სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო
14 წლის გოგონა დაეცა ფეხბურთის თამაშის დროს და გადაუბრუნდა კოჭი. მას აღენიშნება შეშუპება . რენდგენოლოგიურმა კვლევამ აჩვენა რბილი ქსოვილების შეშუპება, მარგამ მოტეხილობების არსებობა არ გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელია ყველაზე მართებული მკურნალობა ამ პაციენტისთვის?
10 წლის ბიჭი შემოიყვანეს იდაყვის ტკივილით. ის არის ბეისბოლის მოთამაშე . უჩივის განმეორებად ტკივილებს მარჯვენა იდაყვის მედიალურ ნაწილში რამოდენიმე თვეა. ამ საღამოს თამაშის დროს ბიჭმა იგრძნო ამოვარდნა და მომატებული ტკივილი იდაყვის იმავე მიდამოში. ის ვერ ახერხებს მთლიანად გაასწოროს იდაყვი და ნეკის მგრძნობელობა დაკარგულია, ასევე გრძნობს ტკივილს მაჯის არეში მოხრის მცდელობისას. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელია ყველაზე მისაღები მკურნალობის მეთოდი?
5 წლის გოგონა ჩამოვარდა 152.5 სმ სიმაღლის კედლიდან და ძირს დაეცა ხელებით და მუხლებით. მშობლებმა ის გ.დ.გ.-ში მოიყვანეს უძლიერესი ტკივილით, მარჯვენა ბარძაყი მუხლში მოხრილი, შევარდნილი და შიგნით შებრუნებული. დისტალური პულსირება დაუზიანებელია, მენჯის მიდამოს რენტგენით მოტეხილობა არ გამოვლინდა. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელია მართებული აღნიშნულ დაზიანებასთან დაკავშირებით?
8 წლის გოგონა ჩამოვარდა პონიდან და იტკინა მარჯვენა მკლავი. თქვენთან გადმოაგზავნეს ორთოპედთან, რომ შეეფასებია ზრდის ფირფიტასთან ახლომდებარე ბეჭის პროქსიმალური მოტეხილობა .შემოსვლისთანავე, თქვენ რწმუნდებით, რომ მისი დისტალური ნერვოვასკულარული მდგომარეობა დაუზიანებელია. ჩვეულებრივი რენტგენოლოგიური კვლევა გვიჩვენებს პროქსიმალური ბეჭის მოტეხილობას, რომელიც გრძელდება ზრდის ფირფიტაში 30 გრადუსი კუთხით, მაგრამ არ გადადის სახსარზე. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელია მართებული მკურნალობა აღნიშნულ დაზიანებასთან დაკავშირებით?
6 წლის გოგონა სკოლიდან მოიყვანეს მას შემდეგ რაც მარჯვენა შუა თითი მოაყოლა კარებში. დათვალიერებისას, ფრჩხილი მხოლოდ ძირშია დაზიანებული, აღენიშნება ჭრილობა დაფრჩხილქვეშა ჰემატომა. დაზიანებულია ფრჩხილის ფესვი. ჩვეულებრივი რენტგენოლოგიური კვლევა გვიჩვენებს დისტალური ფალანგების არაადგილმონაცვლებულ განივ მოტეხილობას. ქვემოთჩამოთვლილთაგან ყველაზე მართებული მკურნალობა აღნიშნულ დაზიანებასთან დაკავშირებით არის:
თქვენ სინჯავთ 2 წლის ბავშვს, რომელიც გადავარდა პირველი სართული ფანჯრიდან. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ყველა შეფასება სწორია ამ ასაკის ბავშვისთვის, გარდა:
16 წლის ვაჟი დაშავდა ამაეიკული ფეხბურთის თამაშის დროს. ბურთის ძლიერი დარტყმის მცდელობის დროს იღრძო მარცხენა მუხლი. ის ამბობს რომ ტკაცუნის შეგრძნება აქვს. 1 საათის შემდეგ გ.დ.გ. -ში მისვლისთანავე, მდგომარეობის დათვალიერებამ გამოავლინა დიფუზიური შეშუპება რომელიც თავსებადია ჰემართროზთან. რენტგენოლოგიური კვლევით, რომელიც ლულოვან ძვლების დათვალიერებასაც მოიცავდა არ გამოავლინა მოტეხილობა ქვემოთჩამოთვლილი დიაგნოსტიკური მეთოდებიდან, რომელს შეუძლია ყველაზე სწორად გამოავლინოს არსებული დარღვევა:
18 წლის ყმაწვილი უჩივის ტკივილს მარჯვენა მაჯის მიდამოში სკეიტბორდინგის დროს დაცემის შემდეგ. ის ამბობს რომ შეეცადა შეემცირებია ვარდნა და მიწაზე დაეშვა მარჯვენა ხელის გულით. მდგომარეობის დათვალიერებამ გამოავლინა საშუალო სიმძიმის შეშუპება მაჯის მიდამოში და გამოხატავს ტკივილის გაძლიერებას ღერძზე დაწოლით ცერის მიდამოში ხელის მტევნის სუპინაციის მცდელობის დროს წინააღმდეგობით. რენდგენოლოგიური კვლევით, რომელიც ლულოვანი ძვლების დათვალიერებასაც მოიცავდა არ გამოავლინა მოტეხილობა .ქვემოთ ჩამოთვლილი დიაგნოსტიკური მეთოდებიდან, რომელს შეუძლია ყველაზე სწორად გამოავლინოს არსებული დარღვევა:
16 წლის გოგონა უჩივის ცერის ტკივილს წინა დღეს თხილამურებით სრიალის დროს დაცემის შემდეგ. მან დაცემის შემდეგაც გააგრძელა სრიალი ტკივილის მიუხედავად. მაგრამ ახლა ტკივილი გაძლიერდა და არის შეშუპება. რენტგენოლოგიური კვლევით ყველაფერი ნორმის ფარგლებშია. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რას მოიცავს სწორი მართვა:
7 წლის ბიჭი გარბოდა მინის კარებისკან და გაიჭრა მარჯვენა მაჯა ხელის ფუნქციონირების შეფასებისას ვლინდება მის მაჯის სისუსტე და თითის გაშლის პრობლემა აქვს. ყველაზე მეტად რომელი ნერვის დაზიანებას ვარაუდობთ:
12 წლის ბიჭი მოტოკროსის რბოლის მონაწილე შემოვიდა გ.დ.გ.-ში ავარიის შემდგომ მარჯვენა ფეხის ქვედა ნაწილის ტრავმით. მას აქვს კუთხოვანი ღია მოტეხილობა, ძვალი მოჩანს 12სმ-ნი ჭრილობიდან. პულსირებადი სისხლდენა არ აღენიშნება და ესინჯება ტერფის დორსალური პულსი. რომელი ტიპის ღია მოტეხილობა აქვს მას გუსტილოს კლასიფიკაციის მიხედვით:
16 წლის ბიჭი გასინჯეს შორს მყოფ საავადმყოფოში და იქაური ექიმი გირეკავთ თქვენ გ.დ. გ. -ში რჩევისთვის. პაციენტი უჩივის მოულოდნელად წარმოქმნილ ტკივილს კალათბურთის თამაშის დროს ბურთის მიწოდებისას ნახტომის მომენტში. მისი ექიმი აღნიშნავს, რომ რენტგენმა გამოვლინდა მისი მდგომარეობის თავსებადობა ოსგუდ შლატერის მიერ აღწერილ მდგომარეობასთან, თუმცა მიუხედავად ხელმეორედ მიღებულ ტკივილგამაყუჩებლებისა, კვლავ ტირის. პაციენტი უჩივის ტკივილს, მიუხედავად აქტიური დორსიფლექციისა და ფეხის გულის პასიური ფლექსიისა ტერფზე. მისი თქმით, მას ესინჯება ტერფის დორსალური პულსი და კაპილარების შევსება ფეხის თითებში ხდება 2წამში. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელია ყველაზე მისაღები პასუხი/რჩევა:
თქვენ აფასებთ 6 წლის ბიჭის მდგომარეობას, რომელმაც გადაიტანა ბარძაყის პროქსიმალური მოტეხილობა, მას შემდეგ რაც ცხენმა გადმოაგდო. ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დებულება სწორია, გარდა:
მცირეწლოვან ბავშვს ნაღრძობი მუხლის ტრავმით, რომელსაც “კრაჭუნი” ესმის, აღენიშნება ჰემართროზი, და მისი ყველაზე ხშირი გამოვლინებაა მუხლის თავის ამოვარდნილობა, დიდი წვივის ბორცვის მოცილება. რომელი დიაგნოზი შეესაბამება აღწერილ მდგომარეობას?
10 წლის ბიჭს აღენიშნება მარჯვენა ხელის შეშუპება და ეკქიმოზი ველოსიპედიდან ჩამოვარდნის შემდეგ. დათვალიერებისას თქვენ ეჭვი გიჩნდებათ ხელის 1 ან მეტი მოტეხილობის არსებობაზე. როდესაც ხდება ფალანგების და მეტაკარპალური ძვლების მოტეხილობების შეფასება, ფიზიკური დათვალიერება უფრო ეფექტურად ითვლება ვიდრე რენტგენოლოგიური, თუ ვაფასებთ:
თქვენ მუშაობთ მცირე სათემო საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში (ED), როდესაც გ.დ.გ.ი-შ შემოიყვანს 12-წლის ბიჭს ხელის დაზიანებით კედელზე მუშტის დარტყმის შემდეგ. მისი გასინჯვა გვიჩვენებს შეშუპებას და მე-5 მეტაკარპალური ძვლის დაზიანებას, თუმცა არ ვლინდება აშკარა როტაციული დეფორმირება. რენტგენი გვიჩვენებს მე-5 მეტაკაპრალური ძვლის ყუნწის მოტეხილობას, 10გრადუსიანი ვოლარული კუთხით. საუკეთესო მეთოდი ამ ტრავმის მკურნალობსათვის:
ქვემოთ მოცემული მტკიცებულებებიდან, რომელიც ეხება სასწრაფო სამედიცინო მომსახურებას ბავშვებში, რომელია სწორი
ამერიკის გულის ასოციაციის თანახმად, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ყველაზე სწორად რომელი აღწერს კავშირებს პედიატრიული „გადარჩენის ჯაჭვში„
სასწრაფო დახმარების სამსახური გიკავშირდებათ თქვენ ერთ თინეიჯერთან დაკავშირებით, რომელიც უარს აცხადებს ტრანსპორტირებაზე უბედური შემთხვევის ადგილიდან. ყველაზე კარგად რომელი აღწერს ემანსიპირებულ სრულწლოვანს, რომელსაც აქვს უნარი მიიღოს გადაწყვეტილება მისი ჯანმრთელობის შესახებ?
10 წლის ბიჭი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული პრობლემები: ეპილეფსია და გულის თანდაყოლილი მანკი, მოიყვანეს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში ტემპერატურის გამო. გასინჯვის შემდეგ გადაწყდა ბავშვი გაეშვათ ბინაზე და ყოფილიყო მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ. მშობლები გეკითხებიან, როგორ მოიქცნენ მომავალში თუ რაიმე სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემა გაჩნდება თქვენ ურჩევთ: