QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო კარდიოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო კარდიოლოგია

1499 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

41

თრომბოციტების აქტივაციას აინჰიბირებს:1) ინტაქტური ენდოთელური უჯრედების მიერ სინთეზირებული პროსტაციკლინი;2) თრომბინის დაბალი დონე; 3). თრომბოქსანების დაბალი დონე.

42

ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია სწორი:1) მიოგლობინი ჰემოპროტეინია, რომელიც გვხვდება მიოკარდიუმსა და ჩონჩხის კუნთებში;2) მიოგლობინს აღენიშნება გამოხატული ენზიმური აქტივობა;3). მიოგლობინი კუნთოვან უჯრედში ასრულებს ჟანგბადის რეზერვუარის და გადამტანის ფუნქციებს;4). ჰემოგლობინის ნაკლებობისას მიოგლობინი ცირკულირებს სისხლში და ჟანგბადით ამარაგებს ქსოვილებს.

43

ე.წ. "მეორედ გადამცემ" სისტემას მიეკუთვნებიან ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

44

სისხლძარღვის სანათურიდან ინტერსტიციულ სივრცეში სითხის გადასვლას ადგილი აქვს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს, გარდა:

45

ფიზიკური დატვირთვისას გულის წასვლის (სინკოპეს) განვითარება ყველაზე უფრო დამახასიათებელია:

46

გულმკერდის არეში ტკივილის ინტენსივობის ცვალებადობა დაკავშირებული მოძრაობასთან, სუნთქვასთან, ხველებასა და ყლაპვასთან, დამახასიათებელია:1) სტენოკარდიისთვის: 2) პერიკარდიტისთვის;3). პლევრიტისთვის; 4). კისრისა და გულმკერდის ოსტეოქონდროზისთვის.

47

სტენოკარდიული ხასიათის მსგავსი ტკივილი შეიძლება აღინიშნოს შემდეგი პათოლოგიების განვითარებისას:1) აორტის განმშრევებელი ანევრიზმის; 2) ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის;3). მწვავე პანკრეატიტის.

48

გულმკერდის არეში ტკივილი, ზურგში ირადიაციით, ყველაზე მეტად ახასიათებს:

49

გულის ფრიალის შეგრძნებას უჩივიან ავადმყოფები1) სინუსური ტაქიკარდიით; 2) ანემიით; 3). პაროქსიზმული ტაქიკარდიით.

50

მუდმივი ხასიათის ქოშინი ახასიათებს:1) მარცხენა პარკუჭის უკმარისობას;2) გულის თანდაყოლილ მანკებს, მარჯვნიდან მარცხნივ შუნტით;3). ფილტვების ემფიზემას.

51

ქოშინის განვითარება წამოჯდომისას, რომელიც გაივლის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადასვლისას, ახასიათებს:

52

ცენტრალური ციანოზი, "დოლის ჯოხისებური" თითები, მეტყველებს:1) გულის ან მსხვილი სისხლძარღვების დონეზე მარჯვნიდან - მარცხნივ "შუნტის" არსებობაზე;2) გულის ან მსხვილი სისხლძარღვების დონეზე მარცხნიდან - მარჯვნივ "შუნტის" არსებობაზე;3). ფილტვებში სისხლის არასაკმარის ოქსიგენაციაზე.

53

მარჯვენა და მარცხენა ხელებზე გაზომილ არტერიულ წნევებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა ახასიათებს:

54

ქვედა კიდურებზე, ზედა კიდურებთან შედარებით, დაბალი არტერიული წნევა ახასიათებს:

55

სისტოლური არტერიული წნევის აწევა და დიასტოლური არტერიული წნევის დაქვეითება ახასიათებს ყველა ჩამოთვლილ დაავადებას, გარდა:

56

ორთოსტატიური ჰიპოტენზია და ტაქიკარდია მიუთითებს:

57

მოსვენების მდგომარეობაში ტაქიკარდიის არსებობა მიუთითებს:

58

ერთ-ერთი ქვემო კიდურის იზოლირებული შეშუპება ვითარდება:

59

ქვემო კიდურებთან შედარებით, სახის გამოხატული შეშუპება ვითარდება:1) გულის უკმარისობის განვითარებისას; 2) ქვედა კიდურების ვენების პათოლოგიების დროს;3). კონსტრიქციული პერიკარდიტის შემთხვევაში; 4). ზემო ღრუ ვენის ობსტრუქციისას.

60

შეშუპებასთან ერთად პალპაციის დროს მტკივნეულობა ახასიათებს:1) თრომბოფლებიტს; 2) ღრმა ვენების თრომბოზს; 3). გულის უკმარისობას.

განმარტებები