სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო
3 კვირის ბავშვი მოყვანილია გადაუდებელი დახმარების გან-ში ნაღვლოვანი ღებინებით და ტირილის ეპიზოდებით 2 დღის გან-ში. ანამნეზიდან საყურადღებოა კვების სირთულეები დაბადებიდან და ხელოვნური ნარევის ორჯერადი ცვლილება. გასინჯვით,“T-37“,“HR-180“, „RR-56„“BP 88/56“, იგი გამოიყურება ტოქსიურად და აჭრელებულია. მუცელი არის დაჭიმული, პალპაციით გენერალიზებულად მტკივნეული, თუმცა არ არის ჰეპატოსპლენომეგალია. განავალი დადებითია ფარულ სისხლდენაზე. სათანადო სითხის შევსების შემდეგ, რა არის შემდგომი ტაქტიკა
5 კვირის ბიჭი მოყვანილია გდგ-ში 10 დღიანი ღებინების ანამნეზით. არ არის ცხელებისა და დიარეის ანამნეზი. პირნაღები მასა არ არის ნაღვლოვანი, ან სისხლიანი, ღებინება უშუალოდ მოსდევს კვებას. გასინჯვით:”HR-140”, „RR-40“,T/A-75/54”. გამოხატულია მსუბუქი დეჰიდრატაცია, მუცელი არ არის შებერილი, პალპაციით რბილი, ჰეპატოსპლენომეგალია და წარმონაქმნი არ ვლინდება. განავალი უარყოფითია ფარულ სისხლდენაზე. ელექტროლიტები:”Na-132მექ/ლ”,“K-3,0 მექ/ლ”,”Cl-94 მექ/ლ” ,”CO2-28 მექლ/ლ”,”BUN- 18მგ/დლ”, “Cr0,4mg/dl”, გლუკოზა 88მგ/დლ. რომელი დიაგნოსტიკური მეთოდია სწორი:
1 თვის ბავშვი მოიყვანეს გადაუდებებლი დახმარების გან-ში მარჯვება საზარდულის არეში შეშუპების გამო, რომელიც გრძელდება 3 დღეა. დედამ შეამჩნია, რომ მარჯვენა საზარდულის არეში პერიოდულად ვლინდებოდა და ქრებოდა შესივება. შემოსვლის დღეს შესივება გახანგრძლივდა რამდენიმე სთ გდგ-ში შემოსვლამდე. გასინჯვით: ზოგადი მდგ-ბა ნორმალური, მუცელი არ არის შებერილი და პალპაციით წარმონაქმნი არ ვლინდება გენიტალური არის გასინჯვისას არ ვლინდება სათესლის შეშუპება, ფერის შეცვლა, ან პალპირებადი წარმონაქმნი. სათესლე ჯირკვალი დაშვებულია ბილატერალურად და ზომით ნორმალურია. როგორია პაციენტის სწორი მენეჯმენტი:
2 წლის ბავშვი მოიყვანეს გადაუდებელი დახმარების გან-ში მრავალჯერადი სისხლიანი განავლით 1 დღის გან-ში. მას არ ჰქონდა ცხელება, ღებინება, მუცლის ტკივილი. გასინჯვით, ბავშვი არის აფებრილური და კარგად გამოიყურება. მუცელი არ არის დაჭიმული, პალპაციით რბილი, უმტკივნეულო. რექტალური გასინჯვით ვლინდება ალისფერი სისხლი პალპებრალური წარმონაქმნის გარეშე. ჰემატოკრიტი 29%. შედედების კვლევები ნორმის ფარგლებში. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია შესაფერისი ნაბიჯი პაციენტის მართვისას:
4 წლის ბიჭმა მომართა გდგ-ს მოძრაობაზე უარის თქმის გამო ბოლო 1 დღის გან-ში. არ არის ტრავმის ანამნეზი. ბავშვს აქვს ცხელება 38 . გასინჯვით: ბავშვი წევს საკაცეზე მარჯვენა ბარძაყი მოხრილი და როტირებული. ბავშვს აღენიშნება ბარძაყის მოძრაობის შეზღუდვა ტკივილის გამო. რომელი ტაქტიკაა მისაღები:
15 წლის გოგონამ ვენტრიკულო-პერიტონეალური შუნტით მოგვმართა შუნტის რევიზიიდან 2 კვირის შემდეგ ჩივილით: ერითემა და სიწითლე შუნტის არეში. რომელი ინტრავენური ანტიბიოტიკია ამ მდგ-ის მკურნალობისთვის შესაფერისი:
16 წლის ბიჭმა, რომელიც მოხვდა სათხილამურო უბედურ შემთხვევაში, მოგვმართა მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილის გამო. მისი მენჯი არის მტკივნეული მანიპულაციისას და მენჯის რენტგენი აჩვენებს ბოქვენის თაღის ბილატერალურ მოტეხილობას. სტაბილიზაციის საწყისი ფაზის გან-ში რომელი გართულების გათვალისწინებაა პრიორიტეტული:
5 წლის ბიჭმა მორეციდივე ბრონქიტის ანამნეზით, მომართა გდგ-ს ცხელების, ტაქიპნოეს, რეტრაქციების და მარცხენა ფილტვის არეში მსტვენავი ხასიათის ხიხინის გამო. გულმკერდის რენტგენით დგინდება ჰიპერაერაცია მარცხენა ფილტვის ზედა წილის არეში და ტრაქეის უმნიშვნელო დევიაცია მარჯვნივ. რომელი ჩარევა უნდა იქნეს თავიდან აცილებული:
15 წლის გოგონამ მუკოვისციდოზით მომართა გდგ-ს ჰემოპტიზით. გადაუდებელი სიცოცხლისთვის საშიში გართულება მოცემული პაციენტისთვის არის:
7 წლის გოგონამ მომართა გდგ-ს თავის თავის ტკივილის 1 კვირიანი ანამნეზით. ის ძილიანია, თუმცა ფხიზლდება. ნევროლოგიური სტატუსი ფოკალური დარღვევების გარეშე. მისი მენეჯმენტის შემდეგი ნაბიჯია:
13 წლის ბიჭმა ვენტრიკულო-პერიტონეალური შუნტით ჰიდროცეფალიის გამო, რომლის რევიზია მოხდა 6 კვირის წინ, მომართა გდგ-ს 3 დღიანი მუცლის ტკივილისა და 2 დღიანი ცხელების (38,2) გამო. ბავშვს არ აქვს ანამნეზი გულისრევის, ღებინების, ანორექსიისა და დიარეის. გასინჯვით: შუნტის ზედა ნაწილის გასწვრივ ვლინდება ერითემა და მსუბუქი გენერალიზებული მუცლის ტკივლი. ჩამოთვლილი ინსტრუმენტული კვლევებიდან რომელია ყველაზე შესაბამისი სწორი დიაგნოზის დასასმელად:
4 წლის ბიჭი შემოვიდა ემერჯენსში 4 სმ ჭრილობით მარცხენა თვალთან წარბის გასწვრივ. რა უნდა გაკეთდეს ამ შემთხვევაში:
3 წლის გოგონა, ჩამოვარდა საქანელიდან დაეცა პირით მიწაზე. დედამ სასწრაფოდ წაიყვანა ემერჯენსში. პირველი ნახვით დაფიქსირდა ზედა ტუჩის შესიება და ლაგამის გაგლეჯა და სისხლდენა. კბილები ინტაქტურია. შესაფერისი მკურნალობა ამ შემთხვევაში:
3 წლის გოგონა, ჩამოვარდა საქანელიდან დაეცა პირით მიწაზე. დედამ სასწრაფოდ წაიყვანა ემერჯენსში. პირველი ნახვით დაფიქსირდა ზედა ტუჩის შესიება და ლაგამის გაგლეჯა და სისხლდენა. კბილები ინტაქტურია. როცა აღმოაჩენთ ენის შუა ხაზზე 1 სმ ჭრილობას, არაა განივი და არ მიდის ენის კიდეებამდე, არაა აქტიური სისხლდენა. შესაფერისი მკურნალობა ამ შემთხვევაში:
6 წლის გოგონას უკბინა ოჯახის ძაღლმა სახეზე. გასინჯვით ზედა ტუჩი არის შესივებული და აღენიშნება 1 სმ გრძივი გაგლეჯილი ჭრილობა, რომელიც მოიცავს მთელი ტუჩის მიდამოს. კბილები ინტაქტურია. სხვა დაზიანება არ აღინიშნება.ძაღლი არის იმუნიზირებული. შესაფერისი მკურნალობა ამ შემთხვევაში:
11 წლის გოგონა დაეცა კიბეზე და დაარტყა კბილის წვერი, მოიტეხა და მგრძნობიარეა ცივზე და ცხელზე. გასინჯვით კბილი მყარია, წვერი ჩამოტეხილი, პულპა არაა გაშიშვლებული. შესაფერისი მკურნალობა ამ შემთხვევაში:
11 წლის გოგონა დაეცა კიბეზე და დაარტყა კბილის წვერი, მოიტეხა და მგრძნობიარეა ცივზე და ცხელზე. გასინჯვით კბილი მყარია, წვერი ჩამოტეხილი, პულპა არაა გაშიშვლებული.როცა აღინიშნება პულპ-შიდა სისხლდენა.შესაფერისი მკურნალობა ამ შემთხვევაში:
10 წლის ბიჭი გადმოვარდა ასაძრომი ბარიერიდან და დაარტყა პირი ბოძზე. აღენიშნება სისხლდენა პირიდან და ტკივილი. გასინჯვით ზედა მარჯვენა მჭრელი გადაადგილებულია შიგნით. შესაფერისი მკურნალობა ამ შემთხვევაში:
17 წლის გოგონა ველოსიპედით, სახით დაეჯახა მოაჯირს. უჩივის ტკივილს, ვერ აღებს პირს, აღენიშნება სისხლიანი ნერწყვდენა. შესაფერისი დასკვნა ამ შემთხვევაში:
15 წლის გოგონა დამთქნარების შემდეგ ვერ ხურავს პირს. გასინჯვით პირი დაფიქსირებულია ღია მდგომარეობაში. შესაფერისი მკურნალობა ამ შემთხვევაში: