სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
სალიცენზიო გინეკოლოგია
ჩამოთვლილთაგან, რომელი ფაქტორი განაპირობებს ყველაზე მეტად მშობიარობის მართვის ტაქტიკას პლაცენტის წინამდებარეობის დროს?
ჩამოთვლილთაგან, რომელი ქმედების განხორციელება არის რეკომენდებული პირველ რიგში ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის აცლის გამო საკეისრო კვეთის წარმოების დროს?
ჩამოთვლილთაგან, რომელი ფაქტორი განაპირობებს ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის აცლის კლინიკური მიმდინარეობის სიმძიმეს ყველაზე მეტად?
ჩამოთვლილთაგან, რომელი ფაქტორი განაპირობებს პლაცენტის წინმდებარეობის კლინიკური მიმდინარეობის სიმძიმეს ყველაზე მეტად?
მშობიარობის დროს ჩამოთვლილთაგან, როგორი უნდა იყოს მეანის მიერ განხორციელებული ყველაზე დასაბუთებული ქმედება, როცა ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევი აცლა პროგრესირებს?
ჩამოთვლილთაგან, რომელი მდგომარეობა წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის ორსულობის გამომწვევ ხელშემწყობ მიზეზს?
ჩამოთვლილთაგან, ორსულობის მართვის რომელი ტაქტიკა არის ყველაზე დასაბუთებული საშვილოსნოს ყელის ორსულობის დროს?
ჩამოთვლილთაგან, საშვილოსნოს ყელის რომელი მდგომარეობა წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის ორსულობის დამახასიათებელ კლინიკურ ნიშანს?
ჩამოთვლილთაგან, რომელ პათოლოგიურ მდგომარეობასთან უნდა გატარდეს დიფერენციალური დიაგნოზი ყელის ორსულობაზე ეჭვის დროს?
ჩამოთვლილთაგან, რომელი პათოლოგიური მდგომარეობა წარმოადგენს საშვილოსნოს ღრუში ხელით შესვლის ჩვენებას მშობიარობის შემდგომ პერიოდში?
ჩამოთვლილთაგან, საშვილოსნოს ყელის ორსულობის შეწყვეტის რომელი ოპერაციული მეთოდი არის ყველაზე დასაბუთებული?
ჩამოთვლილთაგან, ორსულობის რამდენი კვირის ვადაზე ასრულებს პლაცენტა ე.წ. მიგრაციის პროცესს დაბალი მიმაგრების დროს?
ჩამოთვლილთაგან, ორსულობის რამდენი კვირის ვადაზე ტარდება გეგმიური საკეისრო კვეთის ოპერაცია პლაცენტის სრული წინმდებარეობის დროს?
ჩამოთვლილთაგან, რა შემთხვევაში არის ნაჩვენები პლაცენტის ხელით მოცილება მშობიარობის მესამე პერიოდში?
ჩამოთვლილთაგან,რომელი ფაქტორი განაპირობებს ყველაზე ხშირად პლაცენტის მოცილების პროცესის პათოლოგიურ მიმდინარეობას მშობიარობის III პერიოდის განმავლობაში?
ჩამოთვლილთაგან, საშვილოსნოს კედლის რომელ შრეში არის მიმაგრებული ქორიონის ბუსუსები პლაცენტის მჭიდრო მიმაგრების დროს?
ჩამოთვლილთაგან, მაქსიმუმ რა მოცულობის სისხლის დანაკარგის დროს არის რეკომენდებული პლაცენტის ხელით მოცილების ოპერაციის წარმოება?
ჩამოთვლილთაგან, რომელი ფაქტორით არ არის განპირობებული მომყოლის ნაწილების ჩარჩენა მშობიარობის შემდგომ პერიოდში?
ჩამოთვლილთაგან, როგორი ხასიათის სისხლისდენა არის დამახასიათებელი პლაცენტის სრული ჭეშმარტი მიხორცების კლინიკისათვის?
ჩამოთვლილთაგან, საშვილოსნოს კედლის რომელ შრეში არის მიმაგრებული ქორიონის ბუსუსები პლაცენტის ჭეშმარიტი შეხორცების დროს?