სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო
დედას მოჰყავს 7 წლის გოგონა, რომელზეც განხორციელდა სექსუალური ძალადობა. გოგონა დაკითხეს და გამოვლინდა რომ 14 წლის დეიდაშვილი ეხებოდა მის სხეულს თითით რამოდენიმე დღის წინ. სხეულის დათვალიერების შემდეგ რა დაზიანებები შეიძლება იყოს ნანახი გოგონას სხეულზე
აქ ჩამოთვლილი კლინიკური სცენარებიდან, რომელია ყველაზე საეჭვო,რომ ადგილი აქვს არასათანადო დამოკიდებულების
შენ ამოწმებ 5 წლის გოგონას მდგომარეობას, რომელიც შესაძლოა სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. დაკითხვის და დოკუმენტაციის შედგენის ყველა ფორმა მისაღებია, გარდა
შენ ამოწმებ 5 წლის გოგონას მდგომარეობას, რომელიც შესაძლოა სექსუალური ძალადობის მსხვერპლია.დაზარალებული ბავშვის ფიზიკური მდგომარეობის შეფასებისას, თქვენი აზრით აუცილებელია ჩაუტარდეს ბავშვს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე გამოკვლევა (ქლამიდია,გონორეა) ყველაზე მისაღები ტესტის ფორმა, ამ დაავადების აღმოსაჩენად რომელია ამ სიტუაციაში
6 წლის გოგონა მოიყვანეს მშობლებმა საავადმყოფოში მას შემდეგ რაც მან გამოააშკარავა ანალური სექსი თავის ბიძაშვილთან , რამდენიმე კვირის წინ.გოგონას ფიზიკური დათვალიერების შემდეგ რა იქნება მისი ყველაზე შესაბამისი მდგომარეობა?
ადგილობრივ პედიატრს ჰყავს ბავშვი თავის დაწესებულებაში. პედიატრს სურს რომ ბავშვი იყოს გადაყვანილი საავადმყოფოში გამოსაკვლევად. ექიმი არ არის დარწმუნებული არის თუ არა ბავშვი ძალადობის მსხვერპლი თუ ბავშვს აქვს სხვა რაიმე სამედიცინო პრობლემა. ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან შესაძლოა იყოს მცდარი ძალადობის დასადგენად, გარდა
3 წლის ბავშვი მოჰყავთ ექსტრემალურ მდგომარეობაში. მშობლების თქმით ბავშვი იყო კარგად, მაგრამ უეცრად დაეცა. გასინჯვის შედეგად“T 37OC“ წნევა 70/40, პულსი 150, სუნთქვის სიხშირე 40. მუცელი შებერილია, აქვს სილურჯეები ტანზე, სახესა და კიდურებზე. მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ ჩატარდა მუცლის კომპიუტერული ტომოგრაფია. ასეთი მდგომარეობის საფუძველზე რა შეიძლება იყოს აღმოჩენილი ტომოგრაფიის შედეგად?
პედიატრის ვარაუდით ერთ თვემდე ასაკის ბავშვის მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა. ბავშვი მიყავს გასასინჯად. მოცემული კლინიკური სცენარებიდან რომელი აღწერს არასათანადო მოპყრობას ბავშვის მიმართ?
სასწრაფო დახმარების მანქანას მოყავს 7 წლის ბიჭი გულყრით. ისტორიაში არის ნახსენები ეპილეფსია და მკურნალობა ვალპროატის მჟავით, თუმცა დედამ თვითნებურად შეწყვიტა მკურნალობა, რადგან სჯერა რომ ღმერთი განკურნავს მის შვილს. ეს არის მაგალითი:
11 თვის ბავშვი მოყავს დედას ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად.ბავშვს აქვს პერიანალური მიდამოს ქავილი. კვლევა ამჟღავნებს დაზიანებულ მეჭეჭს პერიანალურ მონაკვეთზე. ქვემოთ მოცემულია შესაბამისი ქმედებები, გარდა ერთისა
8 წლის გოგონა მოიყვანეს მშობლებმა მას შემდეგ რაც მან გამოააშკარავა ,რომ 15 წლის მეგობრის ძმა ეხებოდა . ოჯახმა გააცხადა პოლიციაში და გოგონა მოიყვანეს საავადმყოფოში შესამოწმებლად. ქვემოთ აღწერილი მდგომარეობიდან რომელია ნორმალური ამ ასაკის გოგონასათვის
კომისიის ერთობლივი მოთხოვნების თანახმად, ყველა ინფორმაცია პაციენტის შესახებ უნდა იყოს შეტანილი (დოკუმენტირებული) სამედიცინო ანაგარიშში (ოქმში), გარდა:
ქვემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან, რომელიც ეხება ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და დეპარტამენტს, ყველა სწორია გარდა ერთისა
13 წლის მოზარდი მოდის სასწრაფო დახმარების ცენტრში მნიშვნელოვნად შეცვლილი ფსიქიკური სტატუსით. კანონით რამდენად გამართლებულია ამ პაციენტის მკურნალობა მშობლების თანხმობის გარეშე, მოცემულია მტკიცებულებები და რომელი მათგანი არის ყველაზე მისაღები
კონკრეტულ სიტუაციებში მშობელს აქვს უფლება უარი თქვას ბავშვის მკურნალობაზე. ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებიდან რომელია მისაღები
თქვენ როგორც ექიმს გიკავშირდებათ პაციენტის მამა, რომელიც გატყობინებთ რომ აპირებს შეიტანოს საჩივარი სასამართლოში თქვენს წინაღმდეგ, თქვენი პირველი ნაბიჯია?
თქვენ აპირებთ მოიპოვოთ თანხმობა,იმაზე რომ 2 თვის ბავშვს ჩაუტაროთ ლუმბალური პუნქცია.მოცემულიდან, რომელი მტკიცებულება წარმოადგენს ჭეშმარიტებას თანხმობის პროცესთან დაკავშირებით
ხშირი ჩივილები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ვიზიტის შემდეგ.
თქვენ მიწვეული ხართ ექსპერტად კლინიკური შემთხვევის სწორად მართვის შესაფასებლად . რომელი განმარტება წარმოადგენს სიმართლეს?
შენ ხარ ემერჯენსის ექიმი რაიონის სავადმყოფოში, სადაც განთავსებულია რამდენიმე საწოლი, მოდის პაციენტი რომელსაც აქვს სეპტიკური შოკი, საჭიროებს დაინტუბირებას და ინტენსიურ ზედამხედველობას. პაციენტი იმყოფება თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ მაგრამ საჭიროა მისი თერაპიულ განყოფილებაში გადაყვანა