სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო კარდიოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
სალიცენზიო კარდიოლოგია
მიტრალური სტენოზი:1) მარცხენა ატრიოვენტრიკულური ხვრელის ფართობის 4 - 6 კვადრატულ სანტიმეტრამდე შემცირებაა;2) ხასიათდება მარცხენა წინაგულსა და პარკუჭს შორის წნევის გრადიენტის გაზრდით;3). ვითარდება პულმონურ ვენებსა და კაპილარებში წნევის გაზრდის შედეგად;4). ხასიათდება ორკარიან სარქველში სისხლის დინების სიჩქარის დაქვეითებით.
მიტრალური ხვრელის სტენოზის ხარისხი განსაზღვრავს:1) მარცხენა წინაგულსა და პარკუჭს შორის წნევის გრადიენტს;2) ორკარიანი სარქვლის ხვრელში სისხლის დინების სიჩქარეს;3). პულმონური რეზისტენტობის ხარისხს; 4). პულმონური წნევის დონეს.
მიტრალური სარქვლის ხვრელში სისხლის დინების სიჩქარე განისაზღვრება:1) ხვრელის ფართობით; 2) სისტოლური მოცულობით;3). პულმონური წნევის დონით; 4). გულის ცემის სიხშირით.
მიტრალური სტენოზის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი ჰემოდინამიკური დარღვევაა:
იზოლირებული მიტრალური სტენოზის დროს მარცხენა წინაგულის:1) სისტოლური წნევა მომატებულია;2) სისტოლური წნევა ნორმის ფარგლებშია;3). საშუალო წნევა მომატებულია; 4). დიასტოლური წნევა მომატებულია;5). დიასტოლური წნევა ნორმის ფარგლებშია.
მიტრალური სტენოზის ფონზე ფილტვის ღეროში არტერიული წნევის 50 მმ ვწყ. სვ-მდე და მეტად გაზრდა იწვევს საბოლოო - დიასტოლური წნევის კომპენსატორულ გაზრდას:1) მარცხენა წინაგულში; 2) მარცხენა პარკუჭში; 3). მარჯვენა წინაგულში; 4). მარჯვენა პარკუჭში.
მიტრალური სტენოზით შეპყრობილი ავადმყოფების უმრავლესობაში სისტოლური მოცულობა:
მიტრალური სტენოზის არსებობისას ფილტვისმიერი ჰიპერტენზია:1) შეიძლება განვიხილოთ გამოხატული და ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებული მიტრალური სტენოზის გართულებად;2) დამცავი მექანიზმია, რომელიც გარკვეულ - წილად ხელს უშლის ფილტვებში შეგუბების განვითარებას;3). ვითარდება მარცხენა წინაგულსა და ფილტვის ვენებში წნევის მომატების საპასუხოდ;4). ვითარდება ფილტვების სისხლძარღვებში მაობლიტირებელი ცვლილებების საპასუხოდ.
მიტრალური სტენოზის კლინიკური ნიშნები:1) ჩვეულებრივ, ვლინდება რევმატიული კარდიტის პირველი შეტევიდან20 წლის შემდეგ;2) ჩვეულებრივ, ვლინდება რევმატიული კარდიტის პირველი შეტევიდან40 წლის შემდეგ;3). მოსვენების მდგომარეობაში, ჩვეულებრივ, არ ვლინდება გამოხატული სტენოზის დროსაც;4). საშუალო ხარისხის სტენოზის შემთხვევაში არ ვლინდება არც მოსვენების და არც ფიზიკური დატვირთვის დროს.
მიტრალური სტენოზისათვის დამახასიათებელია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშანი, გარდა:
მიტრალური სტენოზის ჩვეული გართულებებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:
მიტრალური სტენოზით შეპყრობილ ავადმყოფებში სისტემური თრომბოემბოლიების განვითარების სიხშირე განსაკუთრებით მაღალია:1) გამოხატული მიტრალური სტენოზის ფონზე; 2) მოციმციმე არიტმიის ფონზე; 3). სინუსური რიტმის ფონზე; 4). ხანდაზმულ ასაკში.
რომელი დაავადების იმიტირებას იწვევს მიტრალური სტენოზის ფონზე მიტრალური სარქვლის ხვრელში თრომბის "ჩაჭედვა":
მიტრალური სტენოზის ყველაზე სპეციფიური ფიზიკალური ნიშანია:
მიტრალური სტენოზისათვის დამახასიათებელი დიასტოლური შუილი:1) უკეთ მოისმინება ავადმყოფის მარცხენა გვერდზე წოლისას;2) ძლიერდება თუ უშუალოდ აუსკულტაციამდე ავადმყოფს ფიზიკურად დავტვირთავთ;3). სინუსური რიტმის ფონზე დეკრეშჩენდოს ტიპისაა;4). მოციმციმე არიტმიის ფონზე კრეშჩენდოს ტიპისაა.
მიტრალური სტენოზის ფონზე მიტრალური სარქვლის ნაკლოვანების განვითარებისას ადგილი აქვს:1) I ტონის ინტენსივობის გაძლიერებას;2) მიტრალური სარქვლის გაღების ხმიანობის ინტენსივობის გაძლიერებას;3). I ტონის და მიტრალური სარქვლის გაღების ხმიანობის შესუსტებას ან გაქრობას;4). III ტონის აღმოცენებას.
მიტრალური სტენოზის ფონზე III ტონის აღმოცენება:1) გამოხატული მიტრალური რეგურგიტაციის მაჩვენებელია;2) შეიძლება განპირობებულ იყოს მარჯვენა პარკუჭოვანი უკმარისობით;3). დაკავშირებულია მოციმციმე არიტმიის აღმოცენებასთან;4). დაკავშირებულია პულმონური სტენოზის განვითარებასთან.
მიტრალური სტენოზით შეპყრობილი ავადმყოფის ფიზიკალური გამოკვლევისას მკერდის ძვლის მარცხენა კიდის გასწვრივ მოსმენილი დიასტოლური შუილი:1) მარჯვენა ატრიოვენტრიკულური სარქვლის ფუნქციური ნაკლოვანების მაჩვენებელია;2) ფილტვის არტერიის სარქვლების შედარებითი ნაკლოვანების მაჩვენებელია;3). ძლიერდება ჩასუნთქვისას; 4). სუსტდება ამოსუნთქვისას.
მიტრალური სტენოზით შეპყრობილი ავადმყოფის ეკგ-ზე შეიძლება გამოვლინდეს ყველა ჩამოთვლილი ნიშანი, გარდა:
მიტრალური სტენოზით შეპყრობილი ავადმყოფის ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევა საშუალებას იძლევა:1) დავადგინოთ, რომ მიტრალური სარქვლის წინა და უკანა კარედები ადრეულ დიასტოლაში 15 მმ-ზე ნაკლებად სცილდებიან ერთმანეთს;2) გამოვავლინოთ სარქვლების კარედების გასქელება და კალციფიკაცია;3). განვსაზღვროთ მიტრალური ხვრელის ფართობი;4). განვსაზღვროთ მიტრალურ ხვრელში სისხლის დინების სისწრაფე.