვეების განმავლობაში.
სტერილიზაცია შეიძლება მიღწეულ იქნეს:1). 2%-იანი გლუტარალდეჰიდით (1 სთ-ის განმავლობაში);2). ეთილენოქსიდით; 3). მშრალი გათბობით;4). ორთქლით (ატმოსფერული წნევის ქვეშ);5). გამადასხივებით.
ტეტანუსმა შეიძლება გამოიწვიოს:1). მიოკარდიტი; 2). ოპისტოტონუსი;3). დისფაგია; 4). ფსიქოზი;5). მყარი იმუნიტეტი მთელი ცხოვრება დაავადების შემდეგ.
თირეოტოქსიური კრიზის ტიპიურ გამოვლინებას მიეკუთვნება:1). დელირიუმი; 2). კეტოზი;3). პირველადი ჰიპოტენზია;4). ჰიპოთერმია; 5). ტკივილი მუცელში.
ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰიპოთირეოიდიზმთან:1). ჰიპერთერმია; 2). ჰიპერტენზია;3). გამონადენი პერიკარდიუმში;4). ფილტვების ფიბროზი; 5). მაკროგლოსია.
ტრაქეოსტომია:
ღებინებამ შეიძლება გამოიწვიოს:1). ტკივილი; 2). მალორი-ვეისის სინდრომი;3). ჰიპერკალიემიური ალკალოზი;4). თვალშიდა წნევის დაქვეითება;5). პილორუსის ტონუსის მომატება.
ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის გადაცემაში მონაწილეობს:1). ძუძუს რძე; 2). საშოს გამონადენი;3). ნერწყვი; 4). ნახველი; 5). შარდი.
ჰიპერთერმია შეიძლება გამოიწვიოს:1). ენდოტოქსინებმა; 2). ატროპინმა;3). დამტენიანებლებმა; 4). თირეოტოქსიკოზმა;5). პრეპარატებზე ალერგიულმა რეაქციამ.
ზემო სასუნთქი გზების მგრძნობიარე ბოჭკოების ინერვაციის შესახებ:1). ენის და პირ-ხახის წინა ორი მესამედი ინერვირდება ენა-ხახის ნერვით;2). ხორხის ზედა ნერვი ითვლება ცდომილი ნერვის ტოტად;3). ხორხის გარსი სახმო იოგების ქვევით ინერვირდება ხორხის შებრუნებული ნერვის ტოტით;4). ბეჭდ-ფარისებრი მემბრანა ინერვირდება ხორხის ზედა ნერვის გარეთა ტოტით;5). მაგარი და რბილი სახის ინერვაციას უზრუნველყოფს სამწვერა ნერვის მესამე განშტოება.
ხელოვნური ჰიპოტენზიის ტიპიურ გართულებას წარმოადგენს:1). გახანგრძლივებული გამოღვიძება;2). გარდამავალი იშემია; 3). ელენთის ინფარქტი;4). ღრმა ვენების თრომბოზის განვითარების მაღალი სიხშირე;5). სიბრმავე.
ღვიძლის დისფუნქციის მქონე ავადმყოფებში:
აპგარის შკალა:1). განკუთვნილია სიცოცხლის პირველი საათის ბოლოს ახალშობილის ნორმალური განვითარების შანსის შეფასებისათვის;2). იძლევა შეფასების დიაპაზონს 0-დან 12-მდე;3). მოიცავს კუნთების ტონუსის შეფასებას;4). აფასებს რეფლექტორულ მოძრაობას;5). ნაკლებ ზუსტია, ვირდე ნეირომოქმედების შკალა.
შაქრიანი დიაბეტის გართულება შეიძლება გამოიწვიოს:1). ორალურმა კონტრაცეპტივებმა;2). სპირინოლაქტონმა; 3). რიფამპიცინმა;4). ჰიდროკორტიზონმა; 5). თიოპენტალმა.
ტვინის სისხლის მიმოქცევის აუტორეგულაცია უარესდება შემდეგი ფაქტორების გავლენით: 1). ჰიპერტენზია; 2). ჰიპოქსია; 3). ფოკალური ცერებრული იშემია; 4). კრუნჩხვითი აქტივობა; 5). აქროლადი ანესთეტიკების გამოყენება.
ავთვისებიანი ჰიპერთერმიის მქონე პაციენტებში უკუნაჩვენებია: 1). ოპიოიდები; 2). პროპოფოლი; 3). დანტროლენის პროფილაქტიკური შეყვანა; 4). სუქსამეტონიუმი; 5). იზოფლურანი.
ვენაში კათეტერის დიდი ხნით დატოვებას შეიძლება მოყვეს ყველა ჩამოთვლილი, გარდა: