QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო ალერგოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო ალერგოლოგია

626 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

441

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რინიტის რომელი ფორმისთვის არის დამახასიათებელი შემდეგი მიმდინარეობა - იწყება ბავშვთა და ახალგაზრდა ასაკში, მემკვიდრეობა დამძიმებულია ალერგიული დაავადებებით, გამოხატულია ცხვირცემინება, ქავილი ცხვირში და ხახაში, რინორეა, ცხვირის სეკრეტში ნახულობენ ეოზინოფილებს, კანის სინჯები დადებითია არაინფექციურ ალერგენებზე, მომატებულია შრატში “IgE”-ს რაოდენობა და აღინიშნება დადებითი რასტ-ი სპეციფიკურ “IgE”-ზე, არ ახასიათებს სეზონურობა:

442

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რინიტის რომელი ფორმისთვის არის დამახასიათებელი შემდეგი მიმდინარეობა - ხშირად იწყება 30 წლის შემდეგ, ცხვირი დახშობილია, რინორეა ზომიერია, ხშირია ანოსმია, ცხვირის დანამატი ღრუების რენტგენოგრაფიით ხშირად აღინიშნება დაჩრდილვა, ცხვირის სეკრეტში შეიძლება იყოს დიდი რაოდენობით ეოზინოფილები, შეიძლება იყოს ეოზინოფილია სისხლში; არ არის დამახასიათებელი ცხვირცემინება, ცხვირისა და ხახის ქავილი, კანის სინჯები არაინფექციური ალერგენებზე უარყოფითია, “IgE”-ს რაოდენობა შრატში ნორმის ფარგლებშია:

443

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ გამოკვლევას ენიჭება მნიშვნელოვანი როლი პოლინოზის დიაგნოზის დასაზუსტებლად:

444

შაკიკისა და პოლინოზის დროს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი სამკურნალო საშუალებები გამოიყენება:

445

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულებაა მართებული ალერგიული რინიტის დროს:

446

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი სიმპტომებია დამახასიათებელი ალერგიული რინიტისათვის:

447

ანგიონევროზული შეშუპების დიფერენციული დიაგნოსტიკა უნდა ჩატარდეს:

448

ალერგიული დერმატიტის დროს დიფერენციული დიაგნოსტიკა უნდა ჩატარდეს:

449

ქრონიკული მორეციდივე ჭინჭრის ციების დროს დიფერენციული დიაგნოსტიკა უნდა ჩატარდეს:

450

2-6 თვის ბავშვებში დერმატიტის მიმდინარეობისათვის რომელი კლინიკური თავისებურებებია დამახასიათებელი:

451

ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან რა არის მართებული დიურინგის დაავადებისათვის:

452

მწვავე ჭინჭრის ციებას ახასიათებს:

453

სებორეული დერმატიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

454

ქვემოთ ჩამთვლილი ფაქტორებიდან რა იწვევს ინსექტალერგიას:

455

ავადმყოფი 21 წლისაა, უჩივის სახის, თავის თმიანი ნაწილის, კიდურების, ნაქის შეშუპებას, შეშუპება მკვრივია, მკრთალია, მტკივნეულია, 5-6 დღეში გადის, მაგრამ ვითარდება ხშირად, თან ერთვის ხორხის შეშუპება. ავადაა 5 წელია, ანამნეზშია რევმატიზმი, ბებიას, დეიდას და დას აღენიშნებათ ასეთივე კლინიკური მოვლენები. ანტიჰისტამინური პრეპარატები და ადრენალინი უეფექტოა. სავარაუდო დიაგნოზია:

456

ავადმყოფი 32 წლისაა, შემოვიდა განყოფილებაში ჩივილებით სახის შეშუპებაზე, ყლაპვის გაძნელებაზე. პირველად სახის შეშუპება განუვითარდა 3 წლის წინ ბუტადიონის მიღების შემდეგ (ანამნეზში რევმატიზმია). ობიექტურად: სახე, ქვედა ტუჩი, ენა და რბილი სასა შეშუპებულია. სავარაუდო დიაგნოზია:

457

ავადმყოფი 22 წლის, მედდა, შემოვიდა ჩივილებით ვეზიკულურ გამონაყარზე ზემო და ქვემო კიდურების არეში, ავადაა 3 თვეა, მდგომარეობა უარესდება ანტიბიოტიკებთნ კონტაქტის შემდეგ, ობიექტურად: ქვედა კიდურებზე სიმეტრიულ ადგილებზე აღენიშნება ერითემული, პაპულური, ბუშტუკოვანი გამონაყარი, წვრილწერტილოვანი ეროზიები სეროზული გამონაჟონით. სავარაუდო დიაგნოზია:

458

ავადმყოფი ქალი 19 წლის, უჩივის ქავილსა და გამონაყარს ლოყაზე, ავადაა 2 წელია, სეზონურობას და ფოტოსენსიბილიზაციას არ აღნიშნავს. ობიექტურად: ლოყაზე აღენიშნება წვრილპაპულური გამონაყარი, დესქვამაცია, ეს მოვლენები (გამონაყარი) ავადმყოფის გადმოცემით განუვითარდა მატარებელში მგზავრობის შემდეგ. სავარაუდო დიაგნოზია:

459

ავადმყოფი 54 წლისაა, შემოვიდა კლინიკაში სახის ნახევრისა და თვალების შეშუპებით, დაავადების დაწყებას უკავშირებს მწერის ნაკბენს, ალერგიულ დაავადებებს ანამნეზში არ აღნიშნავს. ობიექტურად: სახე ჰიპერემიულია, სახის მარცხენა მხარე და ქუთუთოები შეშუპებულია. ორბიტის არეში აღენიშნება ფლუქტუაცია. სისხლის ანალიზით ედს - 25მმ/სთ. შინაგანი ორგანოების მხრივ პათოლოგია არ არის. “T”-38.50 C; პულსი-100’; “TA”-120/80 მმ ვწყ სვტ. სავარაუდო დიაგნოზია:

460

ენდოგენური ჭინჭრის ციება შეიძლება გამოწვეული იყოს:

განმარტებები