QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო ნეონატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო ნეონატოლოგია

863 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1

დროულ ახალშობილს აღენიშნება მეკონიუმის ასპირაციის სინდრომი. ჩამოთვლილიდან რომელ მდგომარეობა წარმოადგენს მეკონიუმის ასპირაციის რისკ-ფაქტორს:

2

ნიკოტინის მომხმარებელი მოზარდი ორსული იმყოფება პრენატალური მეთვალყურეობის ქვეშ. ჩამოთვლილიდან, რომელი გართულება აღენიშნება ნაყოფს დედის მიერ ნიკოტინის მოხმარების შემთხვევაში:

3

პრენატალური მეთვალყრუეობის დროს გამოითქვა ეჭვი, რომ ნაყოფს აღენიშნება განვითარების მანკი, კერძოდ საყლაპავის ატრეზია. ჩამოთვლილი სტრუქტურული ანომალიებიდან რომელი არ ახლავს საყლაპავის ატრეზიას:

4

ჩამოთვლილი მიზეზებიდან ყველაზე მეტად რომელი პროცესია ახალშობილთა ტრანზიტორული, კონიუგაციური სიყვითლის განვითარების მიზეზი:

5

რომელი სიმპტომი არ არის სპეციფიური ახალშობილთა წყლულოვანნეკროზული ენტეროკოლიტისათვის:

6

ჩვილების უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკ ფაქტორი არ არის:

7

დროული გოგონა დაიბადა მე-3 ორსულობიდან და მე-3 მშობიარობიდან. დედა O(I)Rh(-). I ორსულობიდან დედას ჰყავს 5 წლის ჯანმრთელი გოგონა, II ორსულობა დასრულდა მკვდრადშობადობით. III ორსულობა მიმდინარეობდა გართულების გარეშე. ჩამოთვლილი ვარიანტებიდან რა მახასიათებლები გამორიცხავს ჰემოლიზური დაავადების განვითარებას ახალშობილში:

8

5 დღის დროულ ახალშობილს ტრანზიტორული სიყვითლის შემთხვევაში, საერთო ბილირუბინის მაქსიმალური მაჩვენებელი შესაძლებელია ჰქონდეს:

9

ჩამოთვლილი მიზეზებიდან რომელი განაპირობებს ახალშობილთა ჰემორაგიული დაავადების განვითარებას:

10

გესტაციით 38 კვირის ახალშობილის დედას აღენიშნება შაქრიანი დიაბეტი. ახლშობილის დაბადების მასა შეადგენს 4255 გრ. ჩამოთვლილიდან რომელი ანომალიის არსებობა არის მოსალოდნელი ასეთ დროს:

11

ჯანმრთელ, 2 დღის ახალშობილს, მთელ სხეულზე აღენიშნება გამონაყარი. გამონაყარი მოყვითალო თეთრი ფერის პაპულაა ერითემულ ფონზე. დაისვა დიაგნოზი: ტოქსიკური ერითემა. რის ნახვას ელით მიკროსკოპული კვლევის დროს:

12

ჩამოთვლილიდან რომელი მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს ცისტური ფიბროზის ფონზე:

13

ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელია ტიპიური ახალშობილთა ჰერპეს ვირუსული ინფექციისათვის:

14

ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელი არ არის ტიპიური თანდაყოლილი ციტომეგალოვირუსული ინფექციისათვის:

15

ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელია ტიპიური თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზისათვის:

16

ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელია ტიპიური თანდაყოლილი ათაშანგისათვის:

17

ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელია ტიპიური თანდაყოლილი ჩუტყვავილისათვის:

18

ახალშობილთა B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციის მანიფესტაცია შეიძლება იყოს “ადრეული” ან “გვიანი”, ხოლო ლოკალიზაცია სხვადახვა სისტემაში. ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელია "გვიანი" მანიფესტაციის ყველაზე ხშირი ვარიანტია:

19

ქვემოჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელი ასოცირდება ყველაზე ხელშესახები და სწრაფი უარყოფითი ეფექტით, ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილში:

20

42 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობას ვადაგადაცილებულ ორსულობას უწოდებენ. რომელი კლინიკური ნიშანი მიუთითებს ახალშობილის ვადაგადაცილებულობაზე:

განმარტებები