QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო კარდიოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო კარდიოლოგია

1499 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1301

მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია წარმოადგენს ჰიპერტენზიის შემდეგი გართულებების განვითარების საფუძველს:1) გულის კუნთის იშემიის; 2) გულის უკმარისობის; 3). სხვადასხვა არიტმიების;4). კორონარული არტერიების სტენოზის და თრომბოზის.

1302

"ჰიპერტენზიული გულისთვის" დამახასიათებელია:1) გულის ყველა საზღვრის გადიდება;2) აორტის მოსასმენ წერტილში II ტონის აქცენტი; 3). გულის საძგერის შესუსტება; 4). აორტის მოსასმენ წერტილში სისტოლური ან დიასტოლური შუილი.

1303

რენოპარენქიმული არტერიული ჰიპერტენზია ვითარდება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადების ფონზე, გარდა:

1304

რენოვასკულური ჰიპერტენზიის საფუძველია შემდეგი დაავადებები:1) თირკმლის არტერიების ფიბროზულ-კუნთოვანი დისპლაზია;2) თირკმლის სისხლძარღვების თრომბოზი;3). თირკმლის არტერიების ათეროსკლეროზი;4). პირველადი რენინიზმი; 5). ჰიდრონეფროზი და თირკმლების პოლიკისტოზი.

1305

თირკმლისმიერ ჰიპერტენზიებთან მიმართებაში მართებულია შემდეგი მტკიცებანი:1) თირკმლისმიერი ჰიპერტენზიის განვითარებისას ალდოსტერონის შემცველობა სისხლში უმეტესად დაქვეითებულია;2) თირკმლისმიერი ჰიპერტენზიის განვითარებისას ალდოსტერონის შემცველობა სისხლში უმეტესად გაზრდილია;3). ვაზორენული ჰიპერტენზია ხსირად მიმდინარეობს ჰიპერრენინემიით;4). რენოპარენქიმული ჰიპერტენზიებისთვის დამახასიათებელია გულის წუთმოცულობის მკვეთრად გაზრდა.

1306

რენულ ჰიპერტენზიებთან მიმართებაში მართებულია შემდეგი მტკიცებანი:1) პარენქიმული ჰიპერტენზიების დროს გულის წუთმოცულობა ძირითადად ნორმის ფარგლებშია;2) ვაზორენული ჰიპერტენზიების დროს გულის წუთმოცულობა შეიძლება მცირედ გაიზარდოს;3). ცირკულირებადი სისხლის მოცულობის გაზრდა დამახასიათებელია როგორც პარენქიმული, ისე ვაზორენული ჰიპერტენზიისთვის.

1307

პირველად რენინიზმთან მიმართებაში მართებულია შემდეგი მტკიცებანი:1) პირველადი რენინიზმი ყოველთვის რენული გენეზიისაა;2) პირველადი რენინიზმი შეიძლება ექსტრარენული გენეზისაც იყოს;3). დაავადებისთვის დამახასიათებელია ჰიპოალდოსტერონიზმი;4). დაავადებისთვის დამახასიათებელია ჰიპერალდოსტერონიზმი.

1308

პირველად რენინიზმთან მიმართებაში მართებულია შემდეგი მტკიცებანი:1) პირველადი რენინიზმის კლინიკური სურათი ჰიპერალდოსტერონიზმის კლინიკური სურათის მსგავსია;2) დაავადებისთვის დამახასიათებელია ჰიპოკალემია;3). დაავადებისთვის დამახასიათებელია თირკმლის არტერიების იდიოპათიური დეგენერაცია;4). პირველადი რენინიზმის პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმისაგან განმნასხვავებელი ერთადერთი ნიშანი ჰიპერრენინემიაა.

1309

ენდოკრინულ ჰიპერტენზიებს იწვევს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადება, გარდა:

1310

პირველად ჰიპერალდოსტერონიზმს ახასიათებს:1) ჰიპერრენინემია; 2) ჰიპორენინემია ან ნორმორენინემია; 3). ჰიპერნატრიემია; 4). ჰიპონატრიემია.

1311

მართებულია შემდეგი მტკიცებანი:1) არტერიული ჰიპერტენზიის და ჰიპოკალემიის ერთდროულად არსებობის მიზეზი შეიძლება იყოს მხოლოდ პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი;2) პირველად ალდოსტერონიზმს ახასიათებს მკვეთრად გამოხატული ჰიპონატრემია;3). დიაგნოსტიკური თვალსაზრისით, ალდოსტერონის დონის განსაზღვრა, სისხლთან შედარებით, უფრო ფასეულია შარდში.

1312

მართებულია შემდეგი მტკიცებანი:1) კუშინგის სინდრომის განვითარებისას აღინიშნება ვაზოკონსტრიქტორების მიმართ სისხლძარღვთა მგრძნობელობის გაზრდა;2) კუშინგის სინდრომს ხშირად თან ახლავს მინერალოკორტიკოიდების სინთეზის დაქვეითება;3). დაავადებისთვის ძირითადად დამახასიათებელია დიასტოლური ჰიპერტენზია;4). კუშინგის სინდრომს ადასტურებს დექსამეტაზონის ტესტის უარყოფითი შედეგი.

1313

ფეოქრომოციტომასთან მიმართებაში მართებულია შემდეგი მტკიცებები, გარდა:

1314

აორტის რკალის კოარქტაციის ფონზე განვითარებულ ჰიპერტენზიასთან მიმართებაში მართებულია შემდეგი მტკიცებანი:1) ჰიპერტენზიის მიზეზი მხოლოდ აორტის შევიწროებაა;2) ჰიპერტენზიის გენეზში გარკვეულ როლს თამაშობს თირკმლის პერფუზიის დარღვევაც;3). დაავადებისთვის დამახასიათებელია ქვემო კიდურებთან შედარებით მაღალი არტერიული წნევა ზემო კიდურებზე;4). არტერიული წნევის მომატება შეიძლება აღინიშნოს მხოლოდ, მარჯვენა ზემო კიდურზე.

1315

ადვილად აგზნებადობა, კიდურების კანკალი, საერთო სისუსტე - ყველაზე მეტად ახასიათებს:1) ჰიპერთირეოზს; 2) ფეოქრომოციტომას; 3). ჰიპოთირეოზს; 4). პიელონეფრიტს; 5). აკრომეგალიას.

1316

აპათია, ადინამია, ინტელექტის დაქვეითება, ჰიპოთერმია ძირითადად ახასიათებს:

1317

ქვემო კიდურების კუნთების სისუსტე, პარესთეზიები, კიდურების გარდამავალი დამბლა, ძირითადად ახასიათებს:

1318

მკვეთრი არტერიული ჰიპერტენზიის ერთბაშად განვითარება და სწრაფი, ავთვისებიანი მიმდინარეობა ყველაზე მეტად მიუთითებს:

1319

კუნთების სისუსტის, პარესთეზიების, კიდურების გარდამავალი დამბლის მიზეზს წარმოადგენს:

1320

არტერიული ჰიპერტენზიის კრიზული მიმდინარეობა ძირითადად ახასიათებს:

განმარტებები