QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო რადიაციული ონკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო რადიაციული ონკოლოგია

724 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

41

რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი პროგნოზული ფაქტორი ვილმსისი სიმსივნის დროს?

42

7 წლის პაციენტს 6 სმ ზომის ალვეოლური რაბდომიოსარკომით კიდურზე ჩაუტარდა ბიოფსია. მეტასტაზური დაზიანება არ აღმოჩნდა. როგორია დაავადების სტადია?

43

პაციენტი კანის სიმსივნით იტარებს სხივურ თერაპიას 6-MeV ელექტრონებით. მისი დოზა განსაზღვრულია 100% იზოდოზის გარსით (მაქსიმალური დოზის გადანაწილების სიღრმე. dmax).რომელი ბოლუსი უნდა გამოვიყენოთ?

44

1X1X1-სმ ზომის თვალი კუთხის დე ნოვო ბაზალურუჯრედოვანი კარცინომის გამო ტარდება რადიოთერაპია 6 MeV ელექტრონებით. რამდენ სანტიმეტრს უნდა შეადგენდეს მინიმალური საზღვარი სიმსივნის კიდიდან განათებული ველის კიდემდე?

45

რადიაციული ონკოლოგს სჭირდება 12 MeV-ისელექტრონული სხივი თვალის მედიალურ კუთხეში ღრმად ინვაზირებული სიმსივნის სამკურნალოდ. რადიაციული ველი დაფარავს თვალის მედიალურ ნახევარს. სტანდარტული, 2 მმ სისქის, ტყვიის დამცავი იდება რქოვანა გარსსა და ქუთუთოს შორის. დოზა განისაზღვრეა 100% იზოდოზით. როგორი იქნება დოზის პროცენტული გადანაწილება,რქოვანა გარსსა და თვალზე?

46

დოზის ფრაქციონირების, რომელი სქემაა უსაფრთხო და ეფექტური თავკისრის მიდამოს ამოკვეთილი ავთვისებიანი მელანომის შემთხვევაში?

47

პაციენტს ჩაუტარდა 3ფ3 სმ ზომის სკალპის ანგიოსარკომის ოპერაცია. კვლევებით ადენოპათიის სურათი არ გვაქვს. რომელია რადიოთერაპიის ჩატარების ჩვენება ?

48

შუასაყარის 40 გრეით დასასხივებლად წინა-უკანა და უკანა-წინა შემხვედრი ველებით, საერთო მაქსიმუმის ყველაზე დაბალი მნიშვნელობა მიიღწევა შემდეგი პირობის დროს:

49

ფოტონური სხივებისთვის სოლის გამოყენებისას, სოლის კუთხე განისაზღვრება როგორც:

50

ზედაპირის დოზა 10x10 სმ2 ზომის 6მვ ფოტონური ველისთვის 100 სმ SSD (წყარო-კანი მანძილი) არის

51

10მვ ენერგიის იზოცენტრული მომიჯნავე შემხვედრი წინა-უკანა და უკანა-წინა ველების წყვილი ერთმანეთს კვეთენ პაციენტის შუახაზზე რომელიც მდებარეობს 9სმ სიგრმეზე. ველების კოლიმატორის სიგრძეებია 20სმ და 24 სმ. მანძილი ველების შესვლის წერტილებს შორის კანზე არის ----- სმ

52

4-ველიან ძუძუს სამკურნალო გეგმაში, (ნახევარი ველები ტანგენციალურისათვის და მეორე ნახევარი ლავიწზედა და იღლიის ლიმფური კვენძებისათვის) ტანგენციალური ველებისათვის გულმეკრდის კედელზე ველის მოსარგებად კოლიმატორი მობრუნებულია 10 გრადუსით. იმისათვის, რომ ლავიწზედა არის ველი შევუსაბამოთ ტანგენციალურ ველებს, ისე რომ შეერთების ადგილას არ მივიღოთ დოზის ცივი რეგიონები, საჭიროა ლავიწზედა ველისათვის:

53

ჩამოთვლილთაგან რომელია მართებული 15სმ ფიზიკური სიღრმის მქონე იზოცენტრული 8X8სმ დახრილი ველისათვის, რომლის 5 სმ გადის კუნთში ხოლო 10 სმ ფილტვში.

54

გვაქვს პარალელური შემხვედრი ველები შეიქმნა ლინაკზე 100სმ SAD (წყარო-იზოცენტრი მანძილი). პაციენტის სისქე ველების ღერძის შესაბამის სიბრტყეში არის 24 სმ და ველის ზომა ამ სიბრტყის შუაწერტილში არის 15x15სმ. ველის ზომა კანზე არის _____სმ.

55

8მვ ენერგიის პორტალის გამოსახულებებზე მცირე ზომის ძვლოვანი სტრუქტურების ვიზუალიზება გართულებულია, რადგან:

56

კომპიუტერულ ტომოგრაფიული დაგეგმარების პირობებში ჰეტეროგენულობის შესწორების მიზნით, დამგეგმარებელი ხშირად საზღვრავს გარკვეულ სტრუქტურებს და ანიჭებს მათ ჰაერის ან წყლის სიმკვრივეს. ეს მართებულია შემდეგ გარემოებებში:

57

დოზის კორექციის კოეფიციენტი ფილტვის სიმკვრივის მიხედვით (MUების ცვლილების %-ული სიდიდე იმ შემთხვევაში, როდესაც კორექცია ხორციელდება ჰეტეროგენულობის მიხედვით) დამოკიდებულია ყველა ქვემოთჩამოთვლილ პარამეტრზე გარდა ერთისა:

58

ჩამოთვლილთაგან რომელს აქვს ყველაზე დიდი დოზა 10x10 სმ ზომის ველისთვის SSD (წყარო-კანი მანძილი) 100სმ პირობებში:

59

ჩამოთვლილთაგან რომელი დებულებებია მართებული ელექტრონული სხივებისათვის:1) ელექტრონული სხივის გავრცელების დიაპაზონი ქსოვილში, გამოსახული სანტიმეტრებში შეადგენს მევ -ში გამოსახული სხივის ენერგიის მნიშვნელობის ნახევარ სიდიდეს; 2) მანძილი 90% და 20% იზოდოზების მრუდებს შორის ცენტრალურ ღერძზე იზრდება ენერგიის ზრდასთან ერთად; 3) 90% იზოდოზის სიგანე მცირდება სიღრმის მატებასთან ერთად; 4) ენერგიის ზრდის დროს კანის დოზა მცირდება

60

HDR ((მაღალი დოზის სიმძლავრის) ბრაქითერაპიული მკურნალობა ქსოვილშიდა კათეტერების გაოყენებით ტარდება ყოველდღიურად 5 დღის განმავლობაში. ყოველი მკურნალობის წინ ჩატარებული კონტროლის პროცედურების დროს მოწმდება ყველა ჩამოთვლილი პარამეტრის მუდმივობა, გარდა ერთისა:

განმარტებები