სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო
გრეივსის დაავადების ძირითადი სიმპტომებია, გარდა:
სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ მოყვანილ იქნა 4 წლის გოგონა ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან. თვითმხილველთა გადმოცემით პაციენტს დაეჯახა მანქანა. შემოსვლისას წნევა68/43“mmHg“, გულისცემა 200. ჰემოგლობინის მაჩვენებელი 7.0გ/ლ მუცელი დაჭიმულია. წნევის მართვასთან მიმართებაში რომელი ქმედება არის მართებული
ბავშვებში პანკრეატიტის ყველაზე ხშირი მიზეზია:
ჩამოთვლილთაგან რა ახასიათებს კრუპს ყველაზე ნაკლებად?
პაციენტს აღენიშნება ტაქიკარდია, ჰიპოტენზია და ტემპერატურა 39,2. 2 ლიტრი ფიზიოლოგიური ხსნარის ინფუზიის შემდეგ წნევა არის 90/40. სისხლი აღებულია ლაბ. ანალიზებისათვის, ჩატარებული აქვს გულმკერდის რენტგენოგრაფია. რა არის შემდეგი ნაბიჯი?
რომელია მართებული იბუპროფენით ინტოქსიკაციასთან მიმართებაში
ძილის რომელი პოზიციაა საუკეთესო ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკის შემცირებისთვის?
6 წლის პაციენტი მოყვანილ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან. სასწრაფო დახმარების ექიმის გადმოცემით, პაციენტს შემთხვევის ადგილზე აღენიშნებოდა მგრძნობელობის დაქვეითება ქვემო კიდურების არეში. ამჟამად პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არის სტაბილური, ნეიროვასკულარული სტატუსი კომპრომიტირებული არ არის. რენტგენოლოგიურ კვლევებზე პათოლოგია ნანახი არ იქნა. რა არის ამ პაციენტთან მართებული ტაქტიკა
ფარინგიტის ყველაზე ხშირი გამომწვევია:
რა არ არის სისტემური ანთებითი პასუხის სინდრომის კრიტერიუმი მოზრდილებში?
სეპტიური შოკის დროს ადრეული მიზანმიმართული თერაპიის მიზნებია ყველა, გარდა
რომელია მართებული უცხო სხეულის ასპირაციასთან მიმართებაში
კისრის მალების რენტგენოლოგიური კვლევა ხორციელდება შემდეგ ძირითად პროექციებში, გარდა :
გადაყლაპვის შემთხვევაში რომელი აზიანებს მნიშვნელოვნად საყლაპავი მილის ლორწოვან გარსს?
6 თვის ჩვილი მოყვანილია დედის მიერ 4 დღის ხანგრძლივობის დიარეით. ბავშვი ზომიერად დეჰიდრატირებულია. რომელია სავარაუდო მეტაბოლური დარღვევა ამ შემთხვევაში?
დედის მიერ მოყვანილია 9 დღის აფებრილური ჩვილი გულყრით. ორსულობა და მშობიარობა მიმდინარეობდა გართულების გარეშე).რომელია გულყრის სავარაუდო მიზეზი?
ჩამოთვლილთაგან ყველა მართებულია უკანა ეპისტაქსისთან მიმართებაში (მკურნალობის ჩათვლით), გარდა:
სტრეპტოკოკული ხახის ინფექციების არჩევის მკურნალობაა:
რომელი სახის არითმია ვითარდება ყველაზე ხშირად დიგოქსინით ინტოქსიკაციის დროს?
გადაუდებელი მედიცინის დეპ-ში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოიყვანა პაციენტი უგონო მდგ-ში, რომელსაც აქვს მეორე ტიპის დიაბეტი და უკეთდება ლანტუსი, დაფიქსირდა შაქარი 32 მგ/დლ. პაციენტს ანამნეზში აქვს ასევე ციროზი და ასციტი. შესაბამისი მკურნალობის შემდგომ 16 სთ-ის შემდეგ პაციენტი კონტაქტურია, ადექვატური და შაქარი სისხლში არის 110მგ-დლ. როგორია დისპოზიციის შემდგომი ტაქტიკა?