QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო გინეკოლოგია

1572 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

581

ჩამოთვლილთაგან, მშობიარობის დროს განვითარებული რომელი მდგომარეობა წარმოადგენს მშობიარობის დროს ბოქვენის სიმფიზის გათიშვის მიზეზს?

582

ჩამოთვლილთაგან, რომელი ნიშანი არ წარმოადგენს ბოქვენის სიმფიზის გათიშვის დროს არსებული ტკივილის მახასიათებელს?

583

ჩამოთვლილთაგან, ანტენატალური მეთვალყურეობის დროს რომელი ფაქტორის გათვალისწინებით არის შესაძლებელი ორსულის მიკუთვნება სამეანო ტრავმის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფთან?

584

ჩამოთვლილთაგან, რომელი ანატომიური სტრუქტურის დაზიანება არ არის მოსალოდნელი მშობიარობის დროს ბოქვენის სიმფიზის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში?

585

ჩამოთვლილთაგან, კვლევის რომელი მეთოდის საშუალებით არის შესაძლებელი ოსულობის დროს ბოქვენის სიმფიზის გათიშვის სიმძიმის ხარისხის შეფასება?

586

ბოქვენის სიმფიზის გათიშვის ჩამოთვლილთაგან, მკურნალობის რომელ მეთოდს ენიჭება უპირატესობა?

587

ჩამოთვლილთაგან, რომელი ოპერაციული ჩარევის დროს არის შესაძლებელი შარდსადინარის ტრავმირება?

588

ჩამოთვლილთაგან, ოპერაციის შემდგომი მოვლის რომელი ქმედების განხორციელება არის რეკომენდებული შორისის III ხარისხის ჩახევის აღდგენის შემდეგ ჭრილობის გახსნის პრევენციის მიზნით?

589

ჩამოთვლილთაგან, ხელოვნური აბორტის ოპერაციის წარმოების რომელი წესის დაცვა არის სავალდებული საშვილოსნოს არასწორი მდებარეობის დროს?

590

ჩამოთვლილთაგან, რომელი გართულების განვითარების რისკი არის მომატებული საშვილოსნოს მიომის დროს ჩატარებული ხელოვნური აბორტის ოპერაციის დროს?

591

ინტრავენური გაუტკივარების ქვეშ მიმდინარე ხელოვნური აბორტის ოპერაციის დროს ჩამოთვლილთაგან, რომელი სიმპტომის გამოვლენა წარმოადგენს საშვილოსნოს პერფორაციის დიაგნოსტიკურ მარკერს?

592

ჩამოთვლილთაგან, რომელი მდგომარეობა წარმოადგენს საშვილოსნოს პერფორაციის კონსერვატიული მართვის ჩვენებას?

593

ჩამოთვლილთაგან, რომელი მდგომარეობა წარმოადგენს ხელოვნური აბორტის შემდეგ საშვილოსნოს პერფორაციის მართვის ქირურგიული მიდგომის ჩვენებას?

594

ჩამოთვლილთაგან, რომელი ოპერაციული ჩარევის დროს არის ყველაზე მეტად მოსალოდნელი შარდსაწვეთის დაზიანების განვითარება?

595

ჩამოთვლილთაგან, რომელი ოპერაციული ჩარევის დროს არის ყველაზე მეტად მოსალოდნელი ნაწლავის მარყუჟების დაზიანების განვითარება?

596

ჩამოთვლილთაგან, რომელი მდგომარეობა წარმოადგენს საშვილოსნოს მიომის რადიკალური ქირურგიული მკურნალობის ჩვენებას?

597

მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოს ყელის სარკეებში დათვალიერების დროს აღმოჩნდა, რომ საშვილოსნოს ყელის მარცხენა კუთხიდან იწყება საშვილოსნოს ყელის ჩახევა, რომელიც 1 სმ-ით ვერ აღწევს საშოს თაღს. ჩამოთვლილთაგან, საშვილოსნოს ყელის ჩახევის რომელ ხარისხს შეესაბამება აღწერილი კლინიკური მდგომარეობა?

598

მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოს ყელის სარკეებში დათვალიერების დროს აღმოჩნდა, რომ საშვილოსნოს ყელის კუთხეებიდან, ორივე მხარეს იწყება საშვილოსნოს ყელის ჩახევა, რომელიც გადადის საშვილოსნოს თარზე. ჩამოთვლილთაგან, საშვილოსნოს ყელის ჩახევის რომელ ხარისხს შეესაბამება აღწერილი კლინიკური მდგომარეობა?

599

ჩამოთვლილთაგან, რომელი მდგომარეობა არ წარმოადგენს ხელოვნური აბორტის დროს საშვილოსნოს პერფორაციის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორს?

600

ჩამოთვლილთაგან, რომელი მგომარეობა წარმოადგენს ჰისტერექტომიის წარმოების ჩვენებას საშვილოსნოს პერფორაციის ქირურგიული მკურნალობის დროს?

განმარტებები