QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო გინეკოლოგია

1572 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1361

ჩამოთვლილთაგან, რომელი სიმპტომი წარმოადგენს ექტოპიური ორსულობის ყველაზე ხშირ სიმპტომს?

1362

ჩამოთვლილთაგან, რამდენ საათში ერთხელ ხდება ბეტაქორიონადული ჰორმონის გაორმაგება ნორმალურად მიმდინარე ორსულობის დროს?

1363

რა უპირატესობა აქვს ექტოპიური ორსულობის ლაპარასკოპიულ მკურნალობას ლაპარატომიასთან შედარებით?

1364

რა მაჩვენებელზე უნდა დაეცეს ქორიოგონადოტროპული ჰორმონის დონე ოპერაციის შემდგომ 24სთ-ის შემდეგ იმისათვის, რომ პერსისტენტული ტროფობლასტი არ წარმოადგენდეს პრობლემას სალპინგოსტომიის შემდეგ?

1365

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რა შემთხვევაში იქნება ექტოპიური ორსულობის კონსერვატიული მკურნალობა მეტოტრექსატით ნაკლებ ეფექტური?

1366

რამდენ პროცენტს შეადგენს ექტოპიური ორსულობის მეტოტრექსატით მკურნალობის ეფექტურობა?

1367

რამდენ პროცენტში აქვს ადგილი მილის გასკდომას ექტოპიური ორსულობის მეტოტრექსატით მკურნალობის შემთხვევაში?

1368

ჩამოთვლილთაგან, რამდენ მგ/მ.კვ შეადგენს მეტოტრექსატის დოზა ექტოპიური ორსულობის მეტოტრექსატის ერთდოზიანი სქემით მკურნალობის დროს?

1369

რამდენით უნდა შემცირდეს შრატში ბეტა -ქორიოგონადოტროპული ჰორმონის დონე ექტოპიური ორსულობის ერთდოზიანი მეტოტრექსატით ეფექტური მკურნალობის კურსის 4-7დღის შემდეგ?

1370

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ შემთხვევაში ყალიბდება ჩვეულებრივ აბდომინალური ორსულობა რეიმპლანტაციის შედეგად?

1371

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან დედის სისხლის შრატში რომელი ნივთიერება მატულობს აბდომინალური ორსულობის დროს?

1372

ჩამოთვლილთაგან, აბდომინალური ორსულობის მართვის რომელი ტაქტიკაა ყველაზე დასაბუთებული?

1373

ჩამოთვლილთაგან, რომელი ფაქტორით არის განპირობებული საშვილოსნოს ყელის ორსულობის სიხშირის ზრდა?

1374

ჩამოთვლილთაგან, საშვილოსნოს ყელის ორსულობის მართვის რომელი ტაქტიკაა ყველაზე დასაბუთებული ჰემოსტაბილურ ორსულებში?

1375

ჩამოთვლილთაგან, როგორი გენოტიპი არის დამახასიათებელი ბუშტნამქერის სრული ფორმისათვის?

1376

ჩამოთვლილთაგან, როგორი გენოტიპი არის დამახასიათებელი ბუშტნამქერის არასრული ფორმისათვის?

1377

რამდენ პროცენტში გვხვდება დაახლოებით პერსისტული ტროფობლასტური დაავადება სრული ბუშტნამქერის შემდეგ?

1378

რა არის თეკა-ლუთეინური კისტის განვითარების მიზეზი?

1379

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რისი განვითარების დიდ რისკს წარმოადგენს საკვერცხეების ბილატერალური თეკა-ლუთეინური კისტები ბუშტნამქერთან ერთად?

1380

რა იწვევს ქალის სისხლის პლაზმაში თიროქსინის მომატებას ბუშტნამქერის არასრული ფორმის დროს?

განმარტებები