QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო რადიაციული ონკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო რადიაციული ონკოლოგია

724 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

241

ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია მართებული ანალურ კიბოსთან მიმართებაში

242

ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია მართებული პროსტატის კობოს სტადირებასთან მიმართებაში (AJCC 6 edition)

243

ჩამოთვლილი დებულებებიდან პროსტატექტომიის შემდგომ სხიურ თერაპიასთან დაკავშირებით რომელია მცდარი

244

პროსტატის კიბოს დროს ადრეული ჰორმონოთერაპია არ ამცირებს შემდეგი გართულებების სიხშირეს

245

35 წლის პაციენტი, დიაგნოზით დაბალი ავთვისებიანობის ხარისხის ინფილტრაციული სუპრატენტორიალური ასტროციტომა. გაკეთდა მაქსიმალური უსაფრთხო რეზექცია. რომელია შემდგომი სწორი ტაქტიკა:

246

49 წლის პაციენტი, დიაგნოზით დაბალი ავთვისებიანობის ხარისხის ინფილტრაციული სუპრატენტორიალური ოლიგოდენდროგლიომა. გაკეთდა მაქსიმალური უსაფრთხო რეზექცია. საკონტროლო მრტ კვლევაზე აღინიშნება პატარა ზომის ნარჩენი სიმსივნე. რომელია ქვემოთჩამოთვლილი პასუხებიდან სწორი:

247

ჰიპოფიზის სიმსივნეების კონვენციური დასხივების გართულებებს მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი გარდა:

248

ჩამოთვლილთაგან რომელი არის სიმართლე ტვინის ღეროს გლიმასთან მიმართებაში

249

სელარული რეგიონის სიმსივნეების სხივური თერაპიის ჩვენებებს მიეკუთვნება:

250

რომელი პასუხია ქვემოთჩამოთვლილთაგან სწორი პატარა ზომის (<30მმ) კლინიკურად გამოხატული მენინგიომის შემთხვევაში:

251

მენინგიომის რეციდივი:

252

ზურგის ტვინის ინტრადურალური და ინტრამედულარული სიმსივნე. მაგნიტურრეზონანსული კვლევით აღინიშნება ინფილტრაცია. გამოხატულია კლინიკა. გაკეთდა ბიოფსია და დადგინდა ანაპლაზიური გლიომა. KPS = 70:

253

ანაპლაზიური გლიომის და გლიობლასტომის ოპერაციული მკურნალობის შემდგომ რამდენ ხანში უნდა გაკეთდეს პირველი მაგნიტურრეზონანსული კვლევა:

254

ანაპლაზიური გლიომის და გლიობლასტომის რადიკალური მკურნალობის დასრულების შემდგომ რა ინტერვალებით ინიშნება მაგნიტურრეზონანსული კვლევა დაავადების შემდგომი მონიტორინგის მიზნით:

255

მაგნიტურრეზონანსული კვლევით დგინდება ხერხემლის სვეტის მეტასტაზური დაავადება და ზურგის ტვინის კომპრესია. გამოხატულია ტკივილი და ნევროლოგიური სიმპტომები (ასევე გამოხატულია რაშის კუდის სინდრომი). მოსალოდნელი სიცოცხლის =3 თვეზე . რომელი მკურნალობის თანმიმდევრობაა სწორი:

256

ზურგის ტვინის დაზიანების დროს ქვემოთ მოცემული შემთხვევებიდან როდის არ არის ნაჩვენები ოპერაციული მკურნალობა:

257

ხერხემლის სვეტის მეტასტაზური დაზიანების დროს აღინიშნება ხერხემლის პათოლოგიური მოტეხილობა. ზურგის ტვინზე ზეწოლა არ ვლინდება. შეარჩიეთ მკურნალობის სწორი ტაქტიკა:

258

დისემინირებული სისტემური დაავადების დროს აღინიშნება თავის ტვინის ლიმიტირებული (1–3) მეტასტაზური დაავადება. ვლინდება მძიმე ზოგადი მდგომარეობა. შეარჩიეთ მკურნალობის სწორი ტაქტიკა:

259

თავის ტვინის პირველადი ლიმფომა. KPS = 40. შეარჩიეთ სწორი პასუხი:

260

45 წლის მამაკაცი შემოვიდა კლინიკაში თავის ტვინის მრავლობითი მეტასტაზური დაზიანებით (>3), რომელიც დადგენილია მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით. ანამნეზში სიმსივნური დიაგნოზი არ აღინიშნება. სხვადასხვა გამოკვლევების ჩატარების შემდრომ პირველადი კერა ვერ ინახა. რომელია ქვემოთჩამოთვლილი პასუხებიდან სწორი:

განმარტებები