სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა ნევროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ბავშვთა ნევროლოგია სალიცენზიო
2 წლის გოგონა, რომელიც სიცოცხლის პირველ წელს ვითარდებოდა ასაკის შესაბამისად, ბოლო ერთი წელია თანდათან გახდა არაკომუნიკაბელური და საერთოდ შეწყვიტა მეტყველება. მთელი დღის მანძილზე ზის სკამზე. ხელებით ასრულებს სტერეოტიპულ ბრუნვით მოძრაობებს. პერიოდულად აღენიშნება სუნთქვის შეკავებისა და ჰიპერვენტილაციის შეტევები. ყველაზე სავარაუდოა:
17 წლის გოგონას განუვითარდა მსუბუქი დემენცია, ტრემორი და რიგიდულობა. მის მამას, რომელიც გარდაიცვალა 35 წლის ასაკში, აღენიშნებოდა კიდურების ქორეიფორმულ მოძრაობებთან ასოცირებული დემენცია. L-დოფას პრეპარატების გამოყენებისას ის გახდა აგრესიული და დაეწყო უნებლიე მოძრაობები ხელებში. ყველაზე სავარაუდოა:
მანამდე ჯანმრთელი 24 წლის ვაჟი ბოლო 3 დღეა უჩივის თავის ტკივილსა და ცხელებას, რასაც დაერთო ჰალუცინაციები, მეტყველების გაძნელება და ლეთარგია. ნევროლოგიური გასინჯვით ვლინდება მსუბუქი მარჯვენამხრივი ჰემიპარეზი. ლიქვორი სისხლიანია, ხოლო მრტ კვლევით ვლინდება სიგნალის გაძლიერება მარცხენა საფეთქლის წილის წინა უბნებში. აღნიშნული კლინიკის ყველაზე სავარაუდო გამომწვევია:
გაფანტული სკლეროზით პაციენტის T2-რეჟიმში მრტ კვლევით შეიძლება გამოვავლინოთ:
გაფანტული სკლეროზით პაციენტთა ლიქვორის ანალიზში ტიპიურია:
დროულ ახალშობილს აქვს მეორე ხარისხის ჰიპოქსიურ-იშემიური ენცეფალოპათია და გულყრები, როგორი გამოსავალია მოსალოდნელი?
რა ფაქტორზეა დამოკიდებული ნეონატალური გულყრების შორეული გამოსავალი ნეირომოტორული განვითარების თვალსაზრისით?
ადრეულ (1-3 თვემდე) მიოკლონურ ენცეფალოპათიას ახასიათებს ყველა ნიშანი, გარდა ერთისა:
ქვემოთჩამოთვლილი ფაქტორებიდან რომელი არ ზრდის ფებრილური გულყრის განმეორების რისკს?
ქვემოთჩამოთვლილიდან რომელი წარმოადგენს ბავშვობის აბსანს ეპილეფსიის დიაგნოსტიკისათვის აუცილებელ ორ ნიშანს?
ბიჭს აქვს მსუბუქი მენტალური რეტარდაცია, სახის დისმორფული ნიშნები, კერძოდ მაკროცეფალია, მოგრძო სახე, დიდი ყურები. ამასთანავე აქვს რთული პარციალური გულყრები. ეეგ-ზე გამოხატულია უნილატერალური პიკები. პაციენტის დიაგნოზია:
4 წლის ბიჭს დაეწყო შეტევები უეცარი ვარდნით, დღეში მრავალჯერ. შემდეგ დაერთო გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრები. აღინიშნა მენტალური განვითარების რეგრესი. ეეგ-ზე ვლინდება 1.5-2.5 სიხშირის მახვილი-ნელი ტალღის კომპლექსები. მისი დიაგნოზია:
რომელი გულყრის სახეები არ ახასიათებს მიოკლონურ-ასტატურ ეპილეფსიას?
ქვემოთჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელი წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას და საჭიროებს ურგენტულ თერაპიას?
ცერებრული დამბლის გამორიცხვის კრიტერიუმს წარმოადგენს:
დღენაკლულ ახალშობილში თავის ტვინის დაზიანების ტიპი, რომელიც იწვევს ცერებრულ დამბლას, უხშირესად არის:
ვირუსული მენინგიტის დამახასიათებელ ნიშანს არ წარმოადგენს:
ქვემოთ მოყვანილი დებულებებიდან რომელი არ შეესაბამება ჰერპესული ენცეფალიტის მაგნიტურ-რეზონანსულ კორელატს?
ქრონიკული მოტორული ტიკების მკურნალობის სტრატეგია გულისხმობს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილს, გარდა ერთისა:
სტრეპტოკოკული ინფექცია იწვევს სხვადასხვა მოძრაობით აშლილობას. ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელი არ არის სტრეპტოკოკული ეტიოლოგიისათვის დამახასიათებელი?