სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა კარდიორევმატოლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ბავშვთა კარდიორევმატოლოგია სალიცენზიო
ჩამოთვლილთაგან, რომელია მტკეცებაა სწორი ამიოდარონის ანტიარითმიულ მოქმედებასთან მიმართებით?
ჩამოთვლილთაგან, რომელი მედიკამენტი აქვეითებს პულმონური სისხლძარღვების რეზისტენტობას?
4 წლის გოგონას 6 დღის წინ ჩაუტარდა ფონტენის ოპერაცია. პაციენტს განუვითარდა მარჯვენა ფეხის ცერა თითის მწვავე არტერიული თრომბოზი. ექოკარდიოგრაფიულად პარკუჭების სისტოლური ფუნქცია ნორმალურია, თრომბები არ ვლინდება, ფონტენის სისტემა ობსრუქციის ნიშნების გარეშე. პაციენტი იღებს ჰეპარინს ცენტრალური ვენური კათეტერით დოზით 10 ერთ/კგ/სთ, ასპირინს 80მგ/დღე, მილრინონს, ფუროსემიდს. ძლიერი ტკივილის გამო ხშირად ესაჭიროება ფენტანილი. ჰემოგლობინი არის 12,8 გ/დლ, ლეიკოციტები 12000, თრომბოციტები 60000/მკლ (ნორმა 150 000 – 450 000/ მკლ). 3 დღის წინ თომბოციტები იყო 300000/მკლ. სისხლდენის ნიშნები არ აღინიშნება. ჩამოთვლილთაგან, ყველაზე დიდი ალბათობით, რომელია თრომოციტების შემცირების მიზეზი?
ჩამოთვლილთაგან, რომელ მედიკამენტთან სწორად არის მითითებული შესაბამისი თერატოგენული ეფექტი?
6 წლის პაციენტს ფილტვის არტერიის სარქვლოვანი სტენოზის გამო უტარდება ფილტვის არტერიის ენდოვასკულური ბალონური ვალვულოპლასტიკა. ოთახის ჰაერზე ჟანგბადის სატურაცია არის 98%. პროცედურამდე ექოკარდიოსკოპიით ფილტვის არტეიის სარქველზე საშუალო გრადიენტი არის 55 მმ ვწ სვ, მარჯვენა პარკუჭი ჰიპერტროფულია ნორმალური სისტოლური ფუნქციით, ღია ოვალური ხვრელი, ფილტვის არტერიის ტოტები ნორმალური ზომის, მარცხენა პარკუჭის ზომა და სისტოლური ფუნქცია ნორმის ფარგლებში. კათეტერიზაციის ლაბორატორიაში პროცედურის შემდეგ გრადიენტი შემცირდა 80-დან 30 მმ ვწ სვ-მდე. ოთახის ჰაერზე ჟანგბადის სატურაცია არის 95%. სამი საათის შემდეგ პაციენტი დესატურირდა 80%-მდე ოთახის ჰაერზე, პერიფერიული პერფუზია ნორმალურია. ჩამოთვლილთაგან, აირჩიეთ შემდგომი მკურნალობა:
რა არის აცეტაზოლამიდის (დიაკარბის) მოქმედების მექანიზმი?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომლის პირველადი მოქმედების მექანიზმი არ არის ჰენლეს მარყუჟზე ზემოქმედება?
პაციენტს აღენიშნება ფილტვის არტერიის ატრეზია და პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი. სად გადის ჰისის კონის პროქსიმალური ნაწილი პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტთან მიმართებით: