სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო კარდიოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
სალიცენზიო კარდიოლოგია
როგორი მეთოდით უნდა მოხდეს წინაგულოვანი ტაქიკარდიის კუპირება კარდიალური დაავადების არარსებობის შემთხვევაში?
რას გამოიწვევს კაროტიდული სინუსის მასაჟი წინაგულთა თრთოლვის დროს 2:1?
გულის რომელ ანატომიურ ნაწილში არის ყველაზე ნელი იმპულსის გატარება?
60 წლის მამაკაცს გულის უკმარისობით, რომელიც ერთი წლის განმავლობაში იტარებდა მკურნალობას დიგოქსინით 0.25მგ დღეში, ხოლო ერთი თვის წინ გაზარდა დოზა 0,5 მგ-მდე, განუვითარდა პარკუჭოვანი ტაქიკარდია 130 დ/წ, წნევის ვარდნით მაგრამ გონების დაკარგვის გარეშე. რომელი მეთოდია ყველაზე საშიში პაციენტვისათვის?
პროკაინამიდის მუდმივი მიღების შემთხვევაში რა არის მოსალოდნელი?
32 წლის მამაკაცს ბრონქოსკოპიის დროს აღენიშნა პულსის შემცირება 20 დ/წ. პროცედურა სასწრაფოდ შეწყდა მაგრამ პულსი კვლავ დაბალი დარჩა. რომელია არჩევის პრეპარატი ამ შემთხვევაში?
24 წლის ორსულ ქალს აღენიშნება დაბალი პულსი 40 დ/წ. სხვა რაიმე კარდიალური პათოლოგია არ აღინიშნება. ე.კ.გ- ზე სრული AV ბლოკი ნორმალური QRS კომპლექსის მორფოლოგიით. დატვირთვის დროს რითმი ჩქარდება 65 დ/წ მდე. როგორია სწორი ტაქტიკა?
50 წლის მამაკაცმა მომართა სტაციონარს გულისცემის, ქოშინისა და სისუსტის ჩივილებით. ე.კ.გ.-ზე წინაგულთა ფიბრილაციაა პარკუჭებზე სწრაფი გატარებით 130 დ/წ და ფართო QRS კომპლექსებით. 24 საათის განმავლობაში დიგიტალიზაციის ფონზე პარკუჭთა შეკუმშვის სიხშირე გაიზარდა 150 დ/წ მდე. ქვემოთმოცემული რომელი დიაგნოზია სწორი:
56 წლის მამაკაცი მოიყვანეს სტაციონარში სინკოპეს ეპიზოდის გამო. პაციენტი დეზორიენტირებული და აჟიტირებულია. არტერიული წნევა არ ისინჯება ე.კ.გ ზე ოდნავ არარეგულარული ტაქიკარდიაა 160 დ/წ, ფართო QRS კომპლექსებით, რომლის მორფოლოგია და სიხშირე არ იცვლება კაროტიდული მასაჟის ფონზე. ღოგორია სწორი ტაქტიკა?
ჩამოთვლილიდან რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი პრედიქტორი სტენოკარდიული პაციენტის გამოსავლის დასადგენად
ჩამოთვლილიდან რომელია ყველაზე კარგი ორიენტირი დატვირთვის ტესტის ჩატარების დროს სტენოკარდიის დიაგნოზის დასადგენად ან გამოსარიცხად
თქვენ გთხოვეს გამოიკვლიოთ 52 წლის მამაკაცი სტერნალური ტკივილის 6 თვიანი ანამნეზით. რომელი მეთოდია ყველაზე მნიშვნელოვანი ტკივილის მიზეზის დასადგენად?
50 წლის მამაკაცი მკერდის ძვლის არეში ტკივილის დაწყებიდან 1 საათში შემოვიდა ინტენსიური თერაპიის ბლოკში. ე.კ.გ.-ზე აღენიშნება ST სეგმენტის ელევაცია I, AVL და V1-V5 განხრებში. სავარაუდოდ რომელი კორონარული არტერიაა ოკლუზირებული?
65 წლის ქალბატონი მკერდის ძვლის არეში ტკივილის დაწყებიდან 2 საათში შემოვიდა ინტენსიური თერაპიის ბლოკში. ე.კ.გ.-ზე აღენიშნება ST სეგმენტის ელევაცია II, III, AVF განხრებში. სავარაუდოდ რომელი კორონარული არტერიაა ოკლუზირებული?
პაციენტს მწვავე ინფარქტის დიაგნოზით უეცრად განუვითარდა ბრადიკარდია 35 დ/წ, ფართო QRS კომპლექსებით. არტერიული წნევა დაეცა 75/45 მმ ვწს მდე. რა არის ზემოაღნიშნულის მიზეზი?
პაციენტს მწვავე ინფარქტის დიაგნოზით უეცრად განუვითარდა ბრადიკარდია 35 დ/წ, ფართო QRS კომპლექსებით. არტერიული წნევა დაეცა 75/45 მმ ვწს მდე. როგორი არის შესაბამისი მკურნალობის მეთოდი?
რომელი პათოლოგიის დროს არის ყველაზე იშვიათი ციანოზის განვითარება?
კორონარული ანგიოგრაფია
კარდიომიოპათიის დროს ანამნეზის შეკრების დროს რომელი ფაქტორებს მიანიჭებდით მნიშვნელობას?
მიტრალურმა სტენოზმა შესაძლებელია გამოიწვიოს ყველა გარდა ერთისა