QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა კარდიორევმატოლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ბავშვთა კარდიორევმატოლოგია სალიცენზიო

668 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

301

ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი არის სისტემური წითელი მგლურას სადიაგნოსტიკო კრიტერიუმი:

302

ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი არის დამახასიათებელი ნეონატალური ლუპუსისთვის გარდა ერთისა:

303

11 წლის გოგონას ბოლო 3 თვის მანძილზე უჭირს წამოდგომა სკამიდან, თმის დავარცხნა. გამოხატულია გოვერის ნიშანი („Gowers sign“), მტკივნეულობა ოთხთავა კუნთის მიდამოში, კუნთებში ძალა 4/5. ამასთან, აღნიშნება ერითემული გამონაყარი ქუთუთოების გარშემო. სავარაუდო დიაგნოზია:

304

რა არის პირველი არჩევის კვლევა სავარაუდო დერმატომიოზიტის დროს:

305

8 წლის ვაჟს აქვს საერთო სისუსტე და ართრალგია; გამონაყარი ხელებზე, „დეკოლტეს“ მიდამოში. პერიორბიტალურად იისფერი დისკოლორაცია, ერითემული, ჰიპერტროფირებული წარმონაქმნები ნებფალაგთა და პროქსიმალურ ფალანგთაშორის სახსრებთან, პროქსიმალურ კუნთთა სისუსტე. სავარაუდო დიაგნოზია:

306

14 წლის გოგონას სიცივეზე უვითარდება ხელის თითების დისკოლორაცია: სიფერმკთალე, ციანოზი და შემდეგ ერითემა. რომელი დაავადების განვითარების მაღალი რისკი აქვს ამ პაციენტს:

307

რომელი ორგანოს დაზიანება არის ყველაზე ნაკლებად სავარაუდო ბეჰჩეთის დაავადების დროს:

308

15 წლის გოგონა აღნიშნავს თვალების წვას და ქავილს. ფიზიკალური მონაცემებიდან აღსანიშნავია ყბაყურა ჯირკვლების გადიდება ტკივილის გარეშე. არ აღნიშნავს პირის სიმშრალეს. სავარაუდო დიაგნოზია:

309

4 წლის ვაჟს აღენიშნება პერიოდული აბდომინალგია და ცხელება. რა არის სავარაუდო დიაგნოზი:

310

რომელი არის მართებული მტიცებულება ხმელთაშუა ზღვის ცხელების („FMF“) შესახებ:

311

ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადების გამოსავალი არის ამილოიდოზი, გარდა ერთისა:

312

13 წლის ვაჟი აღნიშნავს ხველას, ცხელაბას და წონაში კლებას 3 კვირის მანძილზე. გამოხატულია ზომიერი ტაქიკარდია, აუსკულტაციური ფენომენი- პათოლოგიიის გარეშე; ლიმფადენოპათია- აქსილარული და ეპიტროქლეარული ლიმფური კვანძების პრევალირებით. ლიმფური კვანძის ბიოფსია გვიჩვენებს არაკაზეოზურ გრანულომას. სავარაუდო დიაგნოზია:

313

10 წლის ვაჟს დიაგნოსტირებული აქვს სარკოიდოზი. კვლევის რომელი მეთოდი უნდა გამოვიყენოთ დაავადების და მასთან დაკავშირებული გართულებების მონიტორინგისთვის:

314

კავასაკის დაავადების შესაძლო გართულებები შეიძლება იყოს ყველა, გარდა ერთისა:

315

კავასაკის დაავადების დროს დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ დაავადებასთან, გარდა ერთისა:

316

ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი წარმოადგენ ჰენოხ- შონლაინის პურპურის პოტენციურ გართულებას, გარდა ერთისა:

317

4 წლის გოგონას აქვს ტემპერატურა 38 მდე, მოვლითი ხასიათის აბდომინლაგია, ღებინება და მუხლების შესიება, რომელიც გრძელდება 3 დღე. ქვედა კიდურებზე გამოხატულია პეტექიური გამონაყარი. ლაბორატორიული მონაცემებიდან საყურადღებოა ედს-ის მატება. სავარაუდო დიაგნოზია:

318

რა არ არის მართებული კვანძოვანი პოლიარტერიიტის შესახებ:

319

12 წლის გოგონას აქვს ქრონიკული სინუსიტის 2 წლიანი ანამნეზი. დღეს აღინიშნა ჰემოპტიზის ერთ ეპიზოდი, რესპირატორული დისტრესი. შარდის ანალიზში საყურადღებოა ჰემატურია. რომელი ლაბორატორიული კვლევა დაგეხმარებათ დიაგნოსიტრებაში:

320

ე.წ „ზრდის ტკივილებს“ ახასიათბს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:

განმარტებები