QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა კარდიორევმატოლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ბავშვთა კარდიორევმატოლოგია სალიცენზიო

668 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

361

17 წლის ვაჟს დადგენილია აქვს ტუბერკულოზი ხერხემლის „T11“ მალის დაზიანებით. ჩატარებული ანტიტუბერკულოზური მკურნალობის ფონზე მიღწეულია გაჯანსაღება. რა არის მართებული მისი შემდგომი პროგნოზის შესახებ:

362

ქვემოთ ჩამოთლილიდან, რომელი ახასიათებს ბეჰჩეთის დაავადებას:

363

ქვემოთ ჩამოთვლილია ვასკულიტები და მათთვის სპეციფიური დაზიანებების ლოკალიზაცია. რომელი არ შეესაბამება სიმართლეს:

364

12 წლის ვაჟი მოგმართვათ კანზე ხშირი სისხლჩაქცევების გამო. 8 წლის ასაკში ჩატარებული აქვს აპენდექტომია, რომელიც გართულდა სისხლდენით, გახანგრძლივდა შეხორცება და დარჩა დიდი ზომის ნაწიბური. მას აღენიშნება ჰიპერმობილური სახსრები, „Beigthen“-ის შკალით შეფასებულია 8 ქულით. ქვემოთ ჩამოთვლილი ტესტებიდან, რომელი იქნება შეცვლილი ამ დაავადების სროს:

365

ქვემოთ ჩამოთვლილი ოფთალმოლოგიური პათოლოგიებიდან, რომელი არ წარმოადგენს ბეჰჩეთის სინდრომის მანიფესტაციას:

366

11 წლის პაციენტს დიაგნოსიტირებული აქვს ხმელთაშუა ზღვის ცხელება( „FMF”). შარდის ანალიზში გამოვლინდა ერითროციტურია (30-40 მხ/ა). რომელი პოსტულატი არის მართებული:

367

ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი წარმოადგენს შეგრენის სინდრომისთვის დამახასიათებელ ნიშანს, გარდა ერთისა:

368

4 წლის ვაჟი მომართავს კლინიკას რეკურენტული ცხელების გამო. ბოლო 7 თვის მანძილზე ცხელება მეორდება 4 კვირაში, გრძელდება 2 დღე და თან ახლავს სტომატიტი, ფარინგიტი, ცერვიკალური ლიმფადენოპათია, ართრალგია, აბდომინალგია. შეტევებს შრის პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რა არის სავარაუდო დიაგნოზი:

369

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი ლაბორატორიული მაჩვენებელი არ შეესაბამება მაკროფაგების აქტივაციის სინდრომს სისტემური დასაწყისის იუვენლური იდიოპათიური ართრიტის დროს:

370

რა არის საწყისი არჩევის თერაპია მაკროფაგების აქტივაციის სინდრომის დროს, იუვენილური იდიოპათიური ართრიტის სისტემური მიმდინარეობის გართულების შემთხვევაში:

371

5 წლის ვაჟს ზედა სასუნთქი გზების ინფექციის გადატანიდან 1 კვირის შემდეგ გამოეხატა სიმეტრიული პეტექიური გამონაყარი ქვედა კიდურებზე და დუნდულებზე. თან ერთვის აბდომინალგია და ართრალგია. ჩამოთვლილი კვლევებიდან, რომელი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე:

372

პაციენტთან ზოგადი სისუსტით და სუბფებრილური ტემპერატურით, გამოხატულია „პეპელას“ მსგავსი გამონაყარი და მუხლის სახსრების შესიება. რომელი ორგანო ზიანდება ყველაზე ხშირად ამ დაავადების დროს:

373

რომელი დაავადებისთვის არის სპეციფიური “C-ANCA” :

374

კვანძოვანი პოლიარტერიიტის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებია:

375

„ANCA”- ასოცირებულ ვასკულიტებს მიეკუთვნება ყველა, გარდა ერთისა:

376

კავასაკის დაავადების შესაძლო გართულებები შეიძლება იყოს:

377

16 წლის გოგონას აქვს მიალგია, გამონაყარი ნებფალანგთა სახსრების გარშემო, პროქსიმალურ ფალაგთაშორისი სახსრების გარშემო ( „PIP“)- ლილისფერი, აქერცვლის ტენდენციით. გამოხატულია პროქსიმალურ კუნთთა ჯგუფის სისუსტე მხრის და მენჯის სარტყელში. რა წარმოადგენს ამ დაავადების გართულებას:

378

რომელ დაავადებასთან შიძლება იყოს ასოცირებული კვანძოვანი ერითემა ( „erythema nodosum”)

379

პირველადი რევმოკარდიტის აუსკულტაციური მონაცემებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

380

ანტისტრეპტოკოკური ანტისხეულების ტიტრის მომატება დამახასიათებელია შემდეგი დაავადებისათვის:

განმარტებები