სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
სალიცენზიო გინეკოლოგია
მშობიარობის ინდუქციის მიზნით მიზოპროსტოლის რამდენი მიკროგრამის გამოყენება არის რეკომენდებული ერთჯერადი მიღებისათვის?
საშვილოსნოს ყელის მომწიფების მიზნით რა უპირატესობა გააჩნია ფოლეის კათეტერის გამოყენებას მიზოპროსტოლის გამოყენებასთან შედარებით?
ჩამოთვლილთაგან, რამდენ წუთს შეადგენს ოქსიტოცინის ნახევარ გამოყოფის საშუალო ხანგრძლივობა?
რამდენ ხანში აღწევს ოქსიტოცინის კონცენტრაცია პლაზმაში მაქსიმალურ დონეს?
ჩამოთვლილთაგან, რომელი ფორმულის საშუალებით გამოითვლება საშვილოსნოს შეკუმშვის სიძლიერე მონტევიდეოს ერთეულებში?
ჩამოთვლილთაგან, საშუალოდ რამდენ მონტევიდეოს ერთეულს შეადგენს საშვილოსნოს შეკუმშვის ძალა პეისმეიკერულ ზონაში მშობიარობის პირველ პერიოდში?
ჩამოთვლილთაგან, რომელი მაჩვენებელი წარმოადგენს მშობიარობის პირველ პერიოდში განვითარებული სამშობიარო მოქმედების სისუსტის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმს?
ჩამოთვლილთაგან, რომელი ფაქტორი წარმოადგენს ანეუპლოიიდიის ყველაზე მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს?
ჩამოთვლილთაგან, ორსულობათა დაახლოებით რამდენ პროცენტ შემთხვევაში ვითარდება ანეუპლოიდია?
ჩამოთვლილთაგან, დაახლოებით რამდენ შემთხვევაში რთულდება ამნიცენტეზის პროცედურა ნაყოფის ანტენატალური სიკვდილით?
ჩამოთვლილთაგან, რომელი მდგომარეობა წარმოადგენს ორსულობის დროს ნაყოფის კარიოტიპირების ჩატარების ჩვენებას?
ჩამოთვლილთაგან, ნაყოფის რომელ ორგანოში არის ყველაზე მეტად მოსალოდნელი იზოლირებული სტრუქტურული ანომალიების განვითარება?
ჩამოთვლილთაგან, რამდენ პროცენტ შემთხვევაში არის მოსალოდნელი ნაყოფის ატრიოვენტრიკულური დეფექტის განმეორების რისკი შემდგომი ორსულობების დროს?
განმეორებითი ორსულობის დროს ჩამოთვლილთაგან, რამდენი კვირის ვადაზე არის რეკომენდებული ნაყოფის ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევა, თუ წინა ორსულობის დროს ახალშობილს აღენიშნებოდა ატრიოვენტრიკულური დეფექტი?
ჩამოთვლილთაგან, რომელი მდგომარეობის დროს მატულობს ნაყოფის ნერვული მილის დეფექტის განვითარების რისკი?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ნაყოფის რომელი სტრუქტურა არ მონაწილეობს ალფა-ფეტოპროტეინის სინთეზში?
ჩამოთვლილთაგან, ორსულობის რამდენი კვირის ვადაზე არის მომატებული ამნიონურ სითხეში ალფა-ფეტოპროტეინის კონცენტრაცია ყველაზე მეტად?
ჩამოთვლილთაგან, ორსულობის რამდენი კვირის ვადაზე არის მომატებული დედის სისხლის შრატში ალფა-ფეტოპროტეინის კონცენტრაცია ყველაზე მეტად?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რა განაპირობებს დედის სისხლის შრატში ალფა-ფეტოპროტეინის კონცენტრაციის მომატებას ნორმალური განვითარების მქონე ნაყოფით ორსულობის დროს?
ორსული, G2P1, გესტაციური ვადა 17კვ. ულტრაბგერითი გამოკვლევით - ორსულობა ერთნაყოფიანი, სტრუქტურული ანომალიები არ აღინიშნება, ამნიონური სითხის ინდექსი ნორმა, ნაყოფის ზომები შეესაბამება გესტაციურ ვადას. დედის სისხლის შრატში ალფა-ფეტოპროტეინის კონცენტრაცია 0,5-ჯერ მეტია "MOM". ცამოთვლილთაგან, ორსულობის შემდგომი მართვის რომელი ტაქტიკაა ყველაზე მისაღები?