QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო კარდიოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო კარდიოლოგია

1499 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

221

მწვავე პერიკარდიტის ყველაზე უფრო ტიპური ეკგ ნიშნებია:1) უმრავლეს ეკგ განხრებში RS-T სეგმენტის დეპრესია;2) ამავე განხრებში რამოდენიმე დღეში T კბილის ინვერსია;3). დაბალვოლტაჟიანი ეკგ.

222

მიოკარდიტის ყველაზე უფრო ტიპიური ეკგ ნიშნებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

223

ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათიის დროს ეკგ-ზე შეიძლება გამოვლინდეს:1) მარცხენა პარკუჭის წინა-სეპტალური კედლის მწვავე ინფარქტის ნიშნები;2) მარცხენა პარკუჭის წინა-გვერდითი კედლის მწვავე ინფარქტის ნიშნები;3). მარცხენა პარკუჭის უკანა-გვერდითი კედლის მწვავე ინფარქტის ნიშნები.

224

თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლისას შეიძლება გამოვლინდეს ყველა ჩამოთვლილი ეკგ ცვლილებები, გარდა:

225

თირეოტოქსიკოზის დროს გულის დაზიანების უმთავრესი ეკგ ნიშნებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

226

მიქსედემის დროს შეიძლება განვითარდეს შემდეგი ეკგ ცვლილებები:1) დაბალვოლტაჟიანი ეკგ; 2) სინუსური ბრადიკარდია;3). ST სეგმენტის დეპრესია და უარყოფითი T კბილი;4). P-Q(R) და QT ინტერვალების გახანგრძლივება.

227

სიმსუქნის დროს ეკგ-ზე შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ცვლილებები:1) გულის ელექტრული ღერძის მარჯვნივ გადახრა;2) მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის და გადაძაბვის ნიშნები;3). QRS კომპლექსის დაკბილვა; 4). Q-T ინტერვალის გახანგრძლივება.

228

კლიმაქტერული და დისჰორმონული მიოკარდიოდისტროფიის დროს ეკგ-ზე შეიძლება გამოვლინდეს:1) გადასწორებული, ორფაზიანი და უარყოფითი T კბილი (უპირატესად გულმკერდის განხრებში);2) RS-T სეგმენტის დეპრესია; 3). მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის ნიშნები;4). მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფიის ნიშნები.

229

ჰიპოკალიმიის და ჰიპოკალციმიის დიფერენცირებისას ამ უკანასკნელის არსებობაზე მიუთითებს:

230

საგულე გლიკოზიდებით ინტოქსიკაციის ეკგ ნიშნებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

231

პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის არსებობისას შეიძლება აღინიშნოს შემდეგი ეკგ ცვლილებები:1) გულის ელექტრული ღერძის გადახრა მარცხნივ;2) მარცხენა პარკუჭის გადაძაბვის ნიშნები; 3). მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფიის ნიშნები;4). გულმკერდის მარცხენა განხრებში ღრმა Q კბილი.

232

წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის ეკგ ნიშნებია:1) გულის ელექტრული ღერძის გადახრა მარჯვნივ a=+120გრადუსი;2) მარჯვენა პარკუჭის გადაძაბვის და ჰიპერტროფიის ნიშნები:3). ჰისის კონის მარჯვენა ფეხის არასრული ბლოკადის ნიშნები;4). მოციმციმე არიტმიის ნიშნები.

233

ფალოს ტეტრადის ეკგ ნიშნებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

234

ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან დექსტროკარდიისთვის ტიპურია:1) I სტანდარტულ განხრაში უარყოფითი PQRST კბილები;2) II განხრა შეესაბამება III-ს და პირიქით;3). V3-V6 განხრებში QRS კომპლექსისა და T კბილის ვოლტაჟის თანდათანობითი შემცირება.

235

ქვემოთ ჩამოთვლილი კარდიოსტიმულატორების ტიპებიდან ყველაზე ხშირად გამოიყენება:

236

მუშაობის რეჟიმის მიხედვით ყველაზე მარტივი სტიმულატორია:

237

გულის ელექტრული ღერძის მარჯვნივ გადახრის მიზეზია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

238

გულის ელექტრული ღერძის მარცხნივ გადახრის მიზეზი შეიძლება იყოს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:

239

I და avL განხრებში გაფართოებული და ორფაზიანი P კბილი ფიქსირდება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პათოლოგიების დროს, გარდა:

240

III და avF განხრებში მაღალი წვეტიანი P კბილი აღინიშნება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პათოლოგიის არსებობისას, გარდა:

განმარტებები