სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა კარდიორევმატოლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ბავშვთა კარდიორევმატოლოგია სალიცენზიო
ქვემოთ ჩამოთვლილი კუნთთა ჯგუფიდან, რომელი ზიანდება პოლიმიოზიტის დროს:
იმ პრეპარატებიდან, რომელიც გამოიყენება სისტემური წითელი მგლურას მკურნალობისთვის, რომელს ახასიათებს გვერდითი მოვლენები: ცილიარული კუნთების დისფუნქცია, რქოვანას შემღვრევა, მაკულარული დაზიანება:
ჩამოთვლილი დაავადებებიდან, რომელი არ არის ასოცირებული რეინოს ( Raynaud ) ფენომენთან:
პაციენტი 2 წლის ვაჟი, მოგამართავთ კოჭლობის გამო. ანამნეზში არ არის ტრავმა, 3 დღის წინ ჰქონდა ზედა სასუნთქი გზების ინფექცია. ფიზიკალური მონაცემებიდან საყურადღებოა მოძრაობის შეზღუდვა, ტკივილი მარჯვენა მენჯბარძაყის სახსრის მიდამოში. სავარაუდო დიაგნოზია:
იუვენილური იდიოპათიური ართრიტის რა ნაწილს შეადგენს სისტემური მიმდინარეობის იუვენილური ართირიტი „EULAR“ მონაცემებით?
პაციენტს აქვს სისტემური წითელი მგლურა. ქვემოთ მოყვანილი ლაბორატორიული მაჩვენებლებიდან, რომელი შეესაბამება ლუპუსური ნეფრიტის გამწვავებას:
HLA-DR4 ხშირია პაციენტებში რეტინალური ნეკროზით. რომელ სხვა დაავადებასთან არის ეს ჰაპლოტიპი ასოცირებული:
რა არის არჩევის კვლევა ტაკაიასუს არტერიიტის დიაგნოსიტირებისთის:
ქვემოთ ჩამოთვლილი კვლევებიდან, რომელი გამოიყენება დერმატომიოზიტის დასადასტურებლად:
16 წლის გოგონა მომართავს კლინიკას ძლიერი აბდომინალგიის გამო. ბოლო 5 წლის მანძილზე ანალოგიური ჩივილები იყო არაერთხელ; 1 წლის წინ ჩატარებულია აპენდექტომია. მუცლის ღრუს კტ კვლევამ აჩვენა მცირე რაოდენობით სითხე პერიტონეუმში. ვიტალური მონაცემები-ჰიპერთერმია (39.9) „TA-(110/60mmHg)“. მუცელი- დიფუზურად დაჭიმულობა, ჰეპატომეგალია/სპლენომეგალია არ აღინიშნება. გამოხატულია მარჯვენა მუხლის შესიება და ტკივილი. ლაბორატორიული მონაცემიდან აღსანიშნავია მომატებული ედს („ESR“) და ცრც („CRP“). ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელია არჩევის თერაპია ამ დაავადების სამკურნალოდ:
რა არ არის დამახასიათებელი სერონეგატიური ართრიტებისთვის:
რა არ არის მართებული იუვენილურ სისტემურ სკლეროდერმიასთნ მიმართებაში:
ქვემოთ ჩამოთვლილი პათოლოგიებიდან, რომელს ახასიათებს ანტიჰისტონური ანტისხეულების არსებობა:
ბეჰჩეთის დაავადების პათოფიოზილოგიის შესახებ ჭეშმარიტია:
იუვენილური იდიოპათიური ართრიტის მკურნალობაში, რომელია პირველი არჩევის მედიკამენტი:
ქვემოთ ჩამოთვლილი ოკულარული პათოლოგიებიდან, რომელი არ წარმოადგენს ბეჰჩეთის დაავადების მანიფესტაციას:
რომელი დაავადების დროს გვხვდება მაღალი კრეატინფოსფოკინაზა („CPK“):
რომელი სიმპტომი არის დაკავშირებული სიდენჰემის ქორეასთან:
რომელი დაავადების არსებობაზე მიუთითებს ტელეანგიექტაზიები ფრჩხილების გარშემო:
15 წლის გოგონა 4 წლის მანძილზე აღნიშნავს ქსეროსტომიას, დენტალურ კარიესს. ბოლო 1 წელია აღნიშნულ სიმპტომებს დაერთო კერატოკონიუნქტივიტი. ოფთალმოლოგის მიერ დადგენილია ერთეული წყლულოვანი წარმონაქმნები. ლაბორატორიული მონაცემები: დადებითია „anti SS-A“ დან „anti SS-B“ ანტისხეულები; „Na (140meq/L)“, „K (2.8meq/L)“. ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელი წარმოადგენს აციდემიის და ჰიპოკალემიის მიზეზს: