სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა ნევროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ბავშვთა ნევროლოგია სალიცენზიო
ჩამოთვლილთაგან რომელი არ მიანიშნებს გალენის ვენის არტერიოვენური მალფორმაციის არსებობაზე?
ბავშვთა ასაკში ცერებრული ანევრიზმის იშვიათი მდებარეობაა:
ცალმხრივად შეზნექილი ფორმის სისხლჩაქცევა ახასიათებს:
ჩამოთვლილთაგან რომელი წააგავს ინსულტის კლინიკურ გამოვლინებას, მაგრამ მისგან განსხვავებით სისუსტე ქრება ძილში?
ჩამოთვლილთაგან რომელი კვლევა არ არის აუცილებელი ინსულტის ყველა შემთხვევაში:
რომელი მდგომარეობა წარმოადგენს დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინის გამოყენების უკუჩვენებას?
ცერებრული ინფარქტის ყველაზე ხშირი მიზეზია:
"მხოლოდ მოტორული" დამბლის დროს დაზიანების ყველაზე სავარაუდო უბანია:
22 წლის ჰეროინის მომხმარებელ ვაჟს სქესობრივი ურთიერთობის დროს აღენიშნა ძლიერი თავის ტკივილი. რამდენიმე წუთში ამას დაემატა მარჯვენამხრივი პარეზი და ცნობიერების შეცვლა სტუპორამდე. ნევროლოგიური გასინჯვისას გამოვლინდა კისრის კუნთების რიგიდობა, პარეზი მარჯვენა ხელისა და სახის მარჯვენა ნახევრის მიდამოში. არაკონტრასტული კტ კვლევით დაფიქსირდა 3-4 მმ ზომის კორტიკალური დაზიანების უბანი მარცხენა თხემის წილში. კონტრასტის შეყვანის შემდეგ გამოვლინდა დაზიანების კიდევ 2 უბანი მარჯვენა შუბლის წილში, ხოლო მარცხენა ნახევარსფეროში დაზიანების უბანი ვიზუალურად არ შეცვლილა. ნევროლოგიური დეფიციტის მიზეზის გასარკვევად მოცემულ შემთხვევაში ყველაზე ეფექტური კვლევაა:
16 წლის გოგონას რთული პარციალური გულყრებითა და მსუბუქი ხარისხის მენტალური რეტარდაციით აქვს წითელი ფერის ღრმა ლაქა (პორტვეინის ნევუსი), რომელიც ვრცელდება მის შუბლსა და მარცხენა ზედა ქუთუთოზე. თავის ტვინის კტ კვლევით სავარაუდოა გამოვლინდეს:
სახის მარჯვენა ნახევრისა და მარჯვენა ხელის უეცრად განვითარებული პარეზი, მეტყველების გაუარესება და მარჯვენამხრივი ჰომონიმური ჰემიანოპსია, მიუთითებს ოკლუზიურ დაზიანებაზე:
6 წლის პრაქტიკულად ჯანმრთელი ბიჭი უჩივის პერიოდულ მარჯვენამხრივ ფრონტალურ თავის ტკივილს. ჩივილები აღენიშნება 2 თვეა. ტკივილი ასოცირებულია გულისრევასთან და მცირდება აცეტამინოფენის მიღებისას. მომართვის დღეს მას აღენიშნა მოპულსირე ხასიათის ფრონტალური ტკივილი, რასაც მოჰყვა მარცხენა მხრივი ჰემიპარეზი და სტუპორი. ტემპერატურა - 38,4 C, აღენიშნება კეფის კუნთების რიგიდობა და მაღალი ტონალობის შუილი მარჯვენა შუბლიდან. შეფასება გლაზგოს კომის სკალით - 8 ქულა, მარცხენამხრივი ჰემიპარეზი. რა არის ყველაზე სავარაუდო დიაგნოზი?
დროულ ახალშობილს, დაბადებულს ჯანმრთელი დედისაგან - ფიზიოლოგიური ორსულობასა და მშობიარობიდან, აღენიშნა მარცხენამხრივი ფოკალური გულყრა 15 წთ. განმავლობაში. 2 სთის შემდეგ გასინჯვით გამოვლინდა მარცხენამხრივი ჰემიპარეზი. ტემპერატურა იყო ნირმალური, ბავშვი იყო ფხიზელი. სისხლის საერთო ანალიზი, სისხლში შაქარი, კალციუმი და ელექტროლიტები იყო ნორმაში. შემდეგი სადიაგნოსტიკო კვლევა უნდა იყოს:
ნეონატალური ინსულტის პოტენციური მიზეზები შეიძლება იყოს ყველა გარდა:
ყველა ქვემოთჩამოთვლილი დაკავშირებულია ჰემიპლეგიასთან, გარდა
რომელი კუნთის დამბლას იწვევს განმზიდველი ნერვის დაზიანება?
რომელი სტრუქტურის დაზიანება იწვევს მიდრიაზს?
რომელი სეგმენტის დონეზეა დაზიანებულია ზურგის ტვინი, თუ ტკივილის მგრძნობელობის გამტარებლობითი მოშლის ზედა საზღვარი TH 10 დერმატომის დონეზე ლოკალიზდება:
ცენტრალურ პირამიდულ დამბლას არ ახასიათებს
რომელი სტრუქტურის დაზიანება იწვევს ქორეატულ ჰიპერკინეზს?