სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა ნევროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ბავშვთა ნევროლოგია სალიცენზიო
აივ ინფექციისა და ციტომეგალოვირუსული ინფექციის დროს ტვინში დამახასიათებელი წარმონაქმნია:
ბორელიოზის გადამტანი ტკიპის ნაკბენის ირგვლივ ვითარდება:
ლაიმის დაავადებასთან ასოცირებული კრანიული ნეიროპათიის დროს ყველაზე ხშირად ზიანდება:
ნერვული სისტემის დაზიანებით მიმდინარე ბორელიოზის დროს არჩევის პრეპარატია:
ტვინის აბსცესი ყველაზე ხშირად ვითარდება
აბსცესის ფორმირების ყველაზე ხშირი უბანი თავის ტვინში არის:
თავის ტვინის აბსცესის კერიდან ყველაზე ხშირად ამოთესილი მიკრობია:
აივ ინფიცირებულ პაციენტებში ტვინის აბსცესის ყველაზე ხშირი გამომწვევია:
ტვინის აბსცესით პაციენტის ყველაზე ხშირი ჩივილია:
თავის ტვინში ფუნგალური აბსცესის ყველაზე ხშირი გამომწვევია:
ნეიროსიფილისი იოლად შეიძლება შეგვეშალოს თავის ტვინის სიმსივნეში, თუ:
პედიატრიული ინსულტის ადეკვატური მართვა გულისხმობს:
ჩამოთვლილთაგან რომელი ვირუსი ვრცელდება ცნს-ში პერიფერიული ნერვის გასწვრივ ცენტრიპეტალურად?
სხვა მასპინძელში ტრანსმისიამდე ცოფის ვირუსი თავის ტვინიდან უნდა მოხვდეს:
ცოფის სამკურნალოდ დღეისათვის საუკეთესო საშუალებაა:
18 წლის ვაჟმა, ზედა სასუნთქი გზების ინფექციის გადატანიდან 2 კვირაში შეამჩნია დაბუჟების შეგრძნება კოჭების მიდამოში. შემდეგი 2 დღის მანძილზე გაუჭირდა ტერფების მოხრა დორზალური მიმართულებით და შემდეგ - სიარულიც. მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქცია რჩებოდა შენახული. სისუსტე თანდათან პროგრესირებდა და საბოლოოდ საჭირო გახდა ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. კვადრიპლეგიის ფონზე თვალის კაკლების მოძრაობა შენახული იყო. ლიქვორის ანალიზით დაფიქსირდა ცილის შემცველობის მატება 1 გ/დლ-ზე მეტად, ლეიკოციტებისა და ერითროციტების ნორმალური შემცველობა. შეარჩიეთ სავარაუდო დიაგნოზი:
10 წლის გოგონას აღენიშნა სკოლაში მოსწრების სწრაფი გაუარესება. ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე გახდა აპათიური, დაეკარგა ინტერესი სკოლის მიმართ, გახდა აგრესიული და მცირე გამღიზიანებლის საპასუხოდაც კი ჰქონდა მრისხანების შეტევები. კვლევამ გამოავლინა მყარი ინტელექტუალური დეფიციტი, რომელიც ახალი განვითარებული უნდა ყოფილიყო. ერთი თვის შემდეგ გოგონას განუვითარდა გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრა. ნევროლოგიური გასინჯვით გამოვლინდა ქორიორეტინიტი, ატაქსია, რეფლექსების გაცხოველება, ბაბინსკის პათოლოგიური რეფლექსი ორმხრივად. ეეგ-ზე დაფიქსირდა პერიოდული მაღალ ამპლიტუდიანი ნელტალღოვანი .ლიქვორის ანალიზში ყურადღებას იპყრობდა გამაგლობულინის ფრაქციის მატება. მომდევნო 2 თვის მანძილზე ბავშვი თანდათან გახდა ლეთარგიული და გარდაცვალებამდე რამდენიმე თვის მანძილზე იყო კომაში. შეარჩიეთ ყველაზე სავარაუდო დიაგნოზი:
თავის ტვინის ფრონტალური აბსცესი ხშირად გამოწვეულია:
გულის თანდაყოლილი ლურჯი მანკის მქონე 4 წელზე მეტი ასაკის ბავშვის ჰემიპარეზი ხშირად გამოწვეულია:
ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი არის ბავშვთა ასაკის თავის ტვინის აბსცესის ადრეული კლინიკური ნიშანი, გარდა ერთისა: