სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა კარდიორევმატოლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ბავშვთა კარდიორევმატოლოგია სალიცენზიო
15 წლის ბიჭი რამოდენიმე თვეა აღნიშნავს წელის ტკივილს. ჩივილები დინამიკაში გაუარესდა. გამოიხატა სახსრების „დაჭიმულობა“, რომელიც ნაკლებად ინტენსიურია დღის განმავლობაში. აღნიშნულს დაერთო ტკივილი დუნდულოს არეში ირადირების გარეშე. უარყოფს ტრავმას, მოგზაურობას ან მედიკამენტების გამოყენებას. ჩატარებული აქვს მრტ კვლევა, რომელმაც გამოავლინა ორმხრივი სარკოილეიტი, ეროზიები. ჩამოთვლილიდან, რა არ არის მისთვის შესაფერისი მკურნალობა:
იუვენილური იდიოპათიური ართრიტის მქონე 12 წლის გოგონა ჩაერთო კლინიკურ კვლევაში რამოდენიმე მედიკამენტის ეფექტურობის შესაფასებლად. ჩამოთვლილთაგან, რომელი აინჰიბირებს სიმსივნის მანეკროზებელ ფაქტორს (“TNF”) მის რეცეპტორთან კავშირის გზით:
ჩამოთვლილთაგან, რომელია ყველაზე საჭირო მაანკილოზებელი სპონდილიტის დიაგნოზისტირებისთვის:
ძირითადად სად ვლინდება თანდაყოლილი თვითლიმიტირებადი რეტიკულჰისტიოციტოზისათვის დამახასიათებელი მრავალობითი მოყავისფრო – წითელი პაპულები:
პოლიართრიტის მქონე პაციენტს აქვს დადებითი რევმატოიდული ფაქტორი 1: 320-ზე, ერითროციტების დალექვის სიჩქარე 58 მმ/სთ, „C“ რეაქტიული ცილა 1.3 მგ/დლ, ანტი-„CCP“ 59 „EU/ml“ (40- 59 „EU/ml“ მიიჩნევა დადებითად) და კანქვეშა კვანძები. ჩამოთვლილთაგან, რომელი არ არის საჭირო ტესტი დიაგნოზის დაზუსტებისთვის:
ასთმით დაავადებული 12 წლის ბიჭი უჩივის ტკივილს ერთი-ერთ სახსარში. ის ამბობს, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში ტკივილმა მოიმატა და ნაკლებად ექვემდებარება ჩვეულ ანალგეტიკებს. ჩივილი პრაქტიკულად მუდმივია და გავლენას ახდენს მის ძილზე. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ზღუდავს მოძრაობას ტკივილის გამო. სახსრის რენტგენოგრაფიული კვლევით გამოვლინდა ძვლოვანი სკლეროზი, ნახევარმთვარის ნიშანი და ძვლის გადასწორება. კლინიკური მახასიათებლებისა და ანამნეზიდან გამომდინარე, ყველაზე ხშირად რომელ ძვალში გვხვდება ამ ტიპის პათოლოგია:
გოგონა სისტემური წითელი მგლურათი ბოლო რამოდენიმე დღის მანძილზე უჩივის სისუსტეს და თავის ტკივილს. დიაგნოზი დაისვა 2 წლის წინ, როდესაც გამოვლინდა პირის ღრუში წყლულები, პოლიართრალგია, გამონაყარი კანზე და ჰემოლიზური ანემია. მას აქვს მომატებული ანტისხეულები ორსპირალიანი დნმ-ის მიმართ. პაციენტი ღებულობს მხოლოდ პრედნიზოლონს 10 მგ ყოველდღიურად. თირკმლის ფუნქცია 2 თვის წინ იყო ნორმალური უარყოფს ცხელებას ან ენანთემას პირის ღრუში. არტერიული წნევაა 180/105 „mmHg,“ პულსი 105/წთ, ხოლო სუნთქვის სიხშირე 16/წთ, სხეულის ტემპერატურა-ნორმა. ლაბორატორიული მაჩვენებლებია: კრეატინინი 2.8 მგ /დლ, შარდის ანალიზი-ერითროციტურია და 2+ პროტეინურია. ჩამოთვლილთაგან, რომელია პაციენტის მართვაში შემდეგი საუკეთესო ნაბიჯი:
მაანკილოზებელი სპონდილიტით დაავადებული პაციენტი მკურნალობს ნაპროქსენით 10მგ/კგ დღეში ორჯერ და უტარდება ფიზიოთერაპია. გაუმჯობესება არ აქვს. ჩამოთვლილთაგან, რომელი იქნება შესაფერისი მკურნალობა ამ პაციენტისთვის:
16 წლის პაციენტი ბოლო 2 დღე უჩივის ტკივილს, სიწითლეს და შეშუპებას მარჯვენა მუხლის არეში. გასინჯვით მუხლი მკვეთრად ჰიპერემიულია, შეხებით თბილი, შესიებული და მოძრაობის ამპლიტუდა შემცირებული. სინოვიალური სითხის ანალიზით ვლინდება გრამუარყოფითი უჯრედშიდა დიპლოკოკი. ჩამოთვლილთაგან, რომელია შესაფერისი ამ პაციენტის მართვისთვის:
პაციენტს სკლეროდერმიით, აქვს რენალური კრიზისი. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელია სწორი ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების გამოყენების შესახებ:
პაციენტი ბოლო 6 თვის მანძილზე აღნიშნავს სახეზე ერითემას მზარდი საზღვრებით, რომელიც თანდათან პროგრესირდა ნაწიბურში. მკურალობა ტოპიკური კორტიკოსტეროიდებით იყო უშედეგო. რა არის შემდეგი შესაბამისი ნაბიჯი პაციენტის მართვაში:
რომელი მედიკამენტია ნაჩვენები მძიმე ფსორიაზული ართრიტის მქონე პაციენტში სახსრების დაზიანების პროგრესირების თავიდან ასაცილებლად:
ჩამოთვლილთაგან, რომელი არ ასოცირდება რეინოს სინდრომთან:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელია მცდარი ანალგეტიკური მედიკამენტებით გამოწვეული ნეფროპათიის შესახებ:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი ასოცირდება ხშირად „C“ ჰეპატიტთან:
რომელია არასწორი მტკიცებულება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან დაკავშირებით:
15 წლის გოგონა ბოლო 6 თვე უჩივის რეციდიულ წყლულებს პირის ღრუში, სამი დღე აქვს თვალის ტკივილი და სიწითლე. ის უარყოფს სახსრების ტკივილს, გამონაყარს. პაციენტის სასიცოცხლო ნიშნებია: ტემპერატურა 37.8 „°C“ , პულსი 82’, სუნთქვის სიხშირე 16. პირის ღრუში ვლინდება სამი ზედაპირული წყლული ყვითელი ფსკერით. ოფთალმოლოგიური გამოკვლევით აღენიშნება წინა უვეიტი. ედს 70 მმ / სთ, ლეიკოციტი 9,320 /მმ 3-72% პოლიმორფონუკლეარული უჯრედები, 25% ლიმფოციტები, 3% მონოციტები. „ANA“ და „anti-Ds DNA“ უარყოფითია, „C3“ 90 მგ / დლ, ხოლო „C4“ 26 მგ / დლ. სავარაუდოდ დიაგნოზია:
რომელი ორგანოს დაზიანებაა ნაკლებად მოსალოდნელი სისტემურ სკლეროზის დროს:
პაციენტი მოგმართვათ ზოგადი სისუსტით, ხველით, წონაში კლებით და მიკროსკოპული ჰემატურიით. გულმკერდის რენტგენოგრაფიით ვლინდება მრავალობითი ღრუები, თირკმლის ბიოფსიით გამოვლინდა ნეკროზული გლომერულონეფრიტი. რა არის ყველაზე სავარაუდო დიაგნოზი:
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის რომელი ტიპი ახასიათებს ლუპუს-რეაქციას: