სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა ნევროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ბავშვთა ნევროლოგია სალიცენზიო
რომელი დებულებაა სწორი ნარკოლეფსიის შესახებ?
რომელი დებულებაა სწორი ღამის შიშების შესახებ:
პარასომნიებს არ მიეკუთვნება:
ბავშვთა ასაკის სისხლძარღვოვან პათოლოგიებს ახასიათებთ:
ბავშვთა ასაკის ინსულტის კლინიკური ნიშანი ხშირად არის:
პედიატრიული ინსულტის ადეკვატური მართვა გულისხმობს:
პედიატრიული ინსულტისთვის სწორია დებულება:
არტერიო– ვენური მალფორმაციის არსებობისას კომპიუტერული ტომოგრაფია გამოიყენება:
ბეტა-გლუკოცერებროზიდაზას დეფიციტის შედეგად ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით გროვდება:
პაციენტს აღენიშნება საყლაპავის ვენების ვარიკოზი, სპლენომეგალია, ასციტი. მოსალოდნელია ცნობიერების შეცვლა შემდეგი მიზეზით:
ლიქვორში ცილის დონე როგორც ურემიული, ისე ჰიპერტენზიული ენცეფალოპათიის დროს შესაძლოა იყოს:
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის ყველაზე ხშირი ნევროლოგიური გართულებაა:
ურემიის ფონზე განვითარებული "შემაწუხებელი ფეხების" სინდრომი შეიძლება დაექვემდებაროს:
B12 ვიტამინის დეფიციტის დროს ორგანიზმში ჭარბად გროვდება:
B12 ვიტამინის აბსორბციის დარღვევით პაციენტში რომბერგის დადებითი ტესტის გამოვლინება მიუთითებს დაზიანებაზე:
მხედველობის ველის შეცვლის ტიპი, რომელიც ყველაზე ხშირად ასოცირებულია B12 ვიტამინის დეფიციტთან, არის:
მეტოტრექსატით თერაპიის ფონზე განვითარებული მეგალობლასტური ანემიისა და პერიფერიული ნეიროპათიის მიზეზია მეტაბოლიზმის დარღვევა:
23 წლის ჰემოფილიით დაავადებული ქალი უჩივის მეხსიერების პროგრესულ გაუარესებას. ბოლო 7 წლის მანძილზე მას 5-ჯერ დასჭირდა VIII ფაქტორის ტრანსფუზია. ნევროლოგიური გამოკვლევით ვლინდება რომ უჭირს სათანადო სიტყვების მოძებნა საუბრისას, ასევე აღენიშნება ატაქსიური სიარული, დიზართრია და ემოციური ლაბილობა, მარჯვნივ ბაბინსკის პათოლოგიური რეფლექსი, მარცხენა ბრაქიორადიალური რეფლექსის გაცხოველება და კლონუსი. მრტ კვლევით ცვლილება არ დაფიქსირდა. ყველაზე სავარაუდოა:
19 წლის ვაჟს ბოლო 2 კვირაა აღენიშნება მკვეთრად გამოხატული პიროვნული ცვლილებები. გახდა აგრესიული, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცყოფას აყენებდა ცოლს. ფსიქიატრთან გამოკვლევის პროცესში მან დაკარგა გონება და განუვითარდა გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრა უნებლიე ჩაშარდვით. სხეულის ტემპერატურა იყო სუბფებრილური. ნევროლოგიური კვლევით გამოვლინდა მსუბუქი მარცხენამხრივი ჰემიპარეზი. ლიქვორის ანალიზით: წნევა 210 მმ.წყ.სვტ; სტერილური. ეეგ-ზე - პოლიპიკ-ტალღოვანი კომპლექსები, უპირატესად მარჯვენა საფეთქლიდან. კტ კვლევით ფოკალური შეშუპება მარჯვენა საფეთქლის წილში. ყველაზე სავარაუდოა:
17 წლის ვაჟს გამოღვიძებისას აღენიშნა თავის ტკივილი და ფოტოფობია. სხეულის ტემპერატურა იყო სუბფებრილური. გამოხატული იყო კისრის კუნთების უმნიშვნელო რიგიდობა. ოჯახის ექიმმა ურჩია აცეტამინოფენის მიღება და წოლითი რეჟიმი უახლოესი 24 სთ მანძილზე. 12 სთ შემდეგ პაციენტს დაეწყო გულისრევა და მკვეთრად მოიმატა თავის ტკივილის ინტენსივობამ. გახდა მცირედ დეზორიენტირებული და არაადეკვატური. გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში დაფიქსირდა პეტექიური გამონაყარი ქვედა კიდურებზე და კისრის კუნთების მკვეთრად გამოხატული რიგიდობა. ლიქვორის ანალიზით: გლუკოზა 5 მგ/დლ, ცილა 87 მგ/დლ, ლეიკოციტი 112 პოლიმორფონუკლეარების სიჭარბით (70%). ყველაზე სავარაუდოა: