სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
სალიცენზიო გინეკოლოგია
ჩამოთვლილთაგან, რა სახის ინფუზიური თერაპიის ჩატარება არის რეკომენდებული პირველ რიგში დისემინირებული სისხლძარღვთა შიდა შედედების სინდრომის მკურნალობის მიზნით?
არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტებით მკურნალობის დროს ჩამოთვლილთაგან, რომელი მაჩვენებლის ლაბორატორიული მონიტორინგის ჩატარება არის სავალდებულო?
ჩამოთვლილთაგან, რა ხასიათის სისხლისდენა არის დამახასიათებელი პლაცენტის წინმდებარეობის დროს განვითარებული სისხლდენის კლინიკისათვის?
ჩამოთვლილთაგან, რომელი მდგომარეობა წარმოადგენს პლაცენტის წინამდებარეობის დროს სისხლისდენის განვითარების უშუალო მიზეზს?
ჩამოთვლილთაგან, რომელი ნიშანი წარმოადგენს ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაწილობრივი ნაადრევი აცლის ყველაზე მგრძნობიარე დიაგნოსტიკურ მარკერს?
ჩამოთვლილთაგან, რომელი მდგომარეობა წარმოადგენს მძიმე ხარისხის ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევი აცლის დედისმხრივ კრიტერიუმს?
ქალთა კონსულტაციას მიმართა ორსულმა, G2P1, გესტაციური ვადა 30კვირა, რომელსაც უეცრად ბინაზე დაეწყო სისხლდენა საშოდან, მცირე ოდენობით. ამჟამად საშოადან მცირე სისხლიანი გამონადენი კვლავ აღენიშნება. სხვა ჩივილები ორსულს არა აქვს, სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია, ნაყოფის გულისცემა რითმული, 140-145'. ჩამოთვლილთაგან, როგორი უნდა იყოს მეანის მიერ განხორციელებული ყველაზე დასაბუთებული პირველსაწყისი ქმედება?
ჩამოთვლილთაგან, რომელი მდგომარეობა წარმოადგენს მშობიარობის შემდგომ პერიოდში სისხლისდენის ყველაზე ხშირ მიზეზს?
ჩამოთვლილთაგან, რომელი სამეანო პათოლოგია წარმოადგენს ჰიპოტონიური სისხლისდენის ყველაზე ხშირ მიზეზს?
ჩამოთვლილთაგან, რომელი მედიკამენტის წარმოადგენს საშვილოსნოს ტონუსის დაქვეითებით გამოწვეული მშობიარობის შემდგომი სისხლისდენის კონსერვატიული მკურნალობის პირველი რიგის პრეპარატს?
ჩამოთვლილთაგან, რომელი ფაქტორი წარმოადგენს მშობიარობის შემდგომი სისხლისდენით მელოგინეთა გარდაცვალების ყველაზე ხშირ მიზეზს?
ჩამოთვლილთაგან, რომელი პათოლოგიის დროს ვითარდება ყველაზე ხშირად მშობიარობის შემდგომი კოაგულოპათიური სისხლისდენა?
ჩამოთვლილთაგან, რომელი ფაქტორის არსებობა განსაზღვრა სისხლის გადასხმის ჩვენებას ყველაზე დასაბუთებულად მშობიარობის შემდგომი სისხლისდენის დროს?
ჩამოთვლილთაგან, რომელი ნიშნის არსებობა არის დამახასიათებელი ჰემორაგიული შოკის მეორე სტადიის კლინიკისათვის?
ჩამოთვლილთაგან, რომელი პათოლოგიური მდგომარეობა წარმოადგენს ქრონიკული დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომის ქრონიკული ფორმის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორს?
ჩამოთვლილთაგან, რომელი სიმტომი წარმოადგენს მწვავე დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომის დამახასიათებელ კლინიკურ სიმპტომს?
ჩამოთვლილთაგან, რომელი ქმედების განხორციელება არის რეკომენდებული პირველ რიგში ნებისმიერი გენეზის ჰემორაგიული შოკის დროს?
ორსული G1P0 ,გესტაციური ვადა 32კვ. ულტრასონოგრაფიული კვლევით პლაცენტა ლოკალიზებულია საშვილოსნოს წინა კედელზე და მისი კიდე აღწევს საშვილოსნოს ყელის შიგნითა პირის კიდეს. ჩამოთვლილთაგან, რომელია ყველაზე სავარაუდო დიაგნოზი?
ჩამოთვლილთაგან, უშუალოდ რა მიზეზით არის განპირობებული სისხლისდენის დაწყება პლაცენტის დაბალი მიმაგრების დროს?
ჩამოთვლილთაგან, რომელი ნიშნის არსებობა არის დამახასიათებელი დაბლა მიმაგრებული პლაცენტის კლინიკური მიმდინარეობისათვის?