QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო გინეკოლოგია

1572 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

401

ორსულს ორსულობის 14კვირის ვადაზე ჩაუტარდა შარდის კულტურალური კვლევა და გამოვლინდა ბაქტერიების კოლონიზაციის ხარისხის "105cfu/mL". ჩამოთვლილთაგან, როგორი უნდა იყოს ორსულობის შემდგომი მართვის ყველაზე ეფექტური ტაქტიკა?

402

ჩამოთვლილთაგან, რომელი დიაგნოსტიკური კვლევის მეთოდის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულთა ჰიდრონეფროზის დიაგნოსტიკის მიზნით?

403

ჩამოთვლილთაგან, რომელი სამეანო გართულების განვითარება არის დამახასიათებელი ორსულთა პიელონეფრიტის დროს?

404

ერთი თირკმლის მქონე ორსული ჩამოთვლილთაგან, სამეანო გართულებათა განვითარების რომელი ხარისხის რისკის ჯგუფს მიეკუთვნება პიელონეფრიტით დაავადების შემთხვევაში?

405

ჩამოთვლილთაგან, რომელი მაჩვენებელი არ წარმოადგენს მწვავე გლომერულონეფრიტის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმს?

406

ჩამოთვლილთაგან, რომელი სიმპტომი არ წარმოადგენს მწვავე გესტაციური პიელონეფრიტის დამახასიატებელ სიმპტომს?

407

ჩამოთვლილთაგან, რა გავლენას ახდენს ორსულობის მიმდინარეობაზე ქრონიკული პიელონეფრიტი?

408

ჩამოთვლილთაგან, რომელი ლაბორატორიული მაჩვენებელი წარმოადგენს რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმს?

409

ჩამოთვლილთაგან, რომელი სიმპტომი არ წარმოადგენს ორსულთა ქრონიკული პიელონეფრიტის დამახასიათებელ სიმპტომს?

410

ჩამოთვლილთაგან, რომელი გართულების განვითარება არ არის დამახასიათებელი ჰიპოთირეოზით მიმდინარე ორსულობისათვის?

411

ჩამოთვლილთაგან, მშობიარობის შემდეგ რომელი პათოლოგია არ აღენიშნებათ ლისტერიოზით დაავადებული დედების ახალშობილებს?

412

ჩამოთვლილთაგან, მშობიარობის შემდეგ რომელი პათოლოგია არ აღენიშნებათ ახალშობილებს, რომელთა დედები ორსულობის 12კვირის ვადამდე ღებულობდნენ ტეტრაციკლინს?

413

ჩამოთვლილთაგან, ორსულობის რამდენი კვირის ვადამდე დედის წითურით დაავადება წარმოადგენს ორსულობის შეწყვეტის აბსოლუტურ ჩვენებას?

414

ჩამოთვლილთაგან, რომელ ინფექციაზე სკრინინგის ჩატარება არის სავალდებულო ორსულის პირველი ანტენატალური ვიზიტის დროს?

415

ჩამოთვლილთაგან, ორსულობის მართვის რომელი მეთოდი წარმოადგენს ორსულთა გონორეის დროს მოსალოდნელი გართულებების პრევენციის ყველაზე ეფექტურ საშუალებას?

416

ჩამოთვლილთაგან, ორსულთა რომელი ინფექცია არ ახდენს უარყოფით გავლენას ორსულობის მიმდინარეობაზე?

417

ჩამოთვლილთაგან, ორსულობის რომელ ტრიმესტრში არის რეკომენდებული საქართველოში ათაშანგზე რუტინული სკრინინგის ჩატარება?

418

ჩამოთვლილთაგან, რომელი მეთოდით მშობიარობა არის რეკომენდებული მაღალი ხარისხის მიოპიის არსებობისას თვალის ფსკერზე გამოხატული ცვლილებების დროს?

419

ჩამოთვლილთაგან, მშობიარობის რომელი მეთოდის გამოყენება არის რეკომენდებული ორსულთა მძიმე მიასთენიის დროს?

420

ჩამოთვლილთაგან, ორსულობის მართვის რომელი ტაქტიკის არჩევა არის ყველაზე დასაბუთებული მიასთენიით დაავადებული ქალის დაორსულებისთანავე?

განმარტებები