QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო გინეკოლოგია

1572 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1181

პრეეკლამფსიის განვითარება განმეორებით მშობიარეში შეიძლება გამოიწვიოს ყველა ქვემოთჩამოთვლილმა მდგომარეობამ გარდა:

1182

ენდომეტრიოზისას აღმოცენდება ყველა ჩამოთვლილი ნიშნები და სიმპტომები გარდა:

1183

ორსულობის გართულებები საშვილოსნოს შიდა სპირალის გამოყენებისას გულისხმობს ყველა ჩამოთვლილს გარდა:

1184

ნაყოფის პერინატალური სიკვდილის გამომწვევი ფაქტორებია გარდა:

1185

საშვილოსნოს მიომის დამოკიდებულებას სისხლში ესტროგენების შემცველობაზე ადასტურებენ ყველა ჩამოთვლილი ფაქტორები გარდა:

1186

ოვულაცია დაკავშირებულია ყველა ჩამოთვლილი პროცესებთან გარდა:

1187

საშოს ნორმალურ გარემოს იცავს ყველა ჩამოთვლილი ფაქტები გარდა:

1188

21 წლის ქალიშვილი გაუპატიურებულ იქნა ბოლო მენსტრუაციიდან ორი კვირის შემდეგ. თავდასხმიდან ერთი კვირის თავზე მან მიმართა ექიმს. რა უნდა გაკეთდეს?

1189

47 წლის ქალი უჩივის უძილობას, დისპარეუნიას და ალებს. 7 წლის წინ გაუკეთდა მიომექტომია. გამოკვლევისას აღმოჩნდა არასპეციფიური გამონადენი საშოდან. ამოირჩიეთ მკურნალობის სწორი ტაქტიკა

1190

26 წლის განმეორებით მშობიარემ იმშობიარა (ოქსიტოცინით სტიმულაციის მერე) ახალშობილი მასით 4080გრ. მაგრამ ქალის მდგომარეობა პროგრესულად უარესდება, გამოხატულია ჰემორაგიული შოკის სურათი, შეყვანილ იქნა შესაკუმში საშუალებები, საშვილოსნოს შეკუმშვის და რბილი ქსოვილების დაზიანების არარსებობს მიუხედავად, ჰემორაგიული შოკის სურათი მაინც გამოხატულია. რა არის მიზეზი?

1191

25 წლის ქალმა მიმართა ექიმს ძლიერ ტკივილზე მარცხენა ფერდქვეშა არეში. ბოლო მენსტრუაცია 6 კვირის წინ ჰქონდა. სინჯი ქორიოგონინზე დადებითია. ულტრაბგერითიგამოკვლევით კვერცხუჯრედი საშვილოსნოში არ ჩანს, მაგრამ მარცხენა დანამატს არეში ისინჯება წარმონაქმნი 3X3სმ. დასვით სავარაუდო დიაგნოზი:

1192

თირკმლზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზიის დროს როგორია მკურნალობა:

1193

მენინგომიელოცელე ამოირჩიეთ ინფორმაციული დიაგნოსტიკური სინჯი

1194

ნამგლისებურუჯრედოვანი ანემია ამოირჩიეთ ინფორმაციული დიაგნოსტიკური სინჯი

1195

ვადაგადაცილებული ორსულობის დროს ნაყოფის ბიოფიზიკური მაჩვენებლები 4 ბალია. როგორია თქვენი ტაქტიკა

1196

23 წლის ქალი, არასოდეს არ დაორსულებულია, მიმართა ექიმს სისხლდენებებს გამო ბოლო 3 კვირაა. ამასთან ერთად ბოლო 3 დღეა სისხლდენები გაძლიერდა, კოლტების სახით. უკანასკნელი მენსტრუაცია ჰქონდა 3 თვით ადრე ამ სისხლდენამდე. Hბ დონე 90გრ/ლ. ამოირჩიეთ მკურნალობის მეთოდი?

1197

47 წლის ქალს აწუხებს მენომეტრორაგია. მისი გადმოცემით ასეთი სისხლდენები დაეწყო 18 თვის წინ. სამედიცინო შემოწმებით: გაცხიმოვნება მსუბუქი ხარისხით საშვილოსნოს ზომები ნორმაშია. ამოირჩიეთ მკურნალობის გეგმა:

1198

24 წლის ქალს 4 თვის განმავლობაში არ ჰქონდა მენსტრუაცია. ორსულობა არ იყო. აღსანიშნავია, რომ მენსტრუალური ციკლი იყო ნორმაში სანამ იგი დაიწყებდა ინტენსიური ვარჯიშს სირბილში. რომელი ამენორეის ტიპთან გაქვს საქმე:

1199

18 წლის ქალი კარგად განვითარებული მეორადი სასქესი ნიშნებით უჩივის ამენორეას. გასინჯვისას საშო განუვითარებელია, საშვილოსნო არ არის. რომელი ამენორეის ტიპთან გვაქს საქმე?

1200

15 წლის გოგონა ნორმალური სქესობრივი განვითარებით უჩივის ამენორეას ბოლო 5 თვეა. მისი გადმოცემით მენარხე ჰქონდა 9 თვის წინ. რომელი ამენორიის ტიპთან გვაქვს საქმე?

განმარტებები