QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო გინეკოლოგია

1572 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

281

ჩამოთვლილთაგან, ორსულობის რამდენი კვირის ვადაზე ვითარდება სისხლის მიმოქცევის უკმარისობა ყველაზე ხშირად?

282

ჩამოთვლილთაგან, გულის რომელი მანკის არსებობა წარმოადგენს საკეისრო კვეთის წარმოების უკუჩვენებას?

283

ჩამოთვლილთაგან, გულის რომელი პათოლოგიის მიმდინარეობისათვის არის დამახასიათებელი მარცხენა პარკუჭის უკმარისობის განვითარება?

284

ორსულს გულის შეძენილი მანკით ორსულობის 32კვირის ვადაზე დაეწყო ტაქიკარდია, ქოშინი უმნიშვნელო ფიზიკური დატვირთვისას, ფილტვებში შეგუბებითი მოვლენები, შეშუპება, რომელიც ქრება მოსვენებით მდგომარეობაში. ჩამოთვლილთაგან, გულის უკმრისობის რომელი ხარისხის არსებობა არის ყველაზე სავარაუდო?

285

ჩამოთვლილთაგან, როგორ პოზაში მშობიარობა არის რეკომენდებული ქალებისათვის გულის უკმარისობით?

286

ჩამოთვლილთაგან,მეანის გარდა რომელი სპეციალისტის დასწრება არ არის სავალდებულო გულის უკმარისობის მქონე ქალის მშობიარობის დროს?

287

ჩამოთვლილთაგან, ორსულობის რომელი კვირის ვადაზე არის რეკომენდებული გულის უკმარისობის II-III ხარისხის მქონე ქალების მშობიარობა?

288

ჩამოთვლილთაგან, ორსულობის მართვის რომელი ტაქტიკა არის ყველაზე დასაბუთებული დეკომპენსირებული აორტის სარქვლის უკმარისობით მიმდინარე ორსულობის დროს?

289

ორსულობის 10კვირის ვადაზე ორსულს დაუდგინდა მოციმციმე არითმიის დიაგნოზი. ჩამოთვლილთაგან, როგორია ორსულობის შემდგომი მართვის ყველაზე დასაბუთებული ტაქტიკა?

290

ჩამოთვლილთაგან, რომელი კლინიკური ნიშანი არის დამახასიათებელი ჰიპერტონული დაავადების I სტადიისათვის?

291

ჩამოთვლილთაგან, რომელი კლინიკური ნიშანი არის დამახასიათებელი ჰიპერტონული დაავადების IIბ სტადიისათვის?

292

ჩამოთვლილთაგან, რომელი კლინიკური ნიშანი არის დამახასიათებელი ჰიპერტონული დაავადების IIა სტადიისათვის?

293

ჩამოთვლილთაგან, ორსულობის დროს განვითარებულ რომელ პათოლოგიასთან უნდა ჩატარდეს ჰიპერტონული კრიზის დიფერენცირება?

294

ჩამოთვლილთაგან, არტერიული წნევის რომელი მაჩვენებელი წარმოადგენს ნორმოტენზიისა და ჰიპერტენზიის ზღვრულ მაჩვენებელს?

295

ჩამოთვლილთაგან, ორსულობის დროს ნაყოფის დაინფიცირების რომელი გზით არის შესაძლებელი ნაყოფის განვითარების მანკის განვითარება ყველაზე მაღალი სიხშირით?

296

ჩამოთვლილთაგან, ორსულობის რა ვადაზე განვითარებული ვირუსული დაინფიცირება არის ყველაზე არაკეთილსაიმედო ნაყოფისათვის?

297

ჩამოთვლილთაგან, ნაყოფის რომელი ინფექციური აგენტით დაინფიცირება წარმოადგენს ემბრიოპათიის განვითარების ყველაზე ხშირ მიზეზს?

298

ჩამოთვლილთაგან, ნაყოფის რა სახის პათოლოგია ვითარდება ნაყოფის ბაქტერიული დაინფიცირების დროს?

299

ჩამოთვლილთაგან, ორსულობის რამდენი კვირის ვადაზე განვითარებულ ნაყოფის დაზიანებას ეწოდება ფეტოპათია?

300

ჩამოთვლილთაგან, ორსულობის რამდენი კვირის ვადაზე ვითარდება ნაყოფის საპასუხო ანთებითი რეაქცია დაინფიცირებაზე?

განმარტებები