QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო რადიაციული ონკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო რადიაციული ონკოლოგია

724 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

201

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის მართებული კომპტონის ეფექტთან მიმართებაში:

202

ჩამოთვლილი სიმსივნეებიდან ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მეტასტაზირება ჩვეულებრივ ახასიათებს ყველას, გარდა ერთისა:

203

ჩამოთვლილი ორგანოებიდან პირველადი სიმსივნე რომლის შემთხვევაში მეტასტაზირდება ყველაზე ნაკლები ალაბათობით ძვალში?

204

ყველა მოსაზრება არაჰოჯკინის ლიმფომის პროგნოზთან დაკავშირებით მართებულია, გარდა ერთისა:

205

32 წლის მამაკაცი უჩივის სათესლე ჯირკვალში წარმონაქმნს, პალპაციით არის 1-2სმ-მდე უმტკინვეულო კვანძი მარცხენა სათესლე ჯირკვლის ზედაპირზე, გულმკერდის რენტგენზე დაზიანება არ არის, მუცლის და მენჯის ღრუს კტ-გამოსახულებაზე არ ვლინდება რეტროპერიტონული ადენოპათია, ალფა ფეტოპროტეინის დონე AFP - მომატებულია 400ნგ/მლ-მდე, ქორიონალური გონადოტროპინი-beta-hCG და LDH ნორმის ფარგლებშია. პაციენტი გაიგზავნა ორქიექტომიის ჩასატარებლად. პათოლოგიური კვლევით დგინდება სემინომა, ლოკალიზებული მხოლოდ სათესლეში. AFP დონე კლებულობს ნორმამდე შესაბამისი ინტერვალით. როგორია შესაბამისი მკურნალობა დაავადების ამ ეტაპზე?

206

ჰიპერფრაქციონირებასთან მიმართებაში მართებულია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილთაგანი, გარდა ერთისა:

207

ელექტრონებით დასხივების თვალსაზრისით მართებულია:

208

თავ-კისრის კიბოს პირველადი შეფასების თვალსაზრისით მართებულია ყველა პირობა გარდა ერთისა:

209

პოსტმასტექტომიის შემდგომ სხივურ თერაპიასთან მიმართებაში მართებულია შემდეგი:

210

სამიზნე მოცულობის განსაზღვრისას ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი (NSCLC) და წვრილუჯრედოვანი (SCLC)კიბოს დროს ყველა ქვემოთჩამოთვლილი მართებულია გარდა ერთისა:

211

დაბალდიფერენცირებულ გლიომასთან მიმართებაში ყველა ქვემოთჩამოთვლილი მართებულია გარდა ერთისა:

212

53 წლის მამაკაცს ჩაუტარდა მარცხენა ზედა ლობექტომია, საშუალოდ დიფერენცირებული ბრტყელუჯრედოვანი ფილტვის კიბოს გამო, სტადიით pT2pN1M0. რეზექციის კიდეები სუფთაა, მედიალური რეზექციის კიდე - 6მმ. მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა გულისხმობს:

213

I სტადიის ანალური არხი კიბოს ყველაზე ოპტიმალური მკურნალობის კურსი გულისხმობს:

214

67 წლის მამაკაცისთვის დიაგნოზით ბილატერალური პროსტატის კიბო. PSA=25ნგ/მლ. გლისონი=8; მრტ კვლევით და ძვლების სკენირებით დადგენილია T3aN0M0. მოცემულ შემთხვევაში მკურნალობის რეკომენდირებული კურსი იქნება:

215

რადიოთერაპიული მკურნალობით გამოწვეულ ტოქსიურობასთან მიმართებაში ყველა ქვემოთჩამოთვლილი მართებულია ერთის გარდა:

216

ფრაქციონირებული რადიოთერაპიის მაკონტროლებელ რადიობიოლოგიურ ფაქტორებთან მიმართებაში ქვემოთჩამოთვლილტაგან რომელია მართებული?

217

ცხვირხახის კიბოს T1N1M0 სტადიისთვის რეკომენდირებული მკურნალობის კურსი არის:

218

თიმომათან მიმართებაში მართებულია ყველა მოსაზრება გარდა ერთისა:

219

ადგილობრივად გავრცელებული არარეზექტაბელური კუჭის კიბოს მკურნალობასთან მიმართბაში ყველა ქვემოთჩამოთვლილი მართებულია გარდა ერთისა :

220

სწორი ნაწლავის მკურნალობის კურსთან მიმართებაში მართებულია შემდეგი:

განმარტებები