სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო პედიატრია · შეცდომებზე მუშაობა
სალიცენზიო პედიატრია
ფართო ღია არტერიულ (ბოტალის) სადინარს არ ახასიათებს:
წინაგულთაშორის ძგიდის დეფექტს ბავშვობის ასაკში არ ახასიათებს:
გულის რომელი მანკის დროს არის წინაგულთაშორის ძგიდის დეფექტისა და მიტრალური ხვრელის სტენოზის კომბინირება?
მცირე წრის (ფილტვისმიერი) ჰიპერტენზია არ ვლინდება:
ფილტვის არტერიის გამოხატულ (მძიმე) იზოლირებულ სტენოზს არ ახასიათებს:
ფილტვის არტერიის სარქვლების თანდაყოლილი უკმარისობის დროს აუსკულტაციური მონაცემებია:
რომელი გართულება არ ახასიათებს აორტის სტენოზს?
როგორია არტერიული წნევა აორტის კოარქტაციის შემთხვევაში?
ფალოს ტრიადაში არ შედის:
ფალოს ტეტრადის შემადგენელი კომპონენტი არ არის:
ფალოს ტეტრადას არ ახასიათებს:
ჰიპოქსიური (ქოშინისა და ციანოზის) კრიზების პაროქსიზმის მკურნალობისას ფალოს ტეტრადას დროს არ გამოიყენება:
5 წლის ბიჭს აღენიშნება დაღლილობა, ხშირი ავადობა სასუნთქი სისტემის დაავადებებით, მარცხენა პარკუჭის პულსაციის გაძლიერება, კატის კრუტუნი მარცხნივ II ნეკნთაშორის არეში, ეკგ-ზე მარცხენა პარკუჭის გადატვირთვა, რენტგენოგრამაზე - მცირე წრის ჰიპერვოლემია, მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია. თქვენი წინასწარი დიაგნოზია:
ავადმყოფს ღია არტერიული სადინრით არ ახასიათებს:
ავადმყოფს ღია არტერიული სადინრით პრაქტიკულად არ უვლინდება:
ავადმყოფს ღია არტერიული სადინრით, როგორც წესი არ უვითარდება:
გამოხატული ზოგადი ციანოზი ახასიათებს:
ფილტვისმიერი ჰიპერტენზია არ ახასიათებს:
პარკუჭთაშორის ძგიდის დიდი ზომის დეფექტის შემთხვევაში 3 თვის ასაკის ბავშვს არ უვლინდება:
პარკუჭთაშორის ძგიდის დეფექტის დროს შუილის მაქსიმალური ხმიანობა ვლინდება: