სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო კარდიოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
სალიცენზიო კარდიოლოგია
გულმკერდის განხრებსა და I და avL განხრებში პათოლოგიური Q კბილის დაფიქსირება, მიუთითებს:
გულმკერდის განხრებსა და I, avL განხრებში QS კომპლექსის დაფიქსირება მიუთითებს:
III, avF და II განხრებში პათოლოგიური Q კბილის დაფიქსირება მიუთითებს:
III, avF და II განხრებში QS კომპლექსის დაფიქსირება მიუთითებს:
V7-V9 განხრებში პათოლოგიური Q კბილის დაფიქსირება მიუთითებს:1) მარცხენა პარკუჭის უკანა-დიფრაგმული (ქვედა) კედლის არატრანსმურულ ნეკროზზე;2) მარცხენა პარკუჭის უკანა-ბაზალური კედლის არატრანსმურულ ნეკროზზე;3). მარცხენა პარკუჭის უკანა-გვერდითი კედლის არატრანსმურულ ნეკროზზე.
V1, V2 განხრებში R კბილის ამპლიტუდის გაზრდა შეიძლება აღინიშნოს:
მარცხენა პარკუჭის ტრანსმურული ნეკროზის სპეციფიური ეკგ ნიშანია:
მიოკარდიუმის ინფარქტის უმწვავეს სტადიას ახასიათებს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშანი, გარდა:
მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე სტადიას ახასიათებს:1) პათოლოგიური Q კბილი;2) RS-T სეგმენტის ელევაცია და მასთან შერწყმული დადებითი T კბილი - ე.წ. ერთფაზიანი მრუდი;3). RS-T სეგმენტის ელევაცია და უარყოფითი T კბილი; 4). QS კომპლექსი.
მიოკარდიუმის ინფარქტის ქვემწვავე სტადიას ახასიათებს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშანი, გარდა:
მიოკარდიუმის ინფარქტის ნაწიბუროვანი სტადიისთვის დამახასიათებელია:1) პათოლოგიური Q კბილი ან QS ტიპის პარკუჭოვანი კომპლექსი;2) T კბილის უმნიშვნელოდ გამოხატული ინვერსია; 3). გადასწორებული T კბილი; 4). დადებითი T კბილი.
მარცხენა პარკუჭის წინა-გვერდითი კედლის ინფარქტის ნიშნებია:1) I, avL, V5, V6, განხრებში პათოლოგიური Q კბილი ან QS ტიპის QRS კომპლექსი;2) I, avL, V5, V6, განხრებში RS-T სეგმენტის ელევაცია და უარყოფითი T კბილი;3) V1-V3 (ზოგჯერ III, avF) განხრებში RS-T სეგმენტის დეპრესია (რეციპროკული ცვლილებები).
მარცხენა პარკუჭის წინა-სეპტალური კედლის ინფარქტის ნიშნებია:1) V1-V3, I, avL განხრებში პათოლოგიური Q კბილი ან QS ტიპის პარკუჭოვანი კომპლექსი;2) V3-V4 განხრებში პათოლოგიური Q კბილი;3) V1-V3, I, avL განხრებში RS-T სეგმენტის ელევაცია და უარყოფითი T კბილი.
მარცხენა პარკუჭის წინა კედლის ინფარქტის ნიშნებია:1) V3-V4 განხრებში პათოლოგიური Q კბილი ან QS ტიპის პარკუჭოვანი კომპლექსი;2) V3-V4 განხრებში RS-T სეგმენტის ელევაცია და უარყოფითი T კბილი;3). III, avF განხრებში RS-T სეგმენტის ელევაცია და უარყოფითი T კბილი.
მარცხენა პარკუჭის წინა გავრცელებული ინფარქტის ეკგ ნიშნებია:1) I, avL, V1-V6, A, D განხრებში პათოლოგიური Q კბილი ან QS ტიპის პარკუჭოვანი კომპლექსი;2) I, avL, V1-V6, A, D განხრებში RS-T სეგმენტის ელევაცია და უარყოფითი T კბილი;3) III, avF განხრებში RS-T სეგმენტის დეპრესია და დადებითი T კბილი.
მარცხენა პარკუჭის უკანა-დიაფრაგმული (ქვედა) კედლის ინფარქტის ნიშნებია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:
მარცხენა პარკუჭის უკანა-ბაზალური კედლის ინფარქტის ნიშნებია:1) V7-V9 განხრებში პათოლოგიური Q კბილი ან QS ტიპის პარკუჭოვანი კომპლექსი;2) V7-V9 განხრებში RS-T სეგმენტის ელევაცია და უარყოფითი T კბილი;3). V1-V2 განხრებში R კბილის ამპლიტუდის გაზრდა, RS-T სეგმენტის დეპრესია და მაღალი დადებითი T კბილი;4). II, III, avF განხრებში Q კბილი ან QS კომპლექსი.
მარცხენა პარკუჭის უკანა-გვერდითი კედლის ინფარქტის ეკგ ნიშნებია:1) II, III, avF, V5-V6, I, avL, D, Q განხრებში პათოლოგიური Q ან QS ტიპის პარკუჭოვანი კომპლექსი;2) II, III, avF, V5-V6, I, avL, D, Q განხრებში RS-T სეგმენტის ელევაცია და უარყოფითი T კბილი;3). V1-V2 განხრებში R კბილს ამპლიტუდის გაზრდა, RS-T სეგმენტის დეპრესია და მაღალი, დადებითი T კბილი;4). V7-V9 განხრებში RS-T სეგმენტის ელევაცია და უარყოფითი T კბილი.
მარცხენა პარკუჭის უკანა გავრცელებული ინფარქტის ნიშნებია:1) II, III, avF, V5, V6, V7-V9, D განხრებში პათოლოგიური Q კბილი ან QS ტიპის პარკუჭოვანი კომპლექსი;2) II, III, avF, V5-V9, D განხრებში RST სეგმენტის ელევაცია და უარყოფითი T კბილი; 3) V1-V3 განხრებში R კბილის ამპლიტუდის გაზრდა, RS-T სეგმენტის დეპრესია და დადებითი, მაღალი T კბილი; 4) V1-V3 განხრებში RS-T სეგმენტის ელევაცია და უარყოფითი T კბილი.
ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია სწორი წინაგულების ინფარქტთან მიმართებაში:1) წინაგულების იზოლირებული ინფარქტი პრაქტიკულად არ ვითარდება;2) მარცხენა პარკუჭის ინფარქტის დროს პროცესის წინაგულებზე გავრცელებისას ადგილი აქვს სხვადასხვა ტიპის წინაგულოვანი არიტმიების და ატრიოვენტრიკულური ბლოკადის განვითარებას;3). ამ პათოლოგიის განვითარებისას სტანდარტულ, გაძლიერებულ ერთპოლუსიან ან გულმკერდის განხრებში შესაძლოა დაფიქსირდეს PQ სეგმენტის დეპრესია ან ელევაცია.