QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა კარდიორევმატოლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ბავშვთა კარდიორევმატოლოგია სალიცენზიო

668 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

621

რა დამემკვიდრებით გადაეცემა თანდაყოლილი კონტრაქტურული არაქნოდაქტილია?

622

22 წლის პაციენტში “FBN1”-ის მუტაციით და ვალსალვას სინუსის დილატაციით 42მმ-დე. ჩამოთვლილთაგან, რომელი მედიკამენტის დანიშვნა არის ყველაზე ნაკლებად მიზანშწონილი?

623

12 წლის გოგონას აღენიშნება „მბერავი“, ჰოლოსოსტოლური შუილი, რომელიც ყველაზე კარგად ისმინება მწვერვალზე. ექოკარდიოგრაფიულად ვლინდება მიტრალური სარქვლის ზომიერი ნაკლოვანება, მიტრალური სარქვლის კარედების გასქელება. გულის რევმატიულ დაავადებაზე ეჭვის გამო განისაზღვრა ანტისტრეპტოკოკული ანტისხეულების ტიტრი, რომელიც მომატებულია. ჩამოთვილთაგან. რომელი დამატებითი ნიშანი მიუთითებს ამ დიაგნოზზე?

624

რა მკურნალობის დანიშვნა იქნება ადეკვატური რევმატიული ცხელების მქონე 5 წლის პაციენტისთვის, რომელიც ალერგიულია პენიცილინზე?

625

ჩამოთვლილთაგან, სინკოპეს რა ეპიზოდის შემდგომ არის საჭირო ჰოსპიტალიზაცია ან პაციენტის სრულყოფილად გამოკვლევა?

626

14 წლის პაციენტს აღენიშნა გონების დაკარგვის ორი ეპიზოდი ფეხბურთის თამაშის დროს. თითოეული ეპიზოდი გრძელდებოდა დაახლოებით 1 წუთი, რის შემდეგაც სწრაფად უბრუნდებოდა საწყის მდგომარეობას. პაციენტი უარყოფს გულისრევას, ღებინებას, ოფლიანობას, მხედველობის დაბინდვას სინკოპეს ეპიზოდის წინ, მაგრამ აღნიშნავს რომ გული „უცნაურად“ უცემდა. ოჯახურ ანამნეზში არ აღენიშნება უეცარი კარდიოგენული სიკვდილი. ფიზიკალური გასინჯვისას აღსანიშნავი ცვლილებები არ გამოვლინდა. რა არის პაციენტის შეფასების შემდგომი ეტაპი?

627

რა არის მიოკარდიტის დიაგნოსტირების „ოქროს სტანდარტი“?

628

ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის დროს, ჩამოთვლილთაგან, რომელი ფაქტორი განაპირობებს კარდიალური სიმპტომატიკის განვითარებას, კერძოდ: შუილს, კარდიომეგალიას, მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას?

629

3 წლის გოგონასთან მოსმენილ იქნა შუილი გულის არეში. ბავშვის წონა შეესაბამება მე-3 პერცენტილს და სიმაღლე 45-ე პერცენტილს. ციანოზი ან გამოხატული დისპნოე არ აღენიშნება. სინკოპე არ ჰქონია. გულის აუსკულტაციით 3/6 გრადაციის სისტოლური შუილი, რომელიც ყველაზე კარგად ისმინება მკერდის ძვლის მარცხენა ზედა კიდესთან და აქვს კრეშენდო-დეკრეშენდო ხასიათი. დიასტოლური შუილი არ ისმინება. პირველი ტონი („S1“) ნორმალურია, არინიშნება მეორე ტონის („S2“) ფიქსირებული გახლეჩა. პულსი ნორმალურია. ჩამოთვლილთაგან რა არის შუილის სავარაუდო მიზეზი?

630

თქვენთან საკონსულტაციოდ გამოგზავნილია 13 წლის პაციენტი. მას ჩვილობისას დაესავა წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის დიაგნოზი. შემდეგი 10 წელი პაციენტს ექმისთვის არ მიუმართვს. მის ამბულატორიულ ბარათში მითითებულია, რომ დიაგნოზის დასმისას ისმინებოდა მეორე ტონის („S2“) ფიქსირებული გახლეჩა და 3/6 გრადაციის კრეშენდო-დეკრეშენდო შუილი მკერდის ძვლის მარცხენა ზედა კიდესთან და ნაზი მიდდიასტოლური შუილი მკერდის ძვლის მარცხენა ქვედა კიდესთან. ამჟამინდელი შეფასებისას პირველი ტონი („S1“) ნორმალურია, ამოსუნთქვისას ხდება მეორე ტონის („S2“) გახლეჩა და აქცენტირება. მკერდის ძვლის მარცხენა ზედა კიდესთან ისმინება ხანმოკლე სისტოლური შუილი, დიასტოლური შუილი არ ისმინება. ღვიძლი სცილდება ნეკნთა რკალს 1 სმ-ით. ჩამოთვლილთაგან, რა ხსნის ყველაზე კარგად ზემოთ მოყვანილ სიმპტომებს:

631

წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტთან მიმართებით, რომლის კორქციაც არ გაკეთებულა, რომელი მტკიცებაა ყველაზე ზუსტი:

632

თქვენ სინჯავთ 2 თვის ჩვილს, რომელიც იწონის 3,9კგ-ს. პაციენტი არის დროული და დაბადების წონა იყო 3,6კგ. დაბადებიდან მალევე ექოკარდიოგრაფიულად დაისვა დიდი ზომის პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დიაგნოზი. ამ ეტაპზე სუნთქვის სიხშირეა 60’ და აქვს სუბკოსტალური რეტრაქციები. მშობლების გადმოცემით პაციენტი ციანოზური არ არის, მაგრამ სჭირდება 40 წუთი 60 მლ საკვების მისაღებად. ჩამოთვილთაგან რომელი არის ყველაზე მეტედ შესაბამისი ამ პაციენტისათვის?

633

8 წლის პაციენტს ჩატარებული აქვს ფალოს ტეტრადის კორექცია და ფილტვის არტერიის პოზიციაში აქვს ბიოლოგიური სარქველი. მას უნდა ჩაუტარდეს ტონზილექტომია. პაციენტი პენიცილინზე ალერგიულია. ჩამოთვილილთაგან, რომელი იქნება საუკეთესო ამ პაციენტთან ინფექციური ენდოკარდიტის პროფილაქტიკისთვის?

634

ჩამოთვლილთაგან, ბავშვებში ქიმიოთერაპიის კარდიოტოქსიკურობასთან დაკავშირებით რომელია სწორი?

635

13 წლის ბიჭს აღენიშნება მკვეთრი პულმონური ჰიპერტენზია, რის გამოც იღებს სილდენაფილს და ბოზენტანს. ჩამოთვლილთაგან რომელია სწორი პულმონურ ჰიპერტენზიასთან დაკავშირებით?

636

17 წლის გოგონას, რომლის სხეულის მასის ინდექსი 25 პერცენტილს შეესაბამება, უზმოზე დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის კონცენტრაცია აქვს 230 მგ/დლ (ნორმა < 130 მგ/დლ). ორივე მშობელი იღებს სტატინებს შრატში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის მაღალი შემცველობის გამო. პაციენტის 37 წლის ბიძა გარდაიცვალა მიოკარდიუმის ინფარქტის შედეგად. ჩამოთვლილთაგან რომელი აღწერს გოგონას მდგომარეობას?

637

მოცურავე დებიდან ერთ-ერთს გამოკვლევისას აღენიშნა კორეგირებული „QT“- ინტერვალი 490 მწმ, მეორესთან „QT“-ინტერვალი ნორმის ფარგლებშია. არცერთს ანამნეზში არ ჰქონია გულის გაჩერების ეპიზოდი ან სინკოპე. ორივეს ჩაუტარდა კვლევა და დაგინდა პირველი ტიპის გახანგრძლივვებული „QT“ სინდრომისათვის დამახასიათებელი მუტაცია. ჩამოთვლილთგან, რა რეკომენდაციას მისცემდით პაციენტებს სპორტით დაკავების მხრივ?

638

ორ ღრუნიანი მარჯვენა პარკუჭი არის პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტთან ერთად:

639

ჩამოთვილილთაგან, რომელი მტკიცებაა სწორი ატრიოვენტრიკულური ძგიდის დეფექტთან მიმართბით?

640

ბავშვებში რა არის გულმკერდის არეში ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზი?

განმარტებები